„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №134
2009 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2009 წელი, №11, მუხლი 127) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტში:
ა) „,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტი;“.
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) იურიდიული დეპარტამენტი“.
2. მე-9 მუხლში:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტი – ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და რეგიონული მმართველობითი სისტემების რეფორმირების შესახებ წინადადებების შემუშავება; რეგიონული მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალურ, საკადრო და საინფორმაციო უზრუნველყოფის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების შემუშავება; წინადადებების შემუშავება დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის პროცესის სტრატეგიისა და მისი ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის, მართვის სისტემის ოპტიმიზაციისა და გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ; საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის საქმიანობის მონიტორინგი; მინისტრისათვის წინადადებების წარდგენა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველსაყოფად; წინადადებების მომზადება რეგიონული საინოვაციო პოლიტიკის, რეგიონული საინოვაციო სისტემების განვითარებისა და დანერგვის და საინოვაციო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის საკითხებში; ინოვაციების სფეროში საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანობის შეფასება და მის საფუძველზე რეგიონული კლასტერების განვითარების პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით წინადადებების შემუშავება; ახალი ტექნოლოგიების სტიმულირებისათვის საჭირო აქტივობების წარმართვა; ინოვაციების სფეროში კვლევა-განვითარების ინსტიტუციების შექმნისათვის ხელშეწყობა;”;
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) იურიდიული დეპარტამენტი – სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავების ორგანიზება და გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში შესრულების კოორდინაცია; სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილების მიხედვით, საქართველოს პარლამენტისათვის, საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარდგენის უზრუნველყოფა; სხვა უწყებებიდან შემოსული, ასევე სამინისტროს სისტემაში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ დასკვნების მომზადება; სამინისტროს წარმომადგენლობის განხორციელება ყველა ინსტანციის სასამართლოში; მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; სამინისტროში შემოსული განცხადება-საჩივრების განხილვა-რეაგირებისა და სამინისტროს სახელით დასადებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი უზრუნველყოფა; სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ანგარიშების შესწავლა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების წარდგენა; სათანადო საფუძვლების არსებობისას სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებრივი აქტების გაუქმების შესახებ სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა;“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.07.2009.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 24.07.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №134. სარეგისტრაციო კოდი — 00000000.00(0).000.000000.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.07.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, №134, 24.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 00000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5542/