„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13-79 |
|
2022 წლის 9 აგვისტო ქ. თბილისი |
1. მე-18 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) შენობის (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა) დაპროექტება-მშენებლობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს გათბობა/გაგრილების მოწყობილობა/დანადგარების განთავსებისათვის გამოყოფილი ადგილები, ამ მუხლისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. მე-18 მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სარეცხის საშრობი-გასაფენი, გათბობის, კონდიცირების და სხვა მსგავსი მოწყობილობები/დანადგარები უნდა განთავსდეს შენობის შიგნით, სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში. მათი არარსებობის შემთხვევაში, დასაშვებია მათი განთავსება ექსტერიერის ვიზუალურად ნაკლებად აღქმად ნაწილებზე, ერთიანი, მოწესრიგებული სახით. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა მათი შემოსვა-შენიღბვა დეკორატიული ელემენტებით (ჟალუზი, ეკრანი და სხვა) და მათი არქიტექტურულ-მხატვრული მხარის ფასადებთან ერთად ერთიან სისტემაში გადაწყვეტა. დაუშვებელია ასეთი მოწყობილობა-დანადგარების განთავსება ქუჩის მხარე ფასადზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული შენობა/ფართი არ იძლევა ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით კონდიცირების მოწყობილობა/დანადგარების განთავსების შესაძლებლობას. მათი განთავსება შესაძლებელია ქუჩის მხარეს, ნაკლებად აღქმად ადგილას, დეკორატიული ელემენტებით (ჟალუზი, ეკრანი და სხვა) შემოსვა-შენიღბვის პირობით.
3. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:
„11. გარე რეკლამის კერძო საკუთრებაში (ან მომიჯნავე კერძო საკუთრებებში) განთავსებისას, თუ ხდება მისი დეტალ(ებ)ის ნებისმიერი ფორმით/ზომით გაცდენა კერძო საკუთრებიდან, საჭიროა გარე რეკლამის განთავსების ნებართვ(ებ)ის მფლობელის თანხმობა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული რეგულაცია გავრცელებულ იქნას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ, 2021 წელს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, გარე რეკლამის განთავსების ნებართვების გაცემის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე“.
4. 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ქუჩის მიმდებარე გამწვანებულ ზოლზე, გაზონზე ან/და სხვა სახის გამწვანებულ ტერიტორიაზე, გარდა ქუჩის მიმდებარე გამწვანებულ ზოლზე/გაზონზე სარეკლამო ბილბორდებისა და სატრანსპორტო საშუალების დასამუხტი მოწყობილობების განთავსებისა, კანონმდებლობის შესაბამისად.”.
|