„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №82 |
|
2022 წლის 11 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016263) დამტკიცებული დანართი №9 (ფორმა №10) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №9 (ფორმა №10)
იარაღზე ნომრის ამოტვიფრვის ტექნიკური მონაცემების ნორმები 1. იარაღზე შესრულებული სააღრიცხვო ნომრის გასწვრივ კეთდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დამღა − 2. სააღრიცხვო სრულდება ლაზერული გრავირების დანადგარზე (მოდელი: OV SF-30). 3. ნომრის წარწერისათვის გამოიყენება ლათინური შრიფტი. 4. ციფრების სახე – არაბული. 5. ასოების სიმაღლე − 3 მმ. 6. ციფრების სიმაღლე − 2,6 მმ. 7. ასოებისა და ციფრების დახრა− 0 გრადუსი. 8. უნომრო იარაღზე სააღრიცხვო ნომრის ფორმა: G 0000G – სერია 0000 – მინიჭებული სააღრიცხვო ნომრის რიგითი ნომერი 0000 − სააღრიცხვო ნომრის მინიჭების წელი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|