ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ვასილ ყუშიტაშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის უწერას II შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 09.08.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №423
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016713
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/08/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.08.2022 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, თიანეთის გზატკეცილის მონაკვეთისთვის მომღერლის ლევან კბილაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, გიგო ხეჩუაშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის გიგო ხეჩუაშვილის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, წინანაურის ქუჩის მონაკვეთისთვის და წინანაურის II ქუჩისთვის ორთაჭალის I და II გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, დაბა წყნეთში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, საინგილოს ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის საინგილოს I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ვასილ ყუშიტაშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის უწერას II შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №
423
2022 წლის
9 აგვისტო
ქ.თბილისი
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ვასილ ყუშიტაშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის უწერას
II
შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. გლდანის რაიონში, ვასილ ყუშიტაშვილის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს უწერას II შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე