“საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შეზღუდვის ან აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”
მიღების თარიღი 07.04.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №83/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.778
გამოქვეყნების წყარო სსმ, 33, 14/04/2003
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.04.2003 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შეზღუდვის ან აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:LitMtavrPS;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:LitMtavrPS;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:LitMtavrPS;} h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; text-decoration:underline;} h5 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; text-decoration:underline;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:LitMtavrPS; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:LitMtavrPS;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:15.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.65pt 1.25in 56.7pt 78.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.778
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №83/ნ
2003 წლის 7 აპრილი
ქ. თბილისი
საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შეზღუდვის ან აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თობაზე
საშიში ქიმიური ნივთიერებების სახელმწიფო მართვის მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციათა რეკომენდაციების მიხედვით მათი გამოყენების შეზღუდვის ან აკრძალვის რეგულირების უზრუნველსაყოფად, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლისა და „საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და 51-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ს” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შეზღუდვის ან აკრძალვის წესი”;
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. გამყრელიძე
საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შეზღუდვის ან აკრძალვის წესი
დებულება
დებ. 1.2. 008-03
თავი I
გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია „საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და ადგენს მოთხოვნებს საშიში ქიმიური ნივთიერებების და პრეპარატების გამოყენების შეზღუდვის ან აკრძალვის წესსა და პროცედურაზე.
2. წინამდებარე დებულება არ ვრცელდება „საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პროდუქციაზე.
თავი II
ტერმინები და განმარტებები
მუხლი 2🔗
1. IUPAC – თეორიული და გამოყენებითი ქიმიიის საერთაშორისო კავშირი.
2. CAS№ – ქიმიური ნივთიერებების სარეგისტრაციო სამსახურის საიდენტიფიკაციო ნომერი.
3. პრეპარატები – ნარევები ან ხსნარები, რომლებიც შედეგება ორი ან მეტი ნივთიერებისაგან.
4. IRPTC – პოტენციურად ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების საერთაშორისო რეგისტრი.
5. MRL – maximum residue limits – მაქსიმალური ნარჩენი რაოდენობა.
6. IARC – კიბოს შემსწავლელი საერთაშორისო სააგენტო
7. UNEP – გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა;
8. WHO – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია;
9. ILO – შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია;
10. UNIDO – გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაცია;
11. IMO – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია;
12. IPCS – ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხოების საერთაშორისო პროგრამა;
13. NOEL – ( No Observed Effect Level) დონე, როდესაც ზემოქმედების ეფექტი არ აღინიშნება.
თავი III
მოთხოვნები საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შეზღუდვის ან აკრძალვის პროცედურისა და საექსპერტო მასალებისადმი
მუხლი 3🔗
1. საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენების შეზღუდვის ან აკრძალვის პროცედურას ექვემდებარება:
ა) ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული, როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტირებული ქიმიური ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც მოპოვებული სამეცნიერო ტექნიკური ინფორმაციით აღიარებული ექსპერიმენტული შედეგების საფუძველზე საშიშროებას წარმოადგენენ საწარმოო პროცესისა და გამოყენების კონკრეტულ პირობებში ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედების თვალსაზრისით.
ბ) წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას დაქვემდებარებული ქიმიური ნივთიერებები და პრეპარატები;
გ) ქიმიური ნივთიერებების და პრეპარატების გამოყენების წესები და მეთოდები (რაოდენობის, გამოყენების სიხშირისა და ხანგრძლივობის შეზღუდვა, გამოყენება დახშულ სისტემაში ან დამცველი მოწყობილობებით);
2. საშიში ქიმიური ნივთიერებების შეზღუდვა ან აკრძალვა შეიძლება შეეხოს “საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
მუხლი 4🔗
ქიმიური ნივთიერების ან პრეპარატის საშიშროების დამადასტურებელი მასალების ინფორმაციის წყაროდ მისი გამოყენების შეზღუდვის ან აკრძალვის მიზნით შეიძლება გამოყენებული იქნეს ნორმატიული, საერთაშორისო ორგანიზაციათა (IRPTC, IARC, WHO, ILO და სხვ.) დოკუმენტები, ოფიციალური პუბლიკაციები, ასევე სამამულო და საზღვარგარეთელი ავტორების ორიგინალური გამოკვლევის აღიარებული შედეგები, რომლებიც პასუხობენ წინამდებარე წესების მე-6 მუხლის მოთხოვნებს.
მუხლი 5🔗
1. ქიმიური ნივთიერებების ან პრეპარატების ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის საშიშროების დამადასტურებულ მასალებს, აგრეთვე სამამულო და საზღვარგარეთელი ავტორების ორიგინალურ და აღიარებულ ნაშრომებს განიხილავს საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების რეგულირების საუწყებათაშორისო საბჭო, დანიშნული ექსპერტების მოხსენებათა მიხედვით.
2. საშიში ქიმიური ნივთიერების შეზღუდვის ან აკრძალვის შესახებ საკითხის დასმის ინიციატორი შეიძლება იყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროები, აგრეთვე საშიში ქიმიური ნივთიერებების მწარმოებელი, ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი საქართველოს კანონის “საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ” 37-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების შექმნის შემთხვევაში.
მუხლი 6🔗
1. საშიში ქიმიური ნივთიერების აკრძალვასა ან მკაცრად შეზღუდვასთან დაკავშირებით საექსპერტო მასალები უნდა შეიცავდეს შემდეგ ზოგადი ხასიათის მონაცემებს:
ა) იდენტიფიკაცია
ა.ა) საყოველთაოდ მიღებული დასახელება: ქიმიური ნივთიერების დასახელება.
ა.ბ) ქიმიური ნივთიერების ტიპი: დასახელებულ უნდა იქნეს ჯგუფი, რომელსაც მიეკუთვნება ქიმიური ნივთიერება ან მისი გამოყენების კატეგორია.
ა.გ) გამოყენება: წარმოდგენილ უნდა იქნეს განსახილველი ქიმიური ნივიერების გამოყენების ფორმა და მოხმარების სფერო.
ა.დ) ქიმიური სახელწოდება: მოყვანილ უნდა იქნეს საშიში ქიმიური ნივთიერების ან პრეპარატის აქტიური ინგრედიენტის ქიმიური დასახელება
ა.ე) CAS – ნომერი, რომლიც მინიჭებული აქვს ქიმიურ ნივთიერებას CAS –ის მიერ. ეს ნომერი გამოიყენება როგორც სტანდარტული იდენტიფიკატორი.
ა.ვ) სავაჭრო დასახელება/ სინონიმები: ამ ნაწილში მიცემულ უნდა იქნეს სავაჭრო დასახელება და სინონიმები. სავაჭრო დასახელება უნდა დაიწეროს მთავრული ასოთი, ხოლო სინონიმები პატარა ასოთი.
ა.ზ) ქიმიური ნივთიერების მოქმედების ხასიათი: აღწერილი უნდა იქნეს ნივთიერების მოქმედების ხასიათი, შემცვლელის მოძებნის გაადვილების მიზნით;
ა.თ) პრეპარატული ფორმა: პრეპარატებისათვის (ნარევი, ხსნარები) მითითებულ უნდა იქნეს აქტიური ინგრედიენტების პროცენტული შემადგენლობა და გამოყენების ფორმები;
ა.ი) ძირითადი მწარმოებლები: დასახელებული უნდა იქნეს მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებლები (ქვეყნები), ქიმიური ნივთიერებების გამოყენების მასშტაბები (წლიური მოცულობა ტონებში)
ბ) დამატებითი ინფორმაცია ქიმიურ ნივთიერებებზე:
ბ.ა) ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: მოყვანილ იქნება ქიმიური ნივთიერების ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები;
ბ.ბ) ტოქსიკოლოგიური მახასიათებლები: მოყვანილი უნდა იქნეს მოკლე ინფორმაცია იმ ექსპერიმენტული გამოკვლევების შედეგებზე, რომლის მიხედვითაც კეთდება დასკვნა მოცემული ქიმიური ნივთიერების ადამიანის ორგანიზმზე მოქმედების ხასიათზე;
ბ.გ) მწვავე ტოქსიკურობა: უნდა განისაზღვროს ქიმიური ნივთიერების ან პრეპარატის მოქმედი ინგრედიენტის საშიშროების ხარისხი;
ბ.დ) ტოკსიკურობა მოკლევადიანი ზემოქმედებისას: აღწერილი უნდა იქნეს ზემოქმედების უმნიშვნელოვანესი ეფექტები და შესაბამისი დონეები. განსაკუთრებით ის დონე, როდესაც ეფექტი არ აღინიშნება (NOEL), თუ ასეთი მოიპოვება; წინააღმდეგ შემთხვევაში მოყვანილ უნდა იქნეს მონაცემები სხვა სარწმუნო წყაროდან. განსახილველ ეფექტებს მიეკუთვნება თანდაყოლილი სიმახინჯეები, ემბრიოტოქსიკურობა და ტოქსიკურობა დედის ორგანიზმისათვის, ნეიროტოქსიკურობა, ასევე ზემოქმედება რეპროდუქციულ ფუნქციაზე;
ბ.ე) ტოქსიკურობა ქრონიკული ზემოქმედებისას: მოყვანილი უნდა იქნეს IARC–ს, IPCS და სხვა სარწმუნო წყაროების დასკვნები კანცეროგენობისა და სხვა ეფექტების შესახებ, რომლებიც გამოწვეულია ქიმიური ნივთიერების ხანგრძლივი ზემოქმედებით;
ბ.ვ) ეპიდემიოლოგიური მონაცემები: მოყვანილი იქნება განსახილველი ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანებზე დაკვირვებისა და გამოკვლევების შედეგები;
ბ.ზ) ეკოლოგიური დახასიათება: დახასიათებულ უნდა იქნეს განსახილველი ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების პოტენციალი, რომელიც შეიძლება გახდეს ეკოლოგიური პრობლემის წარმოქმნის მიზეზი;
ბ.თ) გარემოში მდგრადობა: მოყვანილ უნდა იქნეს მონაცემები ქიმიური ნივთიერების – გარემოში დეგრადაციის, მიგრაციის და საბოლოო ბედის შესახებ (ქიმიური ნივთიერებების დაშლის სიჩქარე, სხვადასხვა არედან ნახევრად გამოყოფის პერიოდი) და სხვა ინფორმაცია იმ მოცულობით, რაც მისაწვდომია;
ბ.ი) ეფექტები: მოყვანილი იქნება გარემოში ორგანიზმების შესწავლილ სახეობებზე ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების ეფექტები;
ბ.კ) ზემოქმედება: ამ ნაწილში მოცემული უნდა იქნეს განსახილველი ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების ის ძირითადი გზები, რომლებიც საშიშიროებას წარმოადგენენ ადამიანის ჯანმრთელობისათვის.;
ბ.ლ) პროფესიული ზემოქმედება/ გამოყენება: მოყვანილ უნდა იქნეს ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების პოტენციური საშიშროების ტიპი და ხარისხი როგორც პროფესიული კონტინგენტის და მომხმარებლის, ასევე შემთხვევითი პირებისათვის. აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს ზემოქმედების მწვავე და ქრონიკული ეფექტები;
ბ.მ) გარემო: მოყვანილ უნდა იქნეს გარემოში ქიმიური ნივთიერების გამოყოფისა და მიგრაციის დროს მგრძნობიარე ორგანიზმებზე უარყოფითი ზემოქმედების ხასიათი და განისაზღვროს ზარალის მასშტაბები;
ბ.ნ) უბედური შემთხვევით გამოწვეული მოწამვლა: მოყვანილ უნდა იქნეს ინფორმაცია ადამიანთა მოწამვლის შემთხვევების შესახებ, საშიში ქიმიური ნივთიერების სასიცოცხლო ციკლის სრული პერიოდის გათვალისწინებით;
ბ.ო) ღინისძიებები ზემოქმედების შესამცირებლად: ამ ნაწილში შეკრებილი უნდა იყოს ინფორმაცია გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, ქიმიური ნივთიერებების და პრეპარატების მავნე ზემოქმედებისაგან პროფესიული კონტინგენტის, მომხმარებლის და აგრეთვე გარემოს ორგანიზმების დასაცავად. აუცილებელია დასაბუთებულ იქნეს, რომ ქიმიური ნივთიერების გამოყენების აკრძალვა ან მკაცრი შეზღუდვა, ერთადერთი შესაძლებელი ღონისძიებაა, განსახილველად წარმოდგენილი ქიმიური ნივთიერების მავნე ზემოქმედების აღსაკვეთად ან შესამცირებლად;
ბ.პ) შეფუთვა და ნიშანდება: ამ განაკვეთში მოყვანილი იქნება დამოწმებები შესაბამის ნორმატიულ დოკუმენტებზე, რომელთა მიხედვითაც განხორციელდა შეფუთვა და ნიშანდება. ამავე დროს, აღნიშნული იქნება ნებისმიერი სპეციფიკური ასპექტებიც (მაგალითად: ადვილად შლადი შეფუთვა და ტარა);
ბ.ჟ) ნარჩენების განთავსების მეთოდი: ამ განაკვეთში მოყვანილი იქნება დამოწმებები შესაბამის საერთაშორისო ან სხვა ნორმატიულ დოკუმენტებზე, რომელთა შესაბამისად უნდა განხორციელდეს ნარჩენების განთავსება. ამავე დროს შეიძლება წარმოდგენილი იქნეს განსხვავებული მოსაზრებები, თუ ასეთი არსებობს. ნარჩენების განთავსების მეთოდის შემუშავება ქვეყანაში რეალურად არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების, ტექნოლოგიების, სამარხების და სხვა პირობების გათვალისწინებით;
ბ.რ) ალტერნატივა - მოყვანილ უნდა იქნეს არსებული ინფორმაცია პოტენციური შემცვლელების, საშუალებების და წარმოების ხერხების შესახებ;
ბ.ს) ძირითადი დამოწმებები: მოყვანილ უნდა იქნეს დამოწმებები იმ საინფორმაციო წყაროებზე, რომლებიც გამოყენებული იყო გადაწყვეტილების მიღების ხელშემწყობი დოკუმენტის მომზადებისას და რომელიც ძირითადად განაპირობებს კონკრეტულ ქიმიური ნივთიერებასთან მიმართებაში შესაბამისი საკონტროლო ღონისძიებების ზომის განსაზღვრას.
მუხლი 7🔗
1. საექსპერტო მასალები წარმოდგენილ უნდა იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 3 ეგზემპლარად.
2. მასალა რეცენზირდება ორი (ან მეტი) დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ, რომელსაც ნიშნავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
3. საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შეზღუდვა ან აკრძალვა დამოკიდებულია ნივთიერების საშიშროებაზე, რადგან საკონტროლო ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილების ძირითადი კრიტერიუმია ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება და გარემოს დაცვა. შესაბამისად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ეკოლოგიური, სანიტარიული, ადმინისტრაციული პირობები, აგრეთვე ტოქსიკოლოგიური, უსაფრთხოების ტექნიკის და რეგლამენტების შესახებ არსებული ინფორმაციები.
4. წინამდებარე წესების მე-6 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა წარმოდგენილი სქემა შეიძლება შეიცვალოს განსაზღვრული ქიმიური ნივთიერების შესახებ არსებული ინფორმაციის შესაბამისად.
5. დასკვნებს საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენების შეზღუდვის ან აკრძალვის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განსახილველად წარუდგენს საშიში ქიმიური ნივთიერების უსაფრთხო გამოყენების რეგულირების საუწყებათაშორისო საბჭოს (შემდგომში საუწყებათაშორისო საბჭო).
6. საუწყებათაშორისო საბჭო იღებს რეკომენდაციებს საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენების შეზღუდვის ან აკრძალვის შესახებ.
7. საუწყებათაშორისო საბჭოს რეკომენდაცია შეიძლება გადაიხედოს და დაინიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით კომპეტენტური სახელმწიფო უწყების დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენების შეზღუდვის ან აკრძალვის შესახებ, საუწყებათაშორისო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე.
მუხლი 8🔗
1. გადაწვეტილება საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენების შეზღუდვის ან აკრძალვის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, საკონტროლო ღონისძიებების მიღების საფუძვლების მითითებით.
2. თუ საშიში ქიმიური ნივთიერება ექვემდებარება წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას, შეტყობინება მიღებული საკონტროლო ღონისძიებაზე, ეგზავნება გაეროს გარემოს პროგრამის შესაბამის ქვეგანყოფილებას.