ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №147 ა კორპუსთან მდებარე უსახელო სკვერისთვის 1992 წელს ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის გოჩა მორჩილაძის სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№402
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.101.016691
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/08/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 

განკარგულება 402

2022 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №147ა კორპუსთან მდებარე უსახელო სკვერისთვის 1992 წელს ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის  გოჩა მორჩილაძის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1.  ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №147 ა კორპუსთან მდებარე უსახელო სკვერს  მიენიჭოს 1992 წელს ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის  გოჩა მორჩილაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

 

 

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                          გიორგი ტყემალაძე