ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, სოფელ გლდანში, გრიგოლ ორბელიანის I ჩიხისთვის, მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის და ორი ჩიხისთვის მსახიობის ბარბარე გამრეკელის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 09.08.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №414
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016704
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/08/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.08.2022 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, იუნკერთა ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, ერთი ჩიხისთვის და ერთი გასასვლელისთვის ოფიცრის გენო ქარუმიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისის ველის დასახლებაში მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის მსახიობების თამარ ჭავჭავაძის და ცეცილია წუწუნავას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გიორგი აბაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის მხატვარ ირინა შტენბერგის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში ნოდარ და პაატა ხერხეულიძეების ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის სამხედრო ექიმის, გენერლის დავით მგელაძის სახელის მინიჭების შესახებ ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კოჯორში, ვაჟა-ფშაველას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის ეკატერინე ჩოლოყაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, სოფელ გლდანში, გრიგოლ ორბელიანის I ჩიხისთვის, მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის და ორი ჩიხისთვის მსახიობის ბარბარე გამრეკელის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება
№
414
2022 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, სოფელ გლდანში, გრიგოლ ორბელიანის
I
ჩიხისთვის, მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის და ორი ჩიხისთვის მსახიობის ბარბარე გამრეკელის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. გლდანის რაიონში, სოფელ გლდანში, გრიგოლ ორბელიანის I ჩიხს, მასთან არსებულ უსახელო ქუჩას და ორ ჩიხს მიენიჭოს მსახიობის ბარბარე გამრეკელის ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, #64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე