ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, პატარა ტბის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი შესახვევისთვის მოჭიდავის ვანო წამალაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 09.08.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №417
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016707
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/08/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.08.2022 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, სიმონ და თინა ყაუხჩიშვილების ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის ლოტბარის თემურ ქევხიშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი შესახვევისთვის სახელმწიფო მოღვაწის ფარიხან სოფიევას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში ნოდარ და პაატა ხერხეულიძეების ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის სამხედრო ექიმის, გენერლის დავით მგელაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ავჭალის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი შესახვევისთვის გეოლოგის არსენ ოქროჯანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, პატარა ტბის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი შესახვევისთვის მოჭიდავის ვანო წამალაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება
№
417
2022 წლის
9 აგვისტო
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, პატარა ტბის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი შესახვევისთვის მოჭიდავის ვანო წამალაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. გლდანის რაიონში, პატარა ტბის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ორ შესახვევს მიენიჭოს მოჭიდავის ვანო წამალაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე