ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა - ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.08.2022
გამომცემი ორგანო №
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.159.016504
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/08/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.08.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| 1 | 2 |
| მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე | მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | საჯარიმო ქვითრის № |
| № - დან | № - ის ჩათვლით |
| საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური № | რაოდენობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 10.01.2017
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 46<sup>5</sup>, 46<sup>6</sup>, 172<sup>8</sup> და 172<sup>9</sup> მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა - ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2022 წლის 11 აგვისტო
ქ.მარნეული
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა - ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლის, საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის მე-15 პუნქტისა და ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა - ანგარიშგების წესი, დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფომრა, დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის რეესტრის (ჟურნალის) ფორმა, დანართი 3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმა, დანართი 4 - ის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა, დანართი 5-ის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
დატმკიცდეს სააღსრულებო ფურცლის ფორმა, დანართი 6-ის შესაბამისად.
მუხლი 7🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა - ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2017 წლის 10 იანვრის, №5 დადგენილება (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 12/01/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.159.016254).
მუხლი 8🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავემარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე
დანართი 1
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა - ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗
წინამდებარე წესი, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ და სხვა ნორმატიული აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა - ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს.
მუხლი 2🔗.
საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოხელეები
საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის, მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილების, ასევე სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის (შემდგომში - ,,სტრუქტურული ერთეული“) საჯარო მოსამსახურეები (შემდგომში - ,,უფლებამოსილი პირი“), ამ სამსახურების დებულებებით განსაზღვრული კომპეტენციის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და მისი შინაარსი
1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი პირი, სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება და საჯარიმო ქვითარი აწარმოოს საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ და საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებულ ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.
2. საჯარიმო ქვითარი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი რჩება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს.
3. საჯარიმო ქვითარში შეიტანება:
ა) ოქმის შედგენის თარიღი;
ბ) ოქმის შედგენის ადგილი;
გ) ოქმის შემდგენელის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი,
დ) სამართალდამრღვევის მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში: საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, რეგისტრაციის თარიღი, მისამართი);
ე) სამართალდარღვევათა ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ვ) პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრული შესაბამისი მუხლისა და სახდელის მითითებით;
ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება;
თ) მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, მისამართი;
ი) საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი, სადაც გადახდილი უნდა იქნეს ჯარიმით გათვალისწინებული თანხა.
4. საჯარიმო ქვითრის შევსებისას სამართალდამრღვევს განემარტება საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების ადგილი და ვადა, პასუხისმგებლობა ჯარიმით გათვალისწინებული თანხის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში.
5. საჯარიმო ქვითარს ავსებს უფლებამოსილი პირი. საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენელი, სამართალდამრღვევი და მოწმე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6. თუ სამართალდამღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელი პირის მიერ. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე დასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
7. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამარალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის შემდგენელი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით აბარებს საჯარიმო ქვითრის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.
8. საჯარიმო ქვითარი მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა რეგისტრირებული უნდა იქნეს საჯარიმო ქვითრის სარეგისტრაციო ჟურნალში.
მუხლი 4🔗.
საჯარიმი ქვითრების - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა ანგარიშგება
1. საჯარიმო ქვითრების გამოყენება და აღრიცხვა - ანგარიშგება ხორციელდება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
2. საჯარიმო ქვითრის ბლანკი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, იბეჭდება სტამბური წესით და სააღრიცხვო სერიით.
3. საჯარიმო ქვითრის აღრიცხვისა და გაცემისთვის ინიშნება პასუხისმგებელი პირი.
4. საჯარიმო ქვითრის ბლანკები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში ან კარადაში.
5. საჯარო მოსამსახურისათვის საჯარიმო ქვითრის ბლანკის გაცემა ხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში, საჯარიმო ქვითრის აღრიცხვასა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. საჯარიმო ქვითრების გაცემა აღირიცხება საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.
6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას შედგენილი საჯარიმო ქვითარი ფიქსირდება სპეციალურ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში.
7. ამ მუხლის მეხუთე და მეექვსე პუნქტებით განსაზღვრული ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით.
8. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.
9. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის ან/და სხვა საშვალების მეშვეობით. უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში ,,შენიშვნა“ აღრიცხვის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
10. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისთვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.
11. ჟურნალში ჩანაწერი ინომრება კალენდარული წლის ფარგლებში.
მუხლი 5🔗.
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შედცომის გამო;
ბ) საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითარი ჩამოიწერება აქტით.
3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗.
საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნა
1. პირი, ვის მიმართაც შედგენილია საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, უფლებამოსილია გაასაჩივროს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში მერთან, რასთან დაკავშირებულ საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამსახური, ხოლო ამავე კოდექსის სხვა მუხლებით განსაზღვრულ და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჩივრდება სასამართლოში.
2. საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი“ 275-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
მუხლი 7🔗.
ჯარიმის გადახდა
1. სამართალდამრღვევმა დაკისრებული ჯარიმა უნდა გადაიხადოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეს (შაბათს, კვირას) ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30 კალენდარული დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მარნეულის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
მუხლი 8🔗.
ვადების ათვლა
წინამდებარე წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
დანართი - 2
საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფომრა
დანართი - 3
საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი
№
საჯარიმო ქვითრის გაცემის თარიღი
საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური ნომერი
გაცემული საჯარიმო ქვითრის რაოდენობა
საჯარიმო ქვითრის მიმღების სახელი, გვარი
ხელმოწერა
მიღებაზე
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური ნომერი
შენიშვნა
№ - დან
№ - ის ჩათვლით
1
2
3
4
5
6
7
8
9
დანართი - 4
საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალი
№
საჯარიმო ქვითრის №
ქვითრის შედგენის ადგილი და თარიღი
ქვითრის შემდგენელის სახელი, გვარი
სამართალდამრღვევი პირის მონაცემები
სამართალდარღვევის არსი (მიეთითოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი)
გატარებული ღონისძიებები
შენიშნვნა
1
2
3
4
5
6
7
8
დანართი - 5
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ჩამოწერი ფორმა
აქტი № _______
ქ. მარნეული ____ _____________ 20 __ წელი
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის, მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილების ___________________________________________________
___________________________________________________________________________________
ხელმოწერით ვადასტურებ, აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი საჯარიმო ქვითრების - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის სისწორეს:
საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური №
რაოდენობა
თარიღი
ჩამოწერის საფუძველი
შენიშვნა
1
2
3
4
5
საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა - ანგარიშებზე
პასუხისმგებელი პირი
______________________________ ______________________
( სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
დანართი - 6
სააღსრულებო ფურცელი №___
დანართი - 6
სააღსრულებო ფურცელი №___
____________________ ______________________
(ს/ფ გაცემის ადგილი) (ს/ფ გაცემის თარიღი)
_______________________________________________________________________________
(აღსრულების ფურცლის გამცემი)
სააღსრულებო ფურცელი გაიცა:
სუბიექტი:
____________________________________________________________________________________________
(დამრღვევის გვარი, სახელი, პირადი ნომერი ან იურიდიული პირის სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი)
_______________________________________________________________________________
(სამართალდამრღვევის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი)
________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________
(დარღვევის არსი და დარღვევის ადგილი)
______________________________________________________________________________________
(აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციული აქტის სრული დასახელება)
საჯარიმო ქვითარის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი: ______
_________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________
(სანქციის დასახელება, აღსრულების წესი, ვადა და სხვა დეტალები)
კრედიტორი:
რეკვიზიტები:
მოვალე:
რეკვიზიტები:
უფლებამოსილი პირი: