ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.08.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №852
სარეგისტრაციო კოდი 480480030.22.027.017342
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/08/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 906 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესისა და პროცედურის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 17.12.2025 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 02.12.2023 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 14.03.2019 საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 27.07.2022 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 20.02.2017

დოკუმენტის ტექსტი

ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №852 2022 წლის 23 აგვისტო ქ. თბილისი ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „პ​1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების თანდართული წესი. 2. შეიქმნას ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე); ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე); გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი; ე) საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი; ვ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი მუხლი 1🔗. ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის რეგულირების სფერო 1. ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესით (შემდგომ − წესი) განისაზღვრება ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (შემდგომ − ექსპერტთა ჯგუფი) წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების  პროცედურა და ეტაპები. 2. უფლებამოსილებათა განხორციელებისას ექსპერტთა ჯგუფის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისია (შემდგომ - კომისია) ხელმძღვანელობს მიუკერძოებლობის, სამართლიანობის, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპებით, ასევე, ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კონვენციის 36-ე მუხლითა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის (2013)28 რეზოლუციით. მუხლი 2🔗. კონკურსის მიზანი და ამოცანა 1. კონკურსის მიზანია ექსპერტთა ჯგუფის წევრობისათვის ამ წესის შესაბამისად ერთი კანდიდატის შერჩევა და ევროპის საბჭოსათვის მისი წარდგენა.  2. კონკურსის ჩატარებისას კომისიის ამოცანაა სამართლიანი და გამჭვირვალე შერჩევის პროცედურის შესაბამისად ექსპერტთა ჯგუფის წევრობის კანდიდატის შერჩევა. მუხლი 3🔗. კომისიის საქმიანობა 1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას, იწვევს კომისიის სხდომებს და უძღვება მათ. კომისიის თავმჯდომარის არყოფნისას მის უფლებამოსილებას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 3. კომისიის სხდომები იმართება საჭიროებისამებრ. 4. კომისია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 5. კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე პირთა ხმების უმრავლესობით. 6. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 7. კომისიის სხდომები და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის/სხდომის თავმჯდომარე. 8. კომისიის საქმიანობის ადმინისტრირებასა და ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ასევე, ექსპერტთა ჯგუფის წევრობის კანდიდატის შესარჩევი პროცედურების კოორდინაციას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი (შემდგომ − ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი). მუხლი 4🔗. ექსპერტთა ჯგუფის წევრობის კანდიდატის მიმართ დადგენილი მოთხოვნები ექსპერტთა ჯგუფის წევრობის კანდიდატად შეიძლება შერჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) სრულყოფილად (C2 დონე) ფლობს სახელმწიფო ენას; ბ) აქვს უმაღლესი განათლება; გ) კარგად (B2 დონე) ფლობს ევროპის საბჭოს ერთ-ერთ სამუშაო ოფიციალურ ენას (ინგლისურს ან ფრანგულს); დ) სრულყოფილად ფლობს ევროპის საბჭოს კონვენციას ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ; ე) სრულყოფილად ფლობს საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებსა და საქართველოს კანონმდებლობას; ვ) აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, მათ შორის, მსხვერპლთა დაცვის ან/და ადამიანით ვაჭრობის  (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება; ზ) აქვს მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია და არსებობს მოლოდინი, რომ დაკისრებულ ფუნქციებს შეასრულებს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად. მუხლი 5🔗. კონკურსის გამოცხადება და ეტაპები 1. ექსპერტთა ჯგუფის წევრობის კანდიდატის შერჩევის მიზნით, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ინფორმაციას კონკურსის შესახებ ვებგვერდზე: hr.gov.ge. 2. კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: ა) პირველი ეტაპი − კონკურსში მონაწილეობისთვის წარდგენილი განაცხადის ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; ბ) მეორე ეტაპი − კანდიდატთა შესარჩევი კომისიის მიერ გასაუბრების ჩატარება. მუხლი 6🔗. კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადებისა და დოკუმენტების წარდგენა 1. კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატი განაცხადსა და შესაბამის დოკუმენტებს (შემდგომ – განაცხადი) წარადგენს ელექტრონულად, ვებგვერდ – hr.gov.ge-ის მეშვეობით  ან აგზავნის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hrdep@justice.gov.ge. 2. კანდიდატი ვალდებულია კომისიას მიაწოდოს სრულყოფილი და უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შესახებ. 3. კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატმა უნდა წარადგინოს: ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო განათლების უცხო ქვეყანაში მიღების შემთხვევაში − საჯარო სამართლის იურიდიული პირის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარების შესახებ; ბ) ადამიანის უფლებათა დაცვის, მათ შორის, მსხვერპლთა დაცვის ან/და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) რეზიუმე ქართულ და, ასევე, ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე; დ) სამოტივაციო წერილი; ე) ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი: ე.ა) ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე გამოქვეყნებული სტატია; ე.ბ) ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე.გ) ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე მუშაობის დამდასტურებელი დოკუმენტი; ე.დ) ინგლისური ან ფრანგული ენების ცოდნის (B2 დონე) დამადასტურებელი სერტიფიკატი; ვ) ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაცემული ცნობა ნასამართლობის შესახებ. 4. განაცხადის წარსადგენად განისაზღვრება, სულ მცირე, 10 კალენდარული დღის ვადა, რომელიც აითვლება კონკურსის გამოცხადების დღიდან. 5. არასრულყოფილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ ეცნობება ამის შესახებ და ეძლევა 3 სამუშაო დღის ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. აღნიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში კანდიდატი არ იქნება დაშვებული კონკურსის მეორე ეტაპზე. მუხლი 7🔗. კონკურსის შედეგების შეჯამება 1. კონკურსის პირველ ეტაპზე ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი  ადგენს კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადების შესაბამისობას კონკურსის ფორმალურ მოთხოვნებთან და კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ, ასევე, წარუმატებელ კანდიდატთა განაცხადებს დასამტკიცებლად, ელექტრონულად წარუდგენს კომისიას, რის შესახებაც ფორმდება ოქმი. კომისია პირველადი გადარჩევის შედეგებს ამტკიცებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.   2. კონკურსის მეორე ეტაპზე ტარდება გასაუბრება კანდიდატთან. კანდიდატს, სულ მცირე, 2 დღით ადრე მიეწოდება ინფორმაცია გასაუბრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ. გასაუბრებისას ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან. 3. კომისია ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მეშვეობით კონკურსის პირველი და მეორე ეტაპების შედეგებს კანდიდატს ატყობინებს ელექტრონულად. 4. კომისია კონკურსის შედეგებს აჯამებს სხდომაზე და გადასცემს საქართველოს იუსტიციის მინისტრს ევროპის საბჭოსთვის წარსადგენად.