ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული სამხედრო ექიმის ლევან მაჭავარიანის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 09.08.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №396
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016686
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/08/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.08.2022 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, იოსებ ნონეშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გიორგი წულაიას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულება №281 ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ანზორ ერქომაიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ორხევში, სერგეი ესენინის ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ვაჟა ბანეთიშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, იოთამ ზედგინიძის ქუჩასთნ მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი შესახვევისთვის ქორეოგრაფის დავით ჯავრიშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №582 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კობა აბზიანიძის ქუჩისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის სოსო ღვინიაშვილის სახელის მინიჭების შეხახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული სამხედრო ექიმის ლევან მაჭავარიანის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება
№
396
2022 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული სამხედრო ექიმის ლევან მაჭავარიანის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. სამგორის რაიონში, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩას მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული სამხედრო ექიმის ლევან მაჭავარიანის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2.ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე