„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის N5-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13-75 |
|
2022 წლის 9 აგვისტო ქ. თბილისი |
ი) „მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის“ (კოდი: 06 02 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესი (დანართი №9).“
|
2. წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
3. ქვეპროგრამას ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური.
ა) ქვეპროგრამის განმახორციელებელი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური;
ბ) მოსარგებლე – პირი, რომელიც ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით აკმაყოფილებს წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს;
გ) მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარი – „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის N634 დადგენილებით გათვალისწინებული „მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით“ მოსარგებლე პირი;
დ) რეგიონული საბჭო – მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ – რეგიონული საბჭო;
ე) მიმწოდებელი – საცხოვრისი, რომელიც აკმაყოფილებს წესის მე-12 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმით დაუდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს და შეუძლია წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევა;
ვ) შემმოწმებელი – მიმწოდებლის შემოწმებაზე ქვეპროგრამის განმახორციელებლის უფლებამოსილი პირი.
2. ქვეპროგრამის მოსარგებლეებს არ წარმოადგენენ:
ა) „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №634 დადგენილებით გათვალისწინებული „სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამაში“ ჩართული პირები;
ბ) პირები, რომლებსაც გააჩნიათ საცხოვრისი ქალაქ თბილისში, გარდა პირებისა, რომელთა სახლი საცხოვრებლად უვარგისია და/ან ოჯახური ძალადობისა თუ სხვა მავნე ზეგავლენის გამო ოჯახთან ერთად მათი ცხოვრება მაღალი რისკის შემცველია;
გ) პირები, რომლებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად საკუთარი ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილება.
ა) ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენა – მოსარგებლეზე მორგებული და მასთან შეთანხმებული ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენა-განვითარება.
ბ) საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა – საცხოვრებელი სახლი საძინებელი ოთახით, სამზარეულოთი, სამეცადინო/სამუშაო ოთახით, საერთო ოთახით და სველი წერტილით, აღჭურვილი ცხოვრებისთვის აუცილებელი, საერთო სარგებლობის საბაზისო ავეჯით, ტექნიკით და საყოფაცხოვრებო ინვენტარით ასევე, სხვა აუცილებელი პირველადი მოხმარების საგნებით. ამასთანავე, საცხოვრებელი სახლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცხელი წყლით, გათბობით, ბუნებრივი აირით, ელექტრო-ენერგიით და ინტერნეტით.
გ) პროფესიული გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობა – პროფესიული უნარების და კომპეტენციების განვითარებაში ხელშეწყობა, სამუშაოს ძიებისა და დასაქმების უნარების განვითარება (რეზიუმისა და სამოტივაციო წერილის შედგენა, გასაუბრებისთვის მომზადება), კარიერის დაგეგმვა.
დ) ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის გაწევა – მოტივაციისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება; ნებელობითი ფუნქციების განვითარება; კომუნიკაციის უნარების განვითარება; ემოციური ინტელექტის განვითარება; მოსარგებლისათვის დამატებითი რესურსების მოძიება.
ე) ცნობიერების ამაღლება – ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, თანხის და დროის მენეჯმენტის სწავლება.
ვ) განათლება – არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობა.
ზ) ჯანმრთელობის დაცვა – პირველადი სამედიცინო საჭიროებების მხარდაჭერა.
2. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებების დაფინანსება, არამატერიალიზებული ფორმის ვაუჩერის მეშვეობით. ვაუჩერის ღირებულება შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს თვეში.
3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებების დაფინანსება ხორციელდება სრულწლოვანების მიღწევიდან არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში (21 წლის შესრულების თვის ჩათვლით).
4. წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებების მიმწოდებელს წარმოადგენს საცხოვრისი, რომელიც აკმაყოფილებს წესის მე-12 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმით დაუდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს.
5. მიმწოდებლის მიერ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შეფასება, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება და მიმწოდებლად ცნობა ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ.
2. რეგიონული საბჭოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შუამდგომლობას თან ახლავს:
ა) მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) მოსარგებლის თანხმობის ბარათი (დანართი), რომლითაც მოსარგებლე აკეთებს არჩევანს მომსახურების მიმწოდებლებს შორის.
3) რეგიონული საბჭოდან მიღებული შუამდგომლობის საფუძველზე ქვეპროგრამის განმახორციელებელი იღებს გადაწყვეტილებას (ქვეპროგრამის განმახორციელებლის ხელმძღვანელის ბრძანება) ქვეპროგრამაში მოსარგებლის ჩართვის თაობაზე, რის შესახებაც აცნობებს მიმწოდებელს და რეგიონულ საბჭოს.
4. ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება არაუმეტეს 6 მოსარგებლე, ყოველთვიურად, წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვაუჩერის თანხის ოდენობით, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ, არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში (21 წლის ასაკის მიღწევამდე ან 21 წლამდე ვაუჩერის დაფინანსების შეწყვეტის სხვა საფუძვლის გამოვლენამდე).
5. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ მოსარგებლეთა დაფინანსება ხორციელდება რეგიონული საბჭოს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობების რიგითობის მიხედვით.
6. მოსარგებლის ქვეპროგრამაში ჩართვა ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებელის მიერ გადაწყვეტილების მიღების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
7. მიმწოდებელსა და მოსარგებლეს შორის ფორმდება ხელშეკრულება, მიმწოდებელის მიერ დადგენილი ფორმით.
8. ქვეპროგრამის განმახორციელებელი რეგიონულ საბჭოს აწვდის განახლებულ ინფორმაციას მიმწოდებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ.
ა) მოსარგებლის 21 წლის ასაკის მიღწევა;
ბ) მოსარგებლის პირადი განცხადება;
გ) მოსარგებლის გარდაცვალება;
2. მოსარგებლეს ვაუჩერის დაფინანსება უწყდება ასევე მიმწოდებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შემდეგი გარემოებების არსებობის შემთხვევაში:
ა) მოსარგებლე სისტემატურად არღვევს ხელშეკრულებით და/ან შინაგანაწესით დადგენილ ვალდებულებებს და/ან საცხოვრისის კონცეფციით გათვალისწინებულ პირობებს და/ან სისტემატურად არღვევს მართლწესრიგს;
ბ) მოსარგებლის ოჯახური და/ან სხვა მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, რომ ის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პერიოდში მუდმივად ცხოვრობდეს საცხოვრისში;
გ) მოსარგებლემ მიაღწია დამოუკიდებლობას და აღარ საჭიროებს ორგანიზაციის მხარდაჭერას (აქვს სტაბილური შემოსავალი, დამოუკიდებლად უძღვება საოჯახო მეურნეობას და ა.შ.);
დ) მოსარგებლე გაუჩინარდა და 2 კვირის განმავლობაში ვერ ხერხდება მისი ადგილსამყოფელის დადგენა, რაც დასტურდება შესაბამისი ორგანოს მიერ.
3. ვაუჩერის დაფინანსება წყდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლის დადგომის მომდევნო თვიდან.
2. მიმწოდებელი მომსახურების გაწევის თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგენს საანგარიშგებო დოკუმენტაციას: მოსარგებლეთა რეესტრს (ფორმას ამტკიცებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი) და ხარჯის გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტს (ღონისძიებების დასახელება, მოსარგებლეთა რაოდენობა, ერთეულის ღირებულება, საერთო ღირებულება).
2. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ შეესაბამება შემოწმების შედეგად მიღებულ ინფორმაციას, ასეთ შემთხვევაში ანაზღაურებას არ ექვემდებარება ის თანხა, რომელიც არ დასტურდება შემოწმების შედეგების მიხედვით.
ა) შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხის შედარება ცალკეულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ჯამურ ოდენობასთან;
ბ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებელს და მისცეს 5 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხელახლა წარმოსადგენად.
3. საანგარიშგებო დოკუმენტებში არსებული ხარვეზების 5 სამუშაო დღეზე მეტი ხნის შემდეგ აღმოფხვრისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელმეორედ წარმოდგენის შემთხვევაში, განიხილება, როგორც დაგვიანებით წარმოდგენილი და ანაზღაურდება მომდევნო თვეში.
ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა;
ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის მონაცემები არ ემთხვევა შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს/მონაცემებს.
3. შემთხვევების კლასიფიცირება მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მიმწოდებელსა და ქვეპროგრამის განმახორციელებელს შორის ფორმდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული მიღება-ჩაბარების აქტი 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება ქვეპროგრამის განმახორციელებელთან.
4. ქვეპროგრამის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.
ა) საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის რეგისტრაცია ქვეპროგრამაში ჩართვამდე არაუგვიანეს 1 წლისა და ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებების განხორციელების, სულ მცირე, 6-თვიანი გამოცდილება;
ბ) სპეციალისტების გუნდის არსებობა შემდეგი შემადგენლობით: 1 ფსიქოლოგი, 1 სოციალური მუშაკი და/ან ახალგაზრდული მუშაკი.
გ) ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების, ერთდროულად მინიმუმ 2 მოსარგებლისათვის მიწოდების შესაძლებლობა.
დ) საცხოვრებელი სახლის ფლობა მინიმუმ 1 საძინებელი ოთახით, 1 სამზარეულოთი, 1 სამეცადინო/სამუშაო ოთახით, 1 საერთო ოთახით და 1 სველი წერტილით. სახლი აღჭურვილი უნდა იყოს ცხოვრებისთვის აუცილებელი, საერთო სარგებლობის საბაზისო ავეჯითა და ტექნიკით.
2. მიმწოდებელი უნდა ახორციელებდეს ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მომსახურებების მიწოდების კოორდინირებას და ყველა საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებას, მათ მოწესრიგებას/აღრიცხვას.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მიმწოდებელს ამ წესის მე-12 მუხლით განსაზღვრული მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
3. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლად რეგიტრაციის, საკუთარი სურვილით გაუქმების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს ქვეპროგრამის განმახორციელებელს აღნიშნულის თაობაზე 1 თვით ადრე. ამასთან, იგი ვალდებულია დაასრულოს ქვეპროგრამით აღებული ვალდებულებები, ქვეპროგრამის ფარგლებში, რეგისტრირებულ მოსარგებლეებთან მიმართებით.