ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯიხაშკარის ადმინისტრაციული ერთეულში მდებარე სკვერის სახელდების თაობაზე
მიღების თარიღი 05.08.2022
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №100
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.105.016021
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/08/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.08.2022 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულში თეატრის ქუჩაზე მდებარე სკვერის სახელდების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მოედნისთვის ოთარ ფაცაციას სახელის მინიჭების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში კიკვიძის ქუჩისათვის სახელის გადარქმევის თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში აფხაზეთის ქუჩის ჩიხის სახელდების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ჩიქავას ქუჩის სახელდების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯიხაშკარის ადმინისტრაციული ერთეულში მდებარე სკვერის სახელდების თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №100
2022 წლის 5 აგვისტო
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯიხაშკარის ადმინისტრაციული ერთეულში
მდებარე სკვერის სახელდების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის პირველი ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებთა 2022 წლის 17 თებერვლის №19/25220482-25 ინიციატივისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2022 წლის 7 ივლისის №01/2171 წერილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სკვერს ეწოდოს „ძმები რომან და რობერტ ბენდელიანების და ნუგზარ შანავას“ სახელი.
2. მიღებული განკარგულების შესახებ ეცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას;
3. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ.ზუგდიდი რ. ლაღიძის ქუჩა №12).
საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა