“საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან მომუშავეთა შრომის პირობებზე სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის განხორციელების მეთოდური რეკომენდაციების დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 07.04.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №84/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.779
გამოქვეყნების წყარო სსმ, 33, 14/04/2003
matsne.gov.ge 1,823 სიტყვა · ~9 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

“საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან მომუშავეთა შრომის პირობებზე სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის განხორციელების მეთოდური რეკომენდაციების დამტკიცების შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:LitMtavrPS;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:21.3pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-21.3pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:LitMtavrPS;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:LitMtavrPS; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.779 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №84/ნ 2003 წლის 7 აპრილი ქ. თბილისი საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან მომუშავეთა შრომის პირობებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელების მეთოდური რეკომენდაციების დამტკიცების შესახებ  ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოსა და საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან მომუშავეთა შრომის ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფის მიზნით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლისა და „საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ქ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „მეთოდური რეკომენდაციები საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან მომუშავეთა შრომის პირობებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ”; 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. გამყრელიძე მეთოდური რეკომენდაციები საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან მომუშავეთა შრომის პირობებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის შესახებ დებულება დებ. 2.2.5. 007 – 03 თავი I გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. 1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” და „საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად. მეთოდური მითითებების მიზანია საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან მომუშავეთა უზრუნველყოფა ჰიგიენურად უსაფრთხო შრომის პირობებით და მომუშავეთა ჯანმრთელობაზე არახელსაყრელი ზემოქმედების პროფილაქტიკა. 2. წინამდებარე დებულება წარმოადგენს ნორმატიულ-მეთოდურ საფუძველს საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან მომუშავეთა შრომის პირობებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელებისათვის. 3. დოკუმენტი განკუთვნილია სახელმწიფო და საუწყებო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის დაწესებულებებისათვის. 4. სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები საწარმოო გარემოსა და შრომითი პროცესის სხვა მავნე ფაქტორებთან მომუშავეთა შრომის პირობებისადმი რეგულირდება შესაბამისი სანიტარიული წესებითა და ნორმებით. 5. დებულების მოთხოვნები არ ვრცელდება „საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პროდუქციაზე. 6. სამუშაო ზონის ჰაერში საშიში ქიმიური ნივთიერებების შემცველობაზე წარმოების ადმინისტრაციის მიერ კონტროლის გეგმის შედგენა წარმოებს წელიწადში ერთხელ, 1-ლი იანვრის მდგომარეობის მიხედვით და შეიძლება შეიცვალოს ახალი წარმოებების ამოქმედების, რეკონსტრუქციის ან საწარმოო პროცესების ინტენსიფიკაციის, პროფესიული მოწამვლების და დაავადებების გამოვლენის შემთხვევაში. 7. სამუშაო ზონის ჰაერში საშიში ქიმიური ნივთიერებების შემცველობის კონტროლი უნდა განხორციელდეს ფაქტობრივი კონცენტრაციების მათ ზდკ-სთან (მაქსიმალური ერთჯერადი, საშუალო ცვლური) შესაბამისობის დასადგენად. თავი II ტერმინები და განმარტებები     მუხლი 2🔗 1. შრომის პირობები – საწარმოო გარემოსა და შრომითი ფაქტორების ერთობლიობა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობაზე. 2. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობა – საქმიანობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, სანიტარიული ნორმების დარღვევათა თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის გზით. 3. ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზდკ) – კონცენტრაცია, რომელმაც ყოველდღიურად (გარდა გამოსასვლელი დღეებისა), სამუშაოზე 8 საათის განმავლობაში და კვირაში არა უმეტეს 40 საათისა, მთელი სამუშაო სტაჟის განმავლობაში ზემოქმედებისას არ უნდა გამოიწვიოს დაავადება, ან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გადახრა, გამოვლენილი კვლევის თანამედროვე მეთოდებით უშუალოდ მუშაობის პროცესში, ან/და ახლანდელი და მომდევნო თაობების სიცოცხლის შორეულ პერიოდში. ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება ზდკ-ის დონეზე არ გამორიცხავს ზემგრძნობელურ პირებში ჯანმრთელობის მდგომარეობის მოშლას. სამუშაო ზონის ჰაერში ქიმური ნივთიერებების ზდკ ჰიგიენური ნორმატივი გამოიყენება საწარმოო შენობების, ტექნოლოგიური პროცესების, მოწყობილობების, ვენტილაციის და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დაპროექტებისას, საწარმოო გარემოს ხარისხის კონტროლისა და მომუშავეთა ჯანმრთელობაზე არახელსაყრელი ზემოქმედების პროფილაქტიკისათვის, ასევე წინმსწრები და გეგმიური სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელებისას. 4. მუდმივი სამუშაო ადგილი – ადგილი, სადაც მომუშავე სამუშაო დროის დიდი ნაწილი იმყოფება (50%-ზე, ან უწყვეტად 2 საათზე მეტი). ამასთან ერთად, თუ სამუშაო სრულდება სამუშაო ზონის სხვადასხვა პუნქტში, მუდმივ სამუშაო ადგილად ითვლება მთელი სამუშაო ზონა. 5. სამუშაო ზონა – სივრცე იატაკიდან ან მოედნის დონიდან 2 მეტრამდე სიმაღლით, რომელზეც მომუშავეთა მუდმივი ან დროებითი (არამუდმივი) ყოფნის ადგილებია. 6. მწვავედ მოქმედი ნივთიერებები – ნივთიერებები მწვავედ მიმართული მოქმედების მექანიზმით, რომლებიც სამუშაო ზონის ჰაერში მათი შემცველობის ავტომატურ კონტროლს საჭიროებს. ასეთ ქიმიურ ნივთიერებების მიეკუთვნება: აზოტის ოქსიდები, ბრომი, გოგირდწყალბადი, ტეტრაეთილტყვია, ფორმალდეჰიდი, ფოსგენი. ფტორწყალბადი, ქლორი. ქლორის დიოქსიდი, ქლორწყალბადი, ციანწყალბადი, დარიშხან-წყალბადი, დიმეთილ-სულფატი, ეთილენ­ქლორჰიდრინი, იოდი, მეთილიზო­ციანატი, ნატრიუმის ნიტრატი, ნახშირბადის მონოოქსიდი, ოზონი და სხვ. თავი III რეკომენდაციები საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან მომუშავეთა შრომის პირობებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელებისადმი     მუხლი 3🔗 1. საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან მომუშავეთა შრომის პირობები უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი ჰიგიენური ნორმატივების, სანიტარიული წესების და ნორმების მოთხოვნებს. 2. სამუშაო ზონის ჰაერში საშიში ქიმიური ნივთიერებების შემცველობაზე საწარმოო კონტროლი ხორციელდება სამრეწველო საწარმოების ლაბორატორიების მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის მიერ კანონით დადგენილი წესით. 3. საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან მომუშავეთა შრომის პირობებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობა მოიცავს: ა) ახალი ქიმიური ნივთიერებების შექმნის, გამოცდის და საცდელი წარმოების ეტაპზე სანიტარიულ ზედამხედველობას. ბ) საშიშ ქიმიურ ნივთიერბებთან მომუშავეთა შრომის პირობებზე სანიტარიულ ზედამხედველობას. 4. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულებების სპეციალისტების მიერ მომუშავეთა შრომის პირობების ჰიგიენური შეფასების მონაცემები უნდა გაფორმდეს ჰიგიენური დასკვნის სახით, რომელშიც აუცილებლად უნდა მიეთითოს: ა) საამქრო, უბანი; პროფესიების ჩამონათვალი, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია საშიში ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებასთან; მომუშავეთა რიცხვი; ბ) სამუშაოების ან ტექნოლოგიური ოპერაციების ჩამონათვალი; საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყოფის წყაროები; გ) საშიში ქიმიური ნივთიერებების კონცენტრაციების დონეები, მათი შესაბამისობა ზდკ-სთან; დ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება; ე) სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება; ვ) საშიში ქიმიური ნივთიერებების არასასურველი გავლენის პროფილაქტიკის ღონისძიებების შესრულება (მიეთითოს კონკრეტულად რა და როდის შესრულდა); ზ) დასკვნა. 5. სანიტარიული ზედამხედველობა ახორციელებს კონტროლს საუწყებო სანიტარიული ლაბორატორიების მიერ სამუშაო ზონის ჰაერში საშიში ქიმიური ნივთიერებების კონცენტრაციების გაზომვისადმი (მეთოდების შესაბამისობა, მონაცემების შეპირისპირება და სხვ.) კანონით დადგენილი წესით. 6. მუშაკთა წინასწარი და პერიოდული პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმებების ჩატარებისადმი სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საშიში ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებით გამოწვეული პროფესიული დაავადებების შემთხვევების აღრიცხვას, რეგისტრაციას და გამოკვლევას. 7. სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი დაწესებულება სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებებიდან მიღებული სასწრაფო შეტყობინების საფუძველზე (პროფესიული დაავადებაზე ეჭვის არსებობისას) ვალდებულია შეადგინოს ჰიგიენური დასკვნა მომუშავის შრომის პირობების შესახებ, დაავადების პროფესიასთან დაკავშირებით, დამსაქმებლის მიერ მოწოდებული მონაცემების გათვალისწინებით. თავი IV ჰიგიენური მოთხოვნები სამუშაო ზონის ჰაერში საშიში ქიმიური ნივთიერებების კონტროლისადმი     მუხლი 4🔗 1. სამუშაო ზონის ჰაერში საშიში ქიმიური ნივთიერებების შემცველობის კონტროლი უნდა განხორციელდეს მომუშავეთა სამუშაო ადგილებში, შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ა) ტექნოლოგიური პროცესის (უწყვეტი, პერიოდული) თავისებურებები, გამოყოფილი მავნე ნივთიერებების რაოდენობა და სხვა; ბ) საკონტროლებელი ნივთიერებების ფიზიკურ-ქიმიური თვისებები (აგრეგატული მდგომარეობა, სიმკვრივე, ორთქლის წნევა, აქროლადობა და სხვ.) და ნივთიერებების გარდაქმნის შესაძლებლობები (დაჟანგვა, დესტრუქცია, ჰიდროლიზი და სხვ.); გ) მავნე ნივთიერების საშიშროების კლასი და ბიოლოგიური მოქმედების ხასიათი; დ) მოწყობილობების განთავსება, სათავსების დაგეგმარება და ჰაერმიმოცვლის სქემები; ე) სამუშაო ადგილების (მუდმივი ან დროებითი) რაოდენობა და სახეები. 2. მოთხოვნები ცალკეულ წარმოებებში ჰაერის სინჯების აღებისადმი, მათი თავისებურებების გათვალისწინებით უნდა აისახოს საუწყებო მეთოდურ დოკუმენტებში. 3. ჰაერში რამდენიმე ქიმიური ნივთიერების ან შედარებით მუდმივი შედგენილობის რთული ნარევის აღმოჩენისას სამუშაო ზონის ჰაერის კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს უფრო მეტად საშიში და დამახასიათებელი კომპონენტების მიხედვით. 4. ახალ ან ადრე ჰიგიენურად შეუსწავლელ წარმოებებში, რომლებშიც ჰაერი შეიძლება დაბინძურდეს მავნე ნივთიერებებით, მათ შემცველობაზე კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს უპირატესად მომუშავეთა მუდმივ და დროებით სამუშაო ადგილებზე. 5. სამუშაო ზონის ჰაერის გამოკვლევების მონაცემების საფუძველზე, ტექნოლოგიური პროცესის, მოწყობილობის, ვენტილაციური დანადგარების შეფასების მონაცემებთან კომპლექსში განისაზღვრება ჰიგიენურად არახელსაყრელი სამუშაო ადგილები, რომლებზეც შემდგომ წარმოებს ჰაერის სინჯების აღება. 6. სამუშაო ზონის ჰაერის საუწყებო კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს შერჩევით ცალკეულ სამუშაო ადგილზე, სტადიებსა და ოპერაციებზე, თუ გამოსაკვლევ უბანზე, რომელიც ხასიათდება ტექნოლოგიური პროცესის სტაბილურობით (მუდმივობით), აღინიშნება იდენტური მოწყობილობის მნიშვნელოვანი რაოდენობა ან ერთნაირი სამუშაო ადგილები, რომლებზეც სრულდება ერთი და იგივე ოპერაციები. ამასთან ერთად, სინჯების აღება უნდა წარმოებდეს სამუშაო ადგილებზე, რომლებიც განლაგებულია სათავსის ცენტრსა და პერიფერიებში ან ღია მოედანზე, რომელზეც განთავსებულია მოწყობილობები. 7. სინჯების აღება წარმოებს ტექნოლოგიური ოპერაციების გათვალისწინებით, რომელთა მიმდინარეობისას შესაძლებელია სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებების უფრო მეტი რაოდენობით გამოყოფა: ა) აპარატებსა და აგრეგატებთან უფრო მეტად აქტიური ქიმიური და თერმული პროცესების (ელექტროქიმიური, პიროლიზური) პერიოდში; ბ) ნივთიერებების ჩატვირთვის, გადმოტვირთვის და პროდუქციის ტარირების უბნებზე; გ) ფხვიერი მასალების ტრანსპორტირების, დაფქვის და შრობის უბნებზე; დ) სითხეების და აირების მოძრაობისას (სატუმბი და საკომპრესორო უბნები) უფრო მეტი ალბათობით მათი გამოყოფის წყაროების ადგილებში; ე) ტექნოლოგიური ანალიზისათვის სინჯების აღების ადგილებში; 8. ჰაერის სინჯების აღების პერიოდულობა თითოეული ნივთიერებებისათვის ცალკეულ წერტილში დგინდება ტექნოლოგიური პროცესის ხასიათის (უწყვეტი, პერიოდული), ნაერთის საშიშროების კლასის და ბიოლოგიური მოქმედების ხასიათის, საწარმოო გარემოს სტაბილურობის, დაბინძურების დონის, სამუშაო ადგილზე მომსახურე პერსონალის ყოფნის ხანგრძლივობის გათვალისწინებით. 9. სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერების შესაძლო გამოყოფისას, რომლებიც მწვავედ მოქმედების მიმართული მექანიზმით ხასიათდება, სინჯების აღება უნდა წარმოებდეს ავტომატურ ხელსაწყოთა სისტემის გამოყენებით.     მუხლი 5🔗 1. სამუშაო ზონის ჰაერის მდგომარეობა სამუშაო ადგილებზე შეფასდება, როგორც ჰიგიენური ნორმატივების (ზდკ-ის) შესაბამისი, თუ საშიში ქიმიური ნივთიერებების შემცველობა არ აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას. 2. საშიში ქიმიური ნივთიერებების შემცველობის ზდკ-ის გადაჭარბებისას სამუშაო ზონის ჰაერის მდგომარეობა უნდა ჩაითვალოს ჰიგიენურ ნორმატივებთან შეუსაბამოდ, რის შესახებ ეცნობება საწარმოს ადმინისტრაციას ზომების მისაღებად. 3. საშიში ქიმიური ნივთიერებების მომუშავეთა ჯანმრთელობაზე გავლენის, ინდივიდუალური ექსპოზიციის შესაფასებლად გამოყენებულ უნდა იქნეს ანალიზის მონაცემები, რომლებიც აღემატება ზდკ-ს 1,1-5; 5,1-10; 10-ჯერ და უფრო მეტად. თავი V ჰიგიენური მოთხოვნები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისადმი     მუხლი 6🔗 1. სუნთქვის ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს (შემდეგ ტექსტში – იდს) მიეკუთვნება სამრეწველო მფილტრავი (რესპირატორები, აირწინაღები) და მაიზოლირებელი სასუნთქი აპარატები, რომლებსაც იყენებენ შრომის პროცესში მავნე აირების და აეროზოლებისაგან დასაცავად. იდს არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც მომუშავეთა დაცვის ძირითადი საშულება. იდს-ის გამოყენება დაშვებულ უნდა იქნეს სამუშაო ზონის ჰაერში საშიში ქიმიური ნივთიერებების შემცველობის ნორმირებულ საზღვრებში შენარჩუნების შეუძლებლობისას. იდს შეიძლება გამოყენებულ იქნეს მუდმივად, პერიოდულად და განსაკუთრებულ (ავარიულ) შემთხვევებში. 2. საშიშ ქიმიურ ნივთიერბებთან მომუშავეები უზუნველყოფილ უნდა იქნენ იდს-ით, სპეციალური ტანსაცმლით, სპეციალური ფეხსაცმლით და სხვა დამცავი საშუალებებით. 3. იდს-ს შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს: ა) საწარმოო მავნე ფაქტორების კომპლექსი, რომლებიც წარმოიქმნება ქიმიურ ნივთიერებებთან სხვადასხვა სამუშაოების შესრულებისას; ბ) იდს-ის დამცავი და საექსპლუატაციო თვისებები, კონსტრუქციული თავისებურებები; გ) საშიში ქიმიური ნივთიერებების შედგენილობა და რაოდენობრივი შემცველობა სუნთქვის ზონაში; დ) შრომის კონკრეტული პირობები, საწარმოო ოპერაციების სპეციფიკა და შრომის სიმძიმე. 4. სამუშო ზონის ჰაერში საშიში ქიმიური ნივთიერებების შემცველობის ზდკ-ის გადაჭარბებისას, მომუშავე პირები სუნთქვის ორგანოების დასაცავად უზრუნველყოფილ უნდა იქნენ რესპირატორებით. რესპირატორების გამოყენების რეჟიმი დადგენილ უნდა იქნეს სამუშაო ზონის ჰაერში საშიში ქიმიური ნივთიერებების კონცენტრაციის და მომუშავეთა ყოფნის ხანგრძლივობის გათვალისწინებით და უნდა შეთახმდეს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურებთან. დადგენილ უნდა იქნეს საწარმოო ოპერაციები, რომელთა შესრულება რესპირატორების გამოყენების გარეშე დაუშვებელია. საშიში ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებისაგან კანის საფარველის დასაცავად მომუშავენი უზრუნველყოფილ უნდა იქნენ დამცავი საშუალებებით. ხელის კანის საფარველის დასაცავად გამოყენებულ უნდა იქნეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (სახელოები, ხელთათმანები, დამცველი საცხები და პასტები). 5. მუშაკებს იდს-ით უზრუნველყოფს საწარმოს (ქიმიური ნივთიერების მწარმოებელი და მომხმარებელი დაწესებულებების) ადმინისტრაცია.