“საშიში ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”
მიღების თარიღი 07.04.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №79/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.774
გამოქვეყნების წყარო სსმ, 33, 14/04/2003
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.04.2003 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“საშიში ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; }
h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; }
h3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:7.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; }
p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;}
p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:7.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:15.0pt; }
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:2.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:7.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.HTML, li.HTML, div.HTML { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.Web, li.Web, div.Web { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 64.3pt 56.7pt 81.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.774
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №79/ნ
2003 წლის 7 აპრილი
ქ. თბილისი
საშიში ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოზე მოქმედი მავნე ნივთიერებების ზემოქმედების შეფასების მიზნით, საშიში ქიმიური ნივთერებების ტოქსიკურობისა და საშიშროების კლასების განსაზღვრისათვის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლისა და „საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლისა და 51-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „საშიში ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაციის შესახებ”.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. გამყრელიძე
დებულება
საშიში ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაციის შესახებ
დებ. 1.2. 005-03
თავი I
გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. ეს დებულება შემუშავებულია „საშიში ქიმიური ნივითერებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და ეფუძნება აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებს.
2. დებულება განკუთვნილია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, მრეწველობის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, საბაჟო და სატრანსპორტო სამსახურებისათვის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, აგრეთვე ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული ყოველგვარი საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის და არ ვრცელდება „საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პროდუქციაზე.
თავი II
ტერმინები და განმარტებები
მუხლი 2🔗
1.
დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა (ანბანური წყობით):
ა) ანთების წერტილი – ყველაზე დაბალი ტემპერატურა, რომელზედაც სითხეები გამოყოფენ აალებად ორთქლს;
ბ) ბიოკონცენტრაციის ფაქტორი (BCF) – სიდიდე, რომელიც ასახავს ცოცხალ ორგანიზმში (თევზი) ნივთიერების დაგროვების უნარს. მიიღება ცოცხალ ორგანიზმში ნივთიერების კონცენტრაციის (მგ/კგ) შეფარდებით ნივთიერების კონცენტრაციასთან (მგ/ლ) იმ გარემომცველ გარემოში (წყალი), რომელშიც ცოცხალი ორგანიზმი ბინადრობს
კონცენტრაცია ორგანიზმში მგ/კგ
BCF = ––––––––––––––––––– = –––
კონცენტრაცია გარემოში მგ/ლ
გ) ეფექტური კონცენტრაცია (EC) – საშიში ქიმიური ნივთიერების კონცენტრაცია, რომელიც იწვევს ტოქსიკურ ეფექტებს წყლის ორგანიზმებში (დაფნიებში);
დ) ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზდკ) – გარემოს ობიექტებში საშიში ქიმიური ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია (მგ/ლ), რომელიც ორგანიზმზე მუდმივი ზემოქმედების პირობებში, ან ზემოქმედების შეწყვეტის ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ არ იწვევს ადამიანის ჯანმრთელობის არავითარ ცვლილებას, გამოვლენილს კვლევის თანამედროვე მეთოდებით;
ე) მაინჰიბირებელი კონცენტრაცია (IC) – ნივთიერების კონცენტრაცია (მგ/ლ), რომელიც იწვევს წყლის ბიოტის ფილტრაციული აქტიობის დათრგუნვას;
ვ) n-ოქტანოლ/წყალი განაწილების კოეფიციენტი – Pow (Kow): ეკოტოქსიკოლოგიური მაჩვენებელი, რომელისაც ხშირად იყენებენ Log Pow-ს სახით ორგანული ქიმიური ნივთიერებების გარემოში გადაადგილების შესაფასებლად. ასახავს დამოკიდებულებას ოქტანოლსა და წყალში განაწილებულ ნივთიერებას შორის. განისაზღვრება ოქტანოლში განაწილებული ნივთიერების კონცენტრაციის (Coctanol) შეფარდებით ამ ნივთიერების კონცენტრაციასთან წყალში (Caq):
Coctanol
Pow = –––––––– = (Kow)
Caq
ზ) რისკი – საშიში ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების არასასურველი ეფექტების მოსალოდნელი სიხშირე.
თ) საშიშროება – გამოყენების რეალურ პირობებში საშიში ქიმიური ნივთიერების მავნე ზემოქმედების წარმოქმნის ალბათობა;
ი) IC50 საშუალო მაინჰიბირებელი კონცენტრაცია – ნივთიერების კონცენტრაცია (მგ/ლ), რომელიც იწვევს წყლის ბიოტის ფილტრაციული აქტიობის 50%-ით დათრგუნვას;
კ) EC50 საშუალო ეფექტური კონცენტრაცია – საშიში ქიმიური ნივთიერების კონცენტრაცია, რომელიც იწვევს ტოქსიკურ ეფექტებს 50% წყლის ორგანიზმებში (დაფნიებში);
ლ) LC50 საშუალო სასიკვდილო კონცენტრაცია – საშიში ქიმიური ნივთიერების კონცენტრაცია ჰაერში (მგ/მ3), რომელიც ერთჯერადი ინჰალაციური ზემოქმედებისას იწვევს საცდელი ცხოველების 50% -
ის სიკვდილს;
მ) LD50 საშუალო სასიკვდილო დოზა – საშიში ქიმიური ნივთიერების დოზა (მგ/კგ), რომელიც ერთჯერადი (პერორალური ან დერმალური) ზემოქმედებისას იწვევს საცდელი ცხოველების 50%-ის სიკვდილს;
ნ) სენსიბილიზაცია – ორგანიზმის რეაქციული მგრძნობელობის მომატება.
თავი III
საშიში ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია
მუხლი 3🔗.
1. კლასიფიკაციის მიზანს წარმოადგენს ნივთიერების ან პრეპარატის ყველა იმ ფიზიკურ-ქიმიური, ტოქსიკოლოგიური, ეკოტოქსიკოლოგიური თვისებებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების სპეციფიკური ეფექტების იდენტიფიკაცია, რომლებსაც შეუძლიათ გამოყენების დროს წარმოქმნან გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანების რისკი.
2. კლასიფიკაციის არსი მდგომარეობს ნივთიერების ან პრეპარატის საშიშროების რომელიმე (ერთი ან რამოდენიმე) კლასისადმი კუთვნილების განსაზღვრაში.
3. ამ კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს საერთაშორისო სტანდარტებსა და გოსტებში გათვალისწინებული მეცნიერული კვლევებით დასაბუთებული ფიზიკურ-ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და ეკოტოქსიკოლოგიური კრიტერიუმები და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების სპეციფიკური ეფექტები.
4. კლასიფიკატორული კუთვნილების შესაბამისად განისაზღვრება საშიში ქიმიური ნივთიერების ეტიკეტირებასა და ნიშანდებასთან დაკავშირებული საკითხები და მარეგულირებელი ღონისძიებები.
მუხლი 4🔗. საშიში ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია ფიზიკურ-ქიმიური თვისებების საფუძველზე
1. ფეთქებადი (Explosive) E: ნივთიერებები, რომლებიც შეიძლება აფეთქდნენ ალის ზემოქმედების დროს, ან ხასიათდებიან დინიტრობენზოლზე მეტი მგრძნობელობით დარტყმისა და ხახუნის მიმართ.
2. დამჟანგავი (Oxidizing) O: ნივთიერებები, რომლებიც სხვა ნივთიერებებთან, განსაკუთრებით კი საწვავ მასალებთან შეხებისას იწვევენ მკვეთრ ეგზოთერმულ რეაქციას.
3. განსაკუთრებულად აალებადი (Extremely Flammable) F+:
4. ნივთიერებები, რომლებიც ყოველგვარი გარეგანი ენერგიის გარეშე გარემოს ტემპერტურაზე ჰაერთან შეხებისას ცხელდებიან და შემდეგ სწრაფა
დ ინთებიან:
ა) მყარი ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც მყისიერად ინთებიან მოკიდების წყაროსთან ხანმოკლე კონტაქტის შემდეგ და რომლებიც განაგრძობენ წვას მოკიდების წყაროს მოცილების მერეც;
ბ) თხევადი ნივთიერებები და პრეპარატები, რომელთა ანთების წერტილი 210
C–ზე დაბალია;
გ) აირადი ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ინთებიან ჰაერთან შეხებისას ნორმალური წნევის პირობებში.
5.
მაღალაალებადი (Highly Flammable) F: ნივთიერებები, რომლებიც წყალთან ან ტენიან ჰაერთან შეხებისას წარმოქმნიან მაღალაალებადი აირების საშიშ რაოდენობას (მინიმალური ნორმა 1ლ/კგ/1სთ).
აალებადი (Flammable): თხევადი ნივთიერებები, რომელთა ანთების წერტილი იმყოფება 210
C - 550
C-ის ფარგლებში.
მუხლი 5🔗. საშიში ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია ტოქსიკოლოგიური თვისებების საფუძველზე
1. ძლიერ ტოქსიკური (Very Toxic) T+: ნივთიერებები, რომელთა ძალიან მცირე რაოდენობით ჩასუნთქვა, შინაგანად მიღება და კანის გზით შეწოვა იწვევს სიკვდილს და ჯანმრთელობის მწვავე და ქრონიკულ დაზიანებას. კლასიფიცირებას საფუძვლად უდევს მწვავე ტოქსიკურობის ექსპერიმენტულ ცხოველებზე განსაზღვრის შედეგები.
ა) შინაგანად მიღებისას: LD50 პერორალური (ვირთაგვები): ≤25 მგ/კგ;
ბ) კანთან შეხებისას: LD50 დერმალური, ვირთაგვები ან ბოცვერები: ≤50 მგ/კგ;
გ) ჩასუნთქვისას:
გ.ა) LC50 ინჰალაციური აეროზოლები და მტვერი (ვირთაგვები):
≤0.25 მგ/ლ/4სთ;
გ.ბ) LC50 ინჰალაციური აირები და ორთქლი (ვირთაგვები):≤0.5 მგ/ლ/4სთ;
2. ტოქსიკური (Toxic) T: ნივთიერებები, რომელთა მცირე რაოდენობით ჩასუნთქვა, შინაგანად მიღება და კანის გზით შეწოვა იწვევს სიკვდილს და ჯანმრთელობის მწვავე და ქრონიკულ დაზიანებას. კლასიფიცირებას საფუძვლად უდევს მწვავე ტოქსიკურობის ექსპერიმენტულ ცხოველებზე განსაზღვრის შედეგები.
ა) შინაგანად მიღებისას: LD50 პერორალური (ვირთაგვები): 25 მგ/კგ < LD50 ≤ 200მგ/კგ;
ბ)კანთან შეხებისას: LD50 დერმალური, ვირთაგვები და ბოცვერები: 50მგ/კგ < LD50 ≤400 მგ/კგ;
გ) ჩასუნთქვისას:
გ.ა) LC50 ინჰალაციური (აეროზოლები და მტვერი), ვირთაგვები:
0,25მგ/ლ/4სთ < LC50 £
1მგ/ლ/4სთ.
გ.ბ) LC50 ინჰალაციური (აირები და ორთქლი), ვირთაგვები:
0,5მგ/ლ/4სთ < LC50 £
2 მგ/ლ/4სთ;
3. მავნე (Harmful) Xn: ნივთიერებები, რომელთა ჩასუნთქვამ, შინაგანად მიღებამ და კანის გზით შეწოვამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი და ჯანმრთელობის მწვავე და ქრონიკული დაზიანება. კლასიფიცირებას საფუძვლად უდევს მწვავე ტოქსიკურობის ექსპერიმენტულ ცხოველებზე განსაზღვრის შედეგები.
ა) შიგნით მიღებისას: LD50 პერორალური, თეთრი ვირთაგვები: 200 მგ/კგ < LD50 ≤2 000 მგ/კგ
ბ) კანთან შეხებისას: LD50 დერმალური, ვირთაგვები ან ბოცვერები: 400მგ/კგ < LD50 £
2 000 მგ/კგ.
გ) ჩასუნთქვისას:
გ.ა) LC50 ინჰალაციური (აეროზოლები და მტვერი), ვირთაგვები:
1მგ/ლ/4სთ < LC50 £
5 მგ/ლ/4სთ;
გ.ბ) LC50 ინჰალაციური (აირები და ორთქლი), ვირთაგვები:
2მგ/ლ/4სთ < LC50 £
20 მგ/ლ/4სთ;
4. კოროზიული (Corrosive) C: ნივთიერებები, რომლებსაც ცოცხალ ქსოვილებთან შეხებისას შეუძლიათ გამოიწვიონ მათი დესტრუქცია.
5. გამღიზიანებელი (Irritant) X: ნივთიერებები, რომლებიც კანთან და ლორწოვან გარსებთან მყისიერი, ხანგრძლივი და განმეორებითი შეხებისას იწვევენ ქსოვილების ანთებას.
6. მასენსიბილიზებელი (Sensitizing): ნივთიერებები, რომელთა ჩასუნთქვა და კანის გზით შეწოვა იწვევს ორგანიზმის ისეთ ძლიერ სენსიბილიზაციას, რომ ნივთიერების შემდგომი ზემოქმედების შედეგად მიიღება დამახასიათებელი არასასურველი ეფექტები.
მუხლი 6🔗. საშიში ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების სპეციფიკური ეფექტების საფუძველზე
1. კანცეროგენული (Carcinogenic) Carc. Cat.[1]: ნივთიერებები და პრეპარატები, რომელთა ჩასუნთქვამ, შინაგანად მიღებამ და კანის გზით შეწოვამ შეიძლება გამოიწვიოს კიბოს განვითარება. კანცეროგენული თვისებების მიხედვით ნივთიერებები და პრეპარატები იყოფა სამ კატეგორიად:
ა) I კატეგორია – ადამიანისთვის ცნობილი კანცეროგენები, როდესაც ეპიდემიოლოგიური კვლევის საფუძველზე არსებობს სარწმუნო მონაცემები ნივთიერების ზემოქმედებასა და კიბოს განვითარებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადგენად.
ბ) II კატეგორია – ადამიანისათვის შესაძლო კანცეროგენები, როდესაც ხანგრძლივი ექსპერიმენტული კვლევისა და სხვა ინფორმაციის საფუძველზე არსებობს საკმარისი მონაცემები, რომლის თანახმად ნივთიერების ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს კიბოს განვითარება;
გ) III კატეგორია – ადამიანისათვის საეჭვო კანცეროგენები, როდესაც არსებული ინფორმაცია ადამიანისათვის კანცეროგენული მოქმედების შესახებ არაადეკ
ვატურია. ექსპერიმენტული კვლევის მონაცემები კი არასაკმარისია მათი II კატეგორიისადმი მისაკუთვნებლად.
2. მუტაგენური (Mutagenic) Muta. Cat. [1]
: ნივთიერებები და პრეპარატები, რომელთა ჩასუნთქვამ, შინაგანად მიღებამ და კანის გზით შეწოვამ შეიძლება გამოიწვიოს მემკვიდრეობითი გენეტიკური დეფექტების განვითარება ან ხელი შეუწყოს მათ გავრცელებას. მუტაგენური თვისებების მიხედვით ნივთიერებები და პრეპარატები იყოფა სამ კატეგორიად:
ა) I
კატეგორია –
ადამიანისთვის ცნობილი მუტაგენები,
როდესაც ეპიდემიოლოგიური კვლევის
საფუძველზე არსებობს სარწმუნო მონაცემები ნივთიერების ზემოქმედებასა და მემკვიდრეობითი გენეტიკური დაზიანებას შორის მიზეზ-
შედეგობრივი კავშირის დასადგენად;
ბ) II
კატეგორია –
ადამიანისათვის შესაძლო მუტაგენები,
როდესაც ხანგრძლივი ექსპერიმენტული კვლევისა და სხვა ინფორმაციის საფუძველზე არსებობს საკმარისი მონაცემები,
რომლის თანახმად ნივთიერების ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მემკვიდრეობითი გენეტიკური დაზიანება;
გ) III
კატეგორია –
ადამიანისათვის საეჭვო მუტაგენები,
როდესაც არსებული ინფორმაცია ადამიანისათვის მუტაგენური მოქმედების შესახებ არაადეკ
ვატურია.
ექსპერიმენტული კვლევის მონაცემები კი არასაკმარისია მათი II
კატეგორიისადმი მისაკუთვნებლად.
3. ტოქსიკური რეპროდუქციისათვის (Toxic for Reproduction) Repr. Cat[1] : ნივთიერებები ან პრეპარატები, რომლებიც ტოქსიკური არიან რეპროდუქციული ფუნქციისათვის. კლასიფიკაციის მიზნით ასეთი ნივთიერებები და პრეპარატები იყოფა სამ კატეგორიად:
ა) I კატეგორია – ადამიანის რეპროდუქციული ფუნქციის ცნობილი დამაზიანებლები, როდესაც ეპიდემიოლოგიური კვლევის საფუძველზე არსებობს სარწმუნო მონაცემები ნივთიერების ზემოქმედებასა და ადამიანების რეპროდუქციული ფუნქციის დაზიანებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადგენად;
ბ) II კატეგორია – ადამიანის რეპროდუქციული ფუნქციის შესაძლო დამაზიანებლები, როდესაც მტკიცებები რეპროდუქციული ფუნქციის დაზიანების შესახებ საკმარისად სარწმუნოა და ეფუძნება ექსპერიმენტულ ცხოველებზე მიღებულ მონაცემებს, რომლის თანახმად:
ბ.ა) რეპროდუქციული ფუნქციის დაზიანება ხდება სხვა ტოქსიკური ეფექტების გამოვლენის გარეშე;
ბ.ბ) რეპროდუქციული ფუნქციის სპეციფიკურ დაზიანებას თან ახლავს სხვა ტოქსიკური ეფექტებიც.
გ) III კატეგორია – ადამიანის რეპროდუქციული ფუნქციის საეჭვო დამაზიანებლები. რასაც საფუძვლად უდევს ექსპერიმენტულ ცხოველებზე მიღებული მონაცემები:
გ.ა) რეპროდუქციული ფუნქციის დაზიანებას ადგილი აქვს სხვა ტოქსიკური ეფექტების გარეშე;
გ.ბ) რეპროდუქციული ფუნქციის სპეციფიკურ დაზიანებას თან ახლავს სხვა ტოქსიკური ეფექტებიც, მაგრამ მონაცემები არასაკმარისია ნივთიერების II კატეგორიისადმი მისაკუთვნებლად.
მუხლი 7🔗. საშიში ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია გარემოზე ზემოქმედების ეფექტების საფუძველზე
1.საშიში გარემოსათვის (Dangerous for the Environment) N: ნივთიერებები, რომლებიც საშიში არიან ეკოსისტემებისათვის. კლასიფიკაცია წარმოებს ექსპერიმენტულად მიღებული ეკოტოქსიკოლოგიური მაჩვენებლების (წყლის ორგანიზმების მწვავე ტოქსიკურობა, დეგრადაცია, logPow, ან BCF თუ შესაძლებელია) საფუძველზე:.
ა) ნივთიერებები, რომლებიც ძლიერ ტოქსიკურია წყლის ორგანიზმებისათვის და შეუძლიათ გამოიწვიონ გარემოს დაზიანების შორეული ეფექტები. კლასიფიცირება ხდება ექსპერიმენტული მონაცემების საფუძველზე:
ა.ა) 96სთ LC50 (თევზები) ≤1 მგ/ლ;
ა.ბ) 48სთ EC50 (დაფნიები) ≤1 მგ/ლ;
ა.გ) 72სთ IC50 (წყალმცენარეები) ≤1 მგ/ლ;
ა.დ) იოლად არ დეგრადირდებიან;
ა.ე) log Pow (log ოქტანოლი/წყალი განაწილების კოეფიციენტი) ≤3,0 (თუ ექსპერიმენტულად განსაზღვრული BCF ≤100)
ბ) ნივთიერებები, რომლებიც ტოქსიკურია წყლის ორგანიზმებისათვის და შეუძლიათ გამოიწვიონ გარემოს დაზიანების შორეული ეფექტები. კლასიფიცირება ხდება ექსპერიმენტული მონაცემების საფუძველზე:
ბ.ა) 96სთ LC50 (თევზები) 1 მგ/ლ < LC50 ≤10 მგ/ლ;
ბ.ბ) 48სთ EC50 (დაფნიები) 1 მგ/ლ < EC50 ≤10 მგ/ლ;
ბ.გ) 72სთ IC50 (წყალმცენარეები) 1 მგ/ლ < IC50 ≤10 მგ/ლ;
ბ.დ) იოლად არ დეგრადირდებიან;
ბ.ე) log Pow (log ოქტანოლი/წყალი განაწილების კოეფიციენტი) ≤3,0 (თუ ექსპერიმენტულად განსაზღვრული BCF ≤100)
გ) ნივთიერებები, რომლებიც მავნეა წყლის ორგანიზმებისათვის და შეუძლიათ გამოიწვიონ გარემოს დაზიანების შორეული ეფექტები. კლასიფიცირება ხდება ექსპერიმენტული მონაცემების საფუძველზე:
გ.ა) 96სთ LC50 (თევზები): 10 მგ/ლ< LC50 ≤100 მგ/ლ;
გ.ბ) 48სთ EC50 (დაფნიები): 10 მგ/ლ < EC50 ≤100 მგ/ლ;
გ.გ) 72სთ IC50 (წყალმცენარეები): 10 მგ/ლ < IC50 ≤100 მგ/ლ;
გ.დ) იოლად არ დეგრადირდებიან.
მუხლი 8🔗. სამრეწველო ქიმიური ნივთიერებების საშიშროების კლასიფიკაცია სამუშაო ზონის ჰაერში ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციებისა და მწვავე ტოქსიკურობის პარამეტრების საფუძველზე
1. ორგანიზმზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით სამრეწველო ქიმიური ნივთიერებები იყოფიან საშიშროების 4 კლასად:
ა) I კლასი – განსაკუთრებით საშიში;
ბ) II კლასი – ძლიერ საშიში;
გ) III კლასი – ზომიერად საშიში;
დ) IV კლასი – უმნიშვნელოდ საშიში.
მუხლი 9🔗
1.
სამრეწველო ქიმიური ნივთიერებების საშიშროების კლასისადმი კუთვნილების განსაზღვრა ხდება სამუშაო ზონის ჰაერში ზდკ-სა და ექპერიმენტულ ცხოველებზე მიღებული მწვავე ტოქსიკურობის პარამეტრების (LD50 პერორალური და დერმალური, LC50 ინჰალაციური) მიხედვით:
ა) საშიშროების I კლასს – „განსაკუთრებით საშიში", მიეკუთვნება, როდესაც:
ა.ა) LD50 პერორალური (ვირთაგვები): <15 მგ/კგ;
ა.ბ) LD50 დერმალური (ვირთაგვები და ბოცვერები): < 100 მგ/კგ;
ა.გ) LC50 ინჰალაციური (ვირთაგვები): < 500 მგ/მ3/4სთ;
ა.დ) ზდკ (სამუშაო ზონის ჰაერში): <0.1 მგ/მ3
ბ) საშიშროების II კლასს – „ძლიერ საშიში", მიეკუთვნება, როდესაც:
ა.ა) LD50 პერორალური (ვირთაგვები): 15მგ/კგ < LD50<150მგ/კგ;
ა.ბ) LD50 დერმალური (ვირთაგვები და ბოცვერები):
100მგ/კგ< LD50<500მგ/კგ;
ა.გ) LC50 ინჰალაციური (ვირთაგვები):
500მგ/მ3/4სთ < LD50<5000 მგ/მ3/4სთ;
ა.დ) ზდკ (სამუშაო ზონის ჰაერში): 0.1მგ/მ3 < ზდკ< 1.0მგ/მ3;
გ) საშიშროების III კლასს – „ზომიერად საშიში", მიეკუთვნება, როდესაც:
ა.ა) LD50 პერორალური (ვირთაგვები): 151მგ/კგ < LD50<5000მგ/კგ;
ა.ბ) LD50 დერმალური (ვირთაგვები და ბოცვერები):
501მგ/კგ < LD50< 2500მგ/კგ;
ა.გ) LC50 ინჰალაციური (ვირთაგვები):
5001მგ/მ3/4სთ < LD50<50000 მგ/მ3/4სთ;
ა.დ) ზდკ (სამუშაო ზონის ჰაერში): 1.1 მგ/მ3 < ზდკ< 10.0მგ/მ3;
დ) საშიშროების IV კლასს – „უმნიშვნელოდ საშიში", მიეკუთვნება, როდესაც:
ა.ა) LD50 პერორალური (ვირთაგვები): >5000მგ/კგ;
ა.ბ) LD50 დერმალური (ვირთაგვები და ბოცვერები): >2500მგ/კგ;
ა.გ) LC50 ინჰალაციური (ვირთაგვები): >50000 მგ/მ3/4სთ;
ა.დ) ზდკ (სამუშაო ზონის ჰაერში): >10,0მგ/მ3;
[1]
ნაჩვენები უნდა იყოს შესაბამისი კატეგორის (მაგ., 1, 2 ან 3 )