2. ლუ-12გ (ლუ-12ბ) საგზაო უწყისის სვეტში
„გადახდილია გაგზავნისას” აღინიშნება.
„გადაზიდვის ტარიფი . . . თანხით გადახდევინებულია № . . . გუ-57 ფორმის ქვითრით, რკინიგზის . . . . . . სადგურში”.

3. გუ-57 ქვითარს ამაგრებენ საგზაო უწყისის ყუაზე, მის სანაცვლოდ ვაგონებით მოსარგებლე პირს გადასცემენ ლუ-12გ (ლუ-12 ბ) ფორმის საგზაო უწყისის ქვითარს.

4. თუ სამგზავრო მატარებელთან ვაგონის მიბმა ნებადართულია მარშრუტიდან გადახრით, დადგენილ საფასურს ახდევინებენ სრულად მიბმის სადგურში ლუ-12გ (საბარგო ვაგონისათვის ლუ-12 ბ) ფორმის გადაზიდვის დოკუმენტის შედგენისას როგორც ახალი მგზავრობისთვის.

5. სამგზავრო მატარებლით დროებით სარგებლობაში გადაცემული ვაგონის გადაზიდვის საგზაო უწყისს სადგური გადასცემს მექანიკოს-ბრიგადირს, რომელიც გაჰყვება ამ ვაგონ