⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2014)
გაუქმებულია:

“საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების წესების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”

მიღების თარიღი 07.04.2003
ძალის დაკარგვა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №80/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.775
გამოქვეყნების წყარო სსმ, 33, 14/04/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,139 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.04.2003 მიღება
01.01.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
R1 ფეთქებადია მშრალ მდგომარეობაში;
R2 დარტყმა, ხახუნი, სროლა ან აალების სხვა წყაროები წარმოქმნიან აფეთქების რისკს;
R3 დარტყმა, ხახუნი, სროლა ან აალების სხვა წყაროები წარმოქმნიან აფეთქების განსაკუთრებულ რისკს;
R4 წარმოქმნის მეტად მგრძნობიარე ფეთქებად მეტალურ ნაერთებს;
R5 ფეთქებადია გათბობისას;
R6 ფეთქებადია ჰაერთან შეხებისას ან შეხების გარეშე;
R7 შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი;
R8 შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი საწვავ მასალასთან შეხებისას;
R9 ფეთქებადია საწვავთან შერევისას;
R10 აალებადი;
R11 ძლიერ აალებადი;
R12 უკიდურესად აალებადი;
R13 გაუქმებულია
R14 აგრესიულად რეაგირებს წყალთან;
R15 წყალთან შეხებისას გამოიყოფა განსაკუთრებით აალებადი აირები;
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების წესების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; } p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:7.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; } p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:15.0pt; } p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.775 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №80/ნ 2003 წლის 7 აპრილი ქ. თბილისი საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საშიში ქიმიური ნივთერებების იდენტიფიკაციისათვის, ადამიანის ორგანიზმსა და გარემოზე ზემოქმედების ხასიათისა და ხარისხის მისანიშნებლად, უსაფრთხოევის დაცვლისა და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველსაყოფად, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლისა და „საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „კ” ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-16 პუქნტისა და 51-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების წესის შესახებ.” 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. გამყრელიძე დებულება საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების წესის შესახებ დებ. 1.2. 007-03 თავი I გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია “საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და არ ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პროდუქციაზე. 2. დებულება ადგენს მოთხოვნებს საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირებისადმი. 3. მოთხოვნები საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირებისადმი გათვალისწინებული უნდა იქნას ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროს მარეგულირებელ სახელმწიფო სტანდარტებსა და ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებში. 4. მოთხოვნები საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირებისადმი ეფუძნება აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებს. თავი II ტერმინები და განმარტებები     მუხლი 2🔗 1. საშიშროება – გამოყენების რეალურ პირობებში ქიმიური ნივთიერების მავნე ზემოქმედების წარმოქმნის ალბათობა. 2. რისკი – საშიში ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების არასასურველი ეფექტების მოსალოდნელი სიხშირე. 3. რისკის ფრაზა(ები) (R-phrases) – ინფორმაცია ნივთიერების სპეციფიკური რისკის შესახებ. გამოისახება R-ით და მის შემდგომი ციფრების სერიით. 4. უსაფრთხოების ფრაზა(ები) (S-phrases) – რეკომენდაცია უსაფრთხოების ღონისძიებების შესახებ. გამოისახება S-ით და მის შემდგომი ციფრების სერიით. 5. IUPAC – თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირი. 6. CAS № – ქიმიური ნივთიერების სარეგისტრაციო სამსახურის საიდენტიფიკაციო ნომერი. 7. ISO – სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. თავი III მოთხოვნები საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირებისადმი     მუხლი 3🔗 1. საშიში ქიმიური ნივთიერებების ეტიკეტირებისა და ნიშანდების მიზანია კონტაქტში მყოფი პირებისა და მომხმარებლის ინფორმირება ჯანმრთელობასა და გარემოზე ამ ნივთიერებების მავნე ზემოქმედების შესახებ, უსაფრთხო გამოყენების უზრუნველსაყოფად. 2. საშიშ ქიმიურ ნივთიერებასთან უსაფრთხო მოპყრობის მიზნით და მისი სამომხმარებლო თვისებების შესანარჩუნებლად, ნივთიერების/პრეპარატის სახელმწიფო ექსპერტიზაზე წარდგენისა და სარეგისტრაციო განაცხადის შეტანის წინ შემქმნელ/მწარმოებლის მიერ ხდება საშიშროების მიხედვით კლასიფიცირება, აგრეთვე ნიშნისა და ეტიკეტის ნიმუშების პროექტის შემუშავება. 3. საშიში ქიმიური ნივთიერებების კლასიფიცირება ხდება „საშიშ ქიმიურ ნივთიერებათა კლასიფიკაციის შესახებ დებულების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით; 4. საშიშროების კლასიფიკაციის თითოეული კატეგორია გამოისახება აბრევიატურით, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი რისკის ფრაზა ან ფრაზები; 5. თუ ნივთიერება კლასიფიცირდა, როგორც აალებადი, მასენსიბილიზირებელი და საშიში გარემოსათვის, გამოიყენება მხოლოდ რისკის ფრაზა; 6. თუ ნივთიერება კლასიფიცირდა როგორც კანცეროგენული, მუტაგენური ან ტოქსიკური გამოიყენება შესაბამისი აბრევიატურა კატეგორიის (მაგ.,1,2,3) მითითებით. 7. საშიშროების კლასიფიკაციის კატეგორიები გამოისახება შემდეგი აბრევიატურით: ა) ფეთქებადი: E ბ) დამჟანგავი: O გ) განსაკუთრებულად აალებადი: F+ დ) მაღალაალებადი: F ე) აალებადი: R10 ვ) ძლიერტოქსიკური: T+ ზ) ტოქსიკური: T თ) მავნე: Xn ი) კოროზიული: C კ) გამაღიზიანებელი: Xi ლ) მასენსიბილიზებელი: R42 და/ ან R43 მ) კანცეროგენული: Carc. Cat.​ (1) ნ) მუტაგენური: Muta. Cat.​ (1) ო) ტოქსიკური რეპროდუქციისათვის: Repr. Cat.​ (1) პ) საშიში გარემოსათვის: N ან/ და R52, R53, R59 8. საშიშროების კლასიფიკაციის კატეგორიები გამოისახება დასურათებული სიმბოლოებით (დანართი 3), რისკის R-ფრაზებით (დანართი 1) და უსაფრთხოების S-ფრაზებით (დანართი 2); 9. მომხმარებელი, რომელიც ახორციელებს საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენებას, ვალდებულია უზრუნველყოს ტარაზე ეტიკეტისა და ნიშნის შენარჩუნება.     მუხლი 4🔗 1. ეტიკეტზე არსებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ა) ნივთიერებისათვის – სავაჭრო სახელწოდება, ქიმიური სახელწოდება IUPAC- ის მიხედვით გავრცელებული სინონიმები და CAS-ის ნომერი; ბ) პრეპარატისათვის – სავაჭრო სახელწოდება, შემადგენელი ნივთიერებების ქიმიური სახელწოდებები IUPAC-ის მიხედვით, CAS-ის ნომრები და კონცენტრაციები; გ) სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი; დ) გამოყენების სფერო; ე) სრული ინფორმაცია ნივთიერების/პრეპარატის მწარმოებლის, იმპორტიორის ან დისტრიბუტორის შესახებ: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი; ვ) დამზადების თარიღი, ვარგისიანობის ვადა, პარტიის ან სერიის ნომერი, შენახვის პირობები, ნეტო, მასა. ზ) საშიშროების შესაბამისი კლასიფიკაციის სიმბოლოები და ნიშნები; თ) სპეციფიკური საშიშროების აღმნიშვნელი რისკის R- ფრაზები; ი) უსაფრთხოების ღონისძიებების აღმნიშვნელი S-ფრაზები; კ) ინფორმაცია პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ;     მუხლი 5🔗. ეტიკეტზე არსებული ინფორმაცია უნდა იყოს შესრულებული: ა) ქვეყნის შიგნით მოსახმარებელი საშიში ქიმიური ნივთიერებებისათვის – ქართულად. ბ) საექსპორტო ქიმიური ნივთიერებებისათვის რამდენიმე უცხო ენაზე (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული, ესპანური და სხვ.). გ) წარწერა უნდა იყოს ადვილად გასაგები გადამზიდველისა და პროფესიული მომხმარებლისათვის. 2. ეტიკეტზე აღნიშნული უნდა იყოს შესაფუთი ტარის ან მასალის მეორადი გამოყენების აკრძალვის შესახებ, აგრეთვე რეკომენდაციები მის უტილიზაციასა და გაუვნებლებაზე. 3. ეტიკეტი მყარად უნდა დამაგრდეს შესაფუთ ტარაზე ან მასალაზე ქიმიური ნივთიერების შეფუთვისთანავე. 4. ეტიკეტის ზომები განისაზღვრება ტარის მოცულობის შესაბამისად. ეტიკეტის ზომა არ უნდა აღემატებოდეს: ა) 3 ლიტრამდე მოცულობის შემთხვევაში – 52X74 მმ; ბ) 3 ლიტრზე მეტი და არაუმეტეს 50 ლიტრი მოცულობის შემთხვევაში – 105X148 მმ; გ) 50 ლიტრზე მეტი და არა უმეტეს 500 ლიტრი მოცულობის შემთხვევაში – 148X210მმ; 5. თითოეულმა სიმბოლომ ეტიკეტზე უნდა დაიკავოს ტარის ზედაპირის 1/10 ნაწილი და ამავე დროს არ უნდა იყოს 1 სმ-ზე ნაკლები. 6. საშიშროების სიმბოლოების გამოსახვა უნდა ხდებოდეს დანართი 3-ის შესაბამისად. თუ საშიშროება აღინიშნება ერთზე მეტი სიმბოლოთი, მაშინ ეტიკეტზე: ა) აუცილებელი E სიმბოლოს ჩვენებისას F, F​+ და O სიმბოლოების ჩვენება საჭირო არ არის; ბ) აუცილებელი T​+ ან T სიმბოლოს ჩვენებისას Xn , Xi , C სომბოლოების ჩვენება საჭირო არ არის; გ) აუცილებელი C სიმბოლოს ჩვენებისას Xn , Xi სიმბოლოების ჩვენება საჭირო არ არის; დ) უცილებელი Xn, სიმბოლოს ჩვენებისას Xi სიმბოლოს ჩვენება საჭირო არ არის. 7. სიმბოლოები უნდა ჩაიხატოს კვადრატში შავად, ნარინჯისფერ-ყვითელ ფონზე. 8. ეტიკეტისათვის რისკის R – ფრაზების შერჩევა ხდება საშიშროების კრიტერიუმების მიხედვით (დანართი 1). რისკის აღსაწერად გამოიყენება მაქსიმუმ ექვსი ფრაზა. შერეული რისკის ფრაზები გამოიყენება აუცილებლობის შემთხვევაში. თუ ნივთიერება ხასიათდება საშიშროების რამდენიმე კატეგორიით სტანდარტულმა ფრაზებმა უნდა მოიცვას ყველა მათგანი. 9. ეტიკეტისათვის უსაფრთხოების S–ფრაზების შერჩევა ხდება რისკის ფრაზების შესაბამისად (დანართი 2). უსაფრთხოების ღონისძიებების ფორმირებისათვის, როგორც წესი, საკმარისია მაქსიმუმ ექვსი S -ფრაზა.     მუხლი 6🔗. 1. ქიმიური ნივთიერების ტრანსპორტირების შემთხვევაში სატრანსპორტო ტარის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს დამატებით ინფორმაციას სატრანსპორტო ტარაში მოთავსებული შეფუთული ტარის ადგილების რაოდენობის შესახებ, თითოეული ადგილის ნეტო და ბრუტო მასას, აღნიშვნას ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესახებ. 2. თუ პრაქტიკულად შეუძლებელია საშიში ქიმიური ნივთიერების ტარის ეტიკეტირება და ნიშანდება ტარის ზომების ან შეფუთვის ხასიათის გამო, შესაბამისი ინფორმაცია უნდა  აისახოს თანდართულ დოკუმეტაციაში. 3. მოთხოვნები ნიშანდებისადმი მოიცავს: ა) ნიშნები ეტიკეტზე უნდა ასახავდეს ზუსტ ინფორმაციას საშიში ქიმიური ნივთიერების შესახებ; ბ) ეტიკეტი უნდა იყოს ტარაზე მყარად დამაგრებული. მისი ზომა უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე წესების მე-5 მუხლის 4-პუნქტით გათვალიწინებულ მოთხოვნებს. წარწერა უნდა იყოს მკაფიო და ადვილად გასაგები; გ) ეტიკეტები მათზე გამოსახული ნიშნებითა და სიმბოლოებით უნდა იყოს ერთგვაროვანი, გამოყენებული ფერების ჩათვლით. დანართი 1 რისკის R -ფრაზები R1  ფეთქებადია მშრალ მდგომარეობაში; R2  დარტყმა, ხახუნი, სროლა ან აალების სხვა წყაროები წარმოქმნიან აფეთქების რისკს; R3 დარტყმა, ხახუნი, სროლა ან აალების სხვა წყაროები წარმოქმნიან აფეთქების განსაკუთრებულ რისკს; R4 წარმოქმნის მეტად მგრძნობიარე ფეთქებად მეტალურ ნაერთებს; R5 ფეთქებადია გათბობისას; R6 ფეთქებადია ჰაერთან შეხებისას ან შეხების გარეშე; R7 შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი; R8 შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი საწვავ მასალასთან შეხებისას; R9 ფეთქებადია საწვავთან შერევისას; R10 აალებადი; R11 ძლიერ აალებადი; R12 უკიდურესად აალებადი; R13 გაუქმებულია R14 აგრესიულად რეაგირებს წყალთან; R15 წყალთან შეხებისას გამოიყოფა განსაკუთრებით აალებადი აირები; R16 ფეთქებადია დამჟანგავებთან შერევისას; R17 ჰაერში სპონტანურად აალებადია; R18 გამოყენებისას შეიძლება წარმოიქმნას ჰაერისა და ორთქლის აალებადი/ფეთქებადი ნარევი; R19 შეიძლება წარმოიქმნას ფეთქებადი ზეჟანგები; R20 საშიშია ჩასუნთქვისას; R21 საშიშია კანზე მოხვედრისას; R22 საშიშია გადაყლაპვისას; R23 ტოქსიკურია ჩასუნთქვისას; R24 ტოქსიკურია კანზე მოხვედრისას; R25 ტოქსიკურია გადაყლაპვისას; R26 ტოქსიკურია ჩასუნთქვისას; R27 ძლიერ ტოქსიკურია კანზე მოხვედრისას; R28 ძლიერ ტოქსიკურია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას; R29 წყალთან შეხებისას გამოიყოფა ტოქსიკური აირები; R30 გამოყენებისას შეიძლება გახდეს ძლიერ აალებადი; R31 მჟავებთან შეხებისას გამოიყოფა ტოქსიკური აირები; R32 მჟავებთან შეხებისას გამოიყოფა ძლიერ ტოქსიკური აირები; R33 კუმულაციური ეფექტის საშიშროება; R34 იწვევს დამწვრობას; R35 იწევს მძიმე დამწვრობას; R36 იწვევს თვალების გაღიზიანებას; R37 იწვევს სასუნთქი გზების გაღიზიანებას; R38 იწვევს კანის გაღიზიანებას; R39 ძალიან სერიოზული შეუქცევადი ეფექტების საშიშროება; R40 მონაცემები კანცეროგენული ეფექტის შესახებ შეზღუდულია; R41 თვალების დაზიანების სერიოზული რისკი; R42 ჩასუნთქვისას შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაცია; R43 კანზე მოხვედრისას შიეძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაცია; R44 დახურულ სივრცეში გახურებისას წარმოიქმნება აფეთქების რისკი; R45 იწვევს კიბოს განვითარებას; R46 შეიძლება გამოიწვიოს მემკვიდრეობითი გენეტიკური დაზიანება; R47 ხანგრძლივი ზემოქმედებისას ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების საშიშროებაა; R49 ჩასუნთქვისას შესაძლებელია კიბოს განვითარება; R50 ძლიერ ტოქსიკურია წყლის ორგანიზმებისათვის; R51 ტოქსიკურია წყლის ორგანიზმებისათვის; R52 მავნეა წყლის ორგანიზმებისათვის; R53 შეიძლება გამოიწვიოს მავნე შორეული შედეგები; R54 ტოქსიკურია მცენარეებისათვის; R55 ტოქსიკურია ცხოველებისათვის; R56 ტოქსიკურია ნიადაგის ორგანიზმებისათვის; R57 ტოქსიკურია ფუტკრებისათვის; R58 შეიძლება გამოიწვიოს გარემოში შორეული უარყოფითი ეფექტები; R59 საშიშია ოზონის შრისათვის; R60 აზიანებს განაყოფიერების ფუნქციას; R61  შეიძლება გმოიწვიოს ემბრიოტოქსიკური ეფექტი; R62 განაყოფიერების ფუნქციის დაზიანების რისკი; R63 ემბრიოტოქსიკური ეფექტის წარმოქმნის შესაძლო რისკი; R64 შეიძლება დააზიანოს ძუძუმწოვარი ბავშვი; R65 საშიშია: შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების დაზიანება; R66 შეიძლება გამოიწვიოს კანის სიმშრალე და დასკდომა; R67 ორთქლმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუ და ძილიანობა; R68 შეუქცევადი ეფექტების განვითარების შესაძლო რისკი; დანართი 2 უსაფრთხოების S-ფრაზები S1 შეინახეთ ჩაკეტილ სათავსში; S2 შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილზე; S3 შეინახეთ გრილ ადგილზე; S4 შეინახეთ შორს დასახლებული ადგილიდან; S5 შეინახეთ ნივთიერება სითხის (სითხის სახეს განსაზღვრავს ნივთიერების დამამზადებელი). . . . . ქვეშ; S6 შეინახეთ ნივთიერება აირის (აირის სახეს განსაზღვრავს ნივთიერების დამამზადებელი). . . . ქვეშ; S7 შეინახეთ ნივთიერება ჰერმეტულ ტარაში; S8 შეინახეთ ტარა მშრალად;' S9 შეინახეთ ტარა კარგად განიავებად ადგილზე; S12 არ შეინახოთ ტარა დალუქული; S13 შეინახეთ შორს საკვები პროდუქტების, სპირტიანი სასმელებისა და ცხოველების საკვებისაგან; S14 შეინახეთ შორს მასალებისაგან (შეუთავსებელ მასალებს განსაზღვრავს ნივითერების დამამზადებელი); S15 შეინხეთ შორს სითბოსაგან; S16 შეინახეთ შორს აალების წყაროებისაგან. ǀ თამბაქოს მოწევა აკრძალულია; S17 შეინახეთ შორს საწვავი მასალებისაგან; S18 ტარა აიღეთ და გახსენით ფრთხილად; S19 გაუქმებულია S20 გამოყენებისას აკრძალულია საკვების და სასმელის მიღება; S21 გამოყენებისას აკრძალულია თამბაქოს მოწევა; S22 არ შეისუნთქოთ მტვერი; S23 არ შეისუნთქოთ აირი/ორთქლი/შხეფები (შესატყვის ფორმულირებას განისაზღვრავს ნივთიერების დამამზადებელი); S24 დაიცავით კანი; S25 დაიცავით თვალები; S26 თვალში მოხვედრისას, ჩამოირეცხეთ დიდი რაოდენობა წყლით და მიმართეთ ექიმს; S27 სასწრაფოდ მოიშორეთ დაბინძურებული ტანსაცმელი; S28 კანზე მოხვედრისას ჩამოირეცხეთ დიდი რაოდენობა . . . . (განსაზღვრავს ნივთიერების დამამზადებელი); S29 ტარას ბოლომდე ნუ დაცლით; S30 არ დაამატოთ წყალი; S31 გაუქმებულია S32 გაუქმებულია S33 გადმოტვირთვისას მიიღეთ წინასწარი გამაფრთხილებელი ზომები; S34 გაუქმებულია S35 ეს მასალა და მისი კონტეინერი უნდა განთავსდეს უსაფრთხოდ; S36 ჩაიცვით შესატყვისი დამცავი ტანსაცმელი; S37 იხმარეთ შესატყვისი დამცავი ხელთათმანები; S38 არასაკმარისი ვენტილაციისას იხმარეთ შესატყვისი სასუნთქი მოწყობილობა; S39 იხმარეთ თვალების/ სახის დამცავი საშუალებები; S40 დაბინძურებული სათავსი (იატაკი და ყველა ობიექტი) უნდა დასუფთავდეს . . . . . . (დასუფთავების საშუალებას განსაზღვრავს ნივთიერების დამამზადებელი); S41 აფეთქების ან ხანძრის შემთხვევაში არ შეისუნთქოთ ორთქლი; S42 ნივითერების გამოფრქვევის შემთხვევაში იხმარეთ შესატყვისი სასუნთქი მოწყობილობა . . . . . (სასუნთქ მოწყობილობას განსაზღვრავს დამამზადებელი); S43 ხანძრის შემთხვევაში გამოიყენეთ ------- (მიუთითეთ ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობის ტიპი. თუ წყალი ზრდის რისკს, არ დაუმატოთ.  არასოდეს არ გამოიყენოთ წყალი; S44 გაუქმებულია S45 უბედური შემთხვევის დროს, ან თუ თქვენ თავს ცუდად იგრძნობთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს (აჩვენეთ ეტიკეტი); S46 ჩაყლაპვისას, მიმართეთ ექიმს და დაუყოვნებლივ აჩვენეთ ტარა და ეტიკეტი; S47 დაიცავით ტემპერატურული რეჟიმი, რომელიც არ აღემატება . . . . . . . . C ​0 (ტემპერატურას განსაზღვრავს დამამზადებელი); S48 შეინახეთ სველ მგომარეობაში -------- (შესაბამის მასალას განსაზღვრავს დამამზადებელი); S49 შეინახეთ მხოლოდ პირველად ტარაში; S50 ნუ შეურევთ . . . . . (განსაზღვრავს დამამზადებელი); S51 გამოიყენება მხოლოდ კარგად განიავებულ სათავსში; S52 არ არის რეკომენდებული შენობის შიგნით დიდ ფართობზე გამოყენება; S53 მოერიდეთ ზემოქმედებას. გამოყენების წინ გაეცანით სპეციალურ ინსტრუქციას. (გამოიყენება კანცეროგენული, მუტაგენური და რეპროდუქციისათვის ტოკსიკური ნივთიერებებისა და პრეპარატებისათვის); S54 გაუქმებულია S55 გაუქმებულია S56 განათავსეთ ეს მასალა და მისი ტარა საშიში ქიმიური ნივთიერებების ან ნარჩენების შეგროვების პუნქტებში; S57 გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება შესაბამისი ტარა; S58 გაუქმებულია S59 აღდგენისა და ხელახალი გადამუშავების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ დამამზადებელს/მომწოდებელს; S60 ეს ნივითიერება და მისი ტარა უნდა განთავსდეს, როგორც საშიში ნარჩენები; S61 ნივთიერება არ უნდა მოხვდეს გარემოში. ისარგებლეთ საინფორმაციო ფურცლის მონაცემებით უსაფრთხოების შესახებ; S62 კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ტარა ან ეტიკეტი S63 ჩასუნთქვისას, დაზარალებული სასწრაფოდ გამოიყვანეთ სუფთა ჰაერზე და ამყოფეთ მოსვენებულ მდგომარეობაში; S64 ჩაყლაპვისას, საჭიროა პირში წყლის გამოვლება (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პიროვნებას გრძნობა არა აქვს დაკარგული);