ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, კრწანისის ქუჩის გაგრძელების შესახებ
მიღების თარიღი 09.08.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №421
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016711
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/08/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.08.2022 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გენო ადამიას ქუჩის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში არჯევან ანანიაშვილის ქუჩის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ნიაბის ქუჩის I შესახვევის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ვიქტორ კუპრაძის ქუჩის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, რომან გვენცაძის ქუჩის გაგრძელების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, კრწანისის ქუჩის გაგრძელების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №
421
2022 წლის
9 აგვისტო
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, კრწანისის ქუჩის გაგრძელების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. კრწანისის რაიონში, გაგრძელდეს კრწანისის ქუჩა, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე