საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს შემადგენლობის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ
მიღების თარიღი 31.05.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №257
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო პარლამენტის უწყებანი, 14, 12/06/1996
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.05.1996 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს შემადგენლობის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს შემადგენლობის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „საქართველოს რესპუბლიკაში საარბიტრაჟო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 23 აპრილის კანონის (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №4 მუხ.313) შესაბამისად არჩეულ უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს შემადგენლობას უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდეს საერთო სასამართლოების შესახებ კანონის ამოქმედებამდე.
2. საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდეთ: ნიკოლოზ ფირუზის ძე გაგიევს, ჯონდო შალვას ძე გოგლიძეს, ქეთინო ამირანის ასულ შაქარაშვილს და თამაზ აკაკის ძე ძნელაძეს პირადი განცხადების საფუძველზე სხვა სამუშაოზე გადასვლასთან დაკავშირებით.
3. საქართველოს პარლამენტმა
მომდევნო პლენარულ სხდომაზე განიხილოს საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი.
4. დაევალოს საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტს სამი თვის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარმოუდგინოს კანონპროექტი საერთო სასამართლოების შესახებ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
გ. კობახიძე
თბილისი,
1996 წლის 31 მაისი.
N257