„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №855 |
|
2022 წლის 23 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07/05/2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016531) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ან/და გაკოტრების მმართველის უფლებამოსილებას, აღნიშნულ საქმეებზე სააუქციონო მომსახურებას, აგრეთვე, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევაში სააუქციონო მომსახურებას;“. 2. მე-5 მუხლის: ა) „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარის მოადგილეებს, დეპარტამენტის უფროსებს, აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსს და სააღსრულებო ბიუროების უფროსებს;“; მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეებს/თანამშრომლებს და განსაზღვრავს მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობას და კატეგორიას;“; ბ) „ყ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ც) უშუალოდ კურირებს შიდა კონტროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტს;“; დ) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ხ) აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა კონტროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი დასკვნის შესაბამისად, იხილავს გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების საკითხს; სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, ვალდებულია გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ; დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენებისას უზრუნველყოფს ერთგვაროვან მიდგომას;“. 3. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. განვითარების საბჭო არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მუდმივმოქმედი სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებების მიმღები სათათბირო ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. განვითარების საბჭოს შემადგენლობაში შედიან აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი და ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი. განსახილველი საკითხის მიხედვით, საბჭოს სხდომაზე შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები ან/და სხვა პირები. საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით.“; ბ) მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) 3 თვეში ერთხელ და, საჭიროებისამებრ, სერვისების წარმომადგენლების და განვითარების მიმართულებით არსებული დეპარტამენტების უფროსების ანგარიშების მოსმენა განვითარების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებსა და გეგმებზე;“. 4. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მხარეთა ინტერესების დაცვის საბჭო არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მუდმივმოქმედი სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებების მიმღები სათათბირო ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. მხარეთა ინტერესების დაცვის საბჭოს შემადგენლობაში შედიან აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის, იურიდიული და შიდა კონტროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტების უფროსები. განსახილველი საკითხის მიხედვით საბჭოს სხდომაზე შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები ან/და სხვა პირები. მხარეთა ინტერესების დაცვის საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით.“; ბ) მე-4 პუნქტის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დარღვევების, შესაბამისი ანალიზისა და რეკომენდაციების განხილვა;“; ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულებია: ა) შეფასების დეპარტამენტი; ბ) მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის დეპარტამენტი; გ) იურიდიული დეპარტამენტი; დ) გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დეპარტამენტი; ე) გამარტივებული საქმისწარმოების დეპარტამენტი; ვ) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი; ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტი; თ) ეკონომიკური დეპარტამენტი; ი) შიდა კონტროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტი; კ) ლოჯისტიკის დეპარტამენტი; ლ) საქმისწარმოების დეპარტამენტი; მ) აღსრულების პოლიციის სამმართველო.“. 6. მე-12 და მე-13 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. შეფასების დეპარტამენტი 1. შეფასების დეპარტამენტის მიზანია აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის, მათი საქმიანობიდან გამომდინარე, შეფასებასთან დაკავშირებული საჭიროებების დროული და ხარისხიანი უზრუნველყოფა, აგრეთვე, მესამე პირებისათვის შეფასების მომსახურების გაწევა. 2. დეპარტამენტის ამოცანებია: ა) შეფასების მომსახურების ეფექტიანად განხორციელება; ბ) შეფასებასთან დაკავშირებული ერთიანი მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა; გ) მომსახურების კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა. 3. დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაფასებელი ქონების იდენტიფიკაცია და საჭიროების შემთხვევაში, ინსპექტირება; ბ) ქონების შეფასება, დასკვნის მომზადება; გ) შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, მათ შორის, ქონების შეფასების დასკვნის ფორმების, შემუშავება; დ) ქონების შეფასების თაობაზე დასკვნების რეესტრის წარმოება; ე) შეფასების საქმიანობის შემდგომი განვითარებისა და დახვეწის მიზნით, შეფასების სფეროში საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების გაცნობა, გაანალიზება და დანერგვა; ვ) მესამე პირთა მომართვის საფუძველზე შეფასების მომსახურების გაწევა; ზ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია დეპარტამენტის მიზანთან; თ) თავმჯდომარის ან/და კურატორი მოადგილის დავალებების შესრულება. მუხლი 13. მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის დეპარტამენტი 1. მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის დეპარტამენტის მიზანია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საქმიანობის განხორციელებისას მხარეთა ან/და მესამე პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევების შემთხვევების მინიმუმამდე შემცირება, აგრეთვე „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და მოქნილი სოციალური პოლიტიკის დანერგვა, განვითარება და განხორციელება. 2. დეპარტამენტის ამოცანებია: ა) მხარეთა ინტერესების დაცვის სფეროში გამოვლენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და ანალიზი; ბ) მხარეთა ინტერესების დარღვევების პრევენცია; გ) მოქნილი სოციალური პოლიტიკის დანერგვა, განვითარება და განხორციელება. 3. დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) მხარეთა ინტერესების დარღვევის თაობაზე აღსრულების ეროვნულ ბიუროში შემოსული განცხადებების შესწავლა და რეაგირება დეპარტამენტის წინაშე დასმული ამოცანებისა და მიზნების შესაბამისად; ბ) მხარეთა ინტერესების დარღვევების მიზეზების კვლევა და მათი განზოგადება შემდგომი პრევენციისათვის; გ) მხარეთა ინტერესების დარღვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ინფორმაციის მოძიება; დ) ინფორმაციის მოძიების მიზნით, მხარეებთან კომუნიკაცია; ე) მხარეთა ინტერესების დაცვის ხარისხის დადგენის მიზნით, საქმეების შერჩევით გაცნობა; ვ) შეხედულებისამებრ ან/და გამოვლენილი საჭიროებიდან გამომდინარე, აღმასრულებლებთან ერთად სააღსრულებო მოქმედებების განხორცილებისას ადგილზე გასვლა, მათ შორის, მხარეებთან კომუნიკაციის ღონისძიებებსა და სააღსრულებო მოქმედებებზე დასწრება; ზ) გამოვლენილ შემთხვევებზე, რომლებშიც იკვეთება შიდა კონტროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილების სფეროში შემავალი დარღვევები, ინფორმაციის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტისათვის გადაცემა; თ) მხარეთა ინტერესების დარღვევების ფაქტებსა და მათ მიზეზებზე დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული პერიოდულობით ანგარიშის მომზადება; ი) შემდგომი დარღვევების პრევენციის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება მხარეთა ინტერესების დაცვის საბჭოზე წარსადგენად; კ) მედიაციის გზით სააღსრულებო საქმეში მონაწილე პირების დახმარება დავის ურთიერთშეთანხმებით გადაწყვეტაში და სოციალური ურთიერთობების შენარჩუნებაში; ლ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია დეპარტამენტის მიზანთან; მ) თავმჯდომარის ან/და კურატორი მოადგილის დავალებების შესრულება.“. 7. მე-15−მე-19 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. იურიდიული დეპარტამენტი 1. იურიდიული დეპარტამენტის მიზანია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის შესაძლო ზიანის პრევენცია და მისი კანონიერი ინტერესების დაცვა. 2. დეპარტამენტის ამოცანებია: ა) დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციაზე დროული და ადეკვატური რეაგირება; ბ) სასამართლოში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლობა; გ) აღსრულების ეროვნული ბიუროს წინაშე მდგარ სამართლებრივ პრობლემებზე დროული რეაგირება; დ) სამართლებრივი მექანიზმების მეშვეობით აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნების განხორციელების უზრუნველყოფა. 3. დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) აღსრულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათი სამინისტროსათვის განსახილველად წარდგენა; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებების პროექტების მომზადება; გ) არსებულ საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებსა და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებში შესატანი ცვლილებების შესახებ წინადადებების შემუშავება და მათი წარდგენა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის ან თანამდებობის პირისათვის; დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სამართლებრივი ხასიათის აქტების რევიზია და ვიზირება; ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულებისათვის და ტერიტორიული ორგანოებისათვის მათი მიმართვის საფუძველზე სამართლებრივი ხასიათის რეკომენდაციების მიცემა; ვ) ხელშეკრულებების, მემორანდუმების, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობისათვის აუცილებელი ნებისმიერი დოკუმენტის შექმნა, რომლის შექმნაც არ განეკუთვნება სხვა სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას და მათი პერიოდული რევიზია, კანონმდებლობის ან/და პრაქტიკის შეცვლიდან გამომდინარე მათი შემდგომი დახვეწის მიზნით; ზ) საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი, ცვლილებებზე დროული რეაგირება, ცვლილებების შესახებ მოკლე აღწერის/ანალიზის გაკეთება და ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების დროული ინფორმირება; თ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ინტერესების დაცვის მიზნით სასამართლოში წარმომადგენლობა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს აღსრულების ეროვნული ბიუროს კონკრეტულ თანამშრომელს; მინდობილობის პროექტის, სარჩელის, შესაგებლის, შუამდგომლობის და სხვა საპროცესო დოკუმენტების მომზადება; ი) აღმასრულებლის ქმედების თაობაზე საჩივრების განხილვა და აღნიშნულთან დაკავშირებით აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანების პროექტის მომზადება; კ) საჩივრების, ასევე იმ განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება, რომლის განხილვაც საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას; ლ) კერძო აღმასრულებლების რეგისტრაცია, კერძო აღმასრულებელთა რეესტრის წარმოება, კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა, გაუქმება და კანონით დადგენილი წესით ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; მ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია დეპარტამენტის მიზანთან; ნ) თავმჯდომარის ან/და კურატორი მოადგილის დავალებების შესრულება. 4. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფებია: ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური; ბ) ანალიტიკური და სასამართლო წარმომადგენლობის სამსახური. 5. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“−„დ“; „ვ“, „ზ“, „ი“−„ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. 6. ანალიტიკური და სასამართლო წარმომადგენლობის სამსახური უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“, „თ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 16. გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დეპარტამენტი 1. გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დეპარტამენტის მიზანია გადახდისუუნარობის პროცესში მოვალისა და კრედიტორის ინტერესების თანაბრად დაცვის უზრუნველყოფა. 2. დეპარტამენტის ამოცანებია: ა) მოვალის მხარდაჭერა ფინანსური სიძნელეების გადაჭრაში, კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით; ბ) კრედიტორთა მოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილება, კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით; გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას სააუქციონო მომსახურების განხორციელება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით. 3. დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მეურვეობის ფუნქციის განხორციელება; ბ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მეურვეობის ფუნქციის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით მესამე პირებთან გარიგებების დადება და მესამე პირების მომსახურებით სარგებლობა; გ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით მოვალესთან და კრედიტორთან კომუნიკაციის წარმოება; დ) კანონით დადგენილ ფარგლებში სამეურვეო ქონების მოძიებისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელება; ე) სამეურვეო ქონების აუქციონზე რეალიზაციის უზრუნველყოფა ან/და ქონების ნატურით გადაცემა; ვ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გაკოტრების მმართველის ფუნქციის შესრულება; ზ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააუქციონო მომსახურების განხორციელება; თ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია დეპარტამენტის მიზანთან; ი) თავმჯდომარის ან/და კურატორი მოადგილის დავალებების შესრულება. მუხლი 17. გამარტივებული საქმისწარმოების დეპარტამენტი 1. გამარტივებული საქმისწარმოების დეპარტამენტის მიზანია ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებულ საქმეებზე გამარტივებული წარმოების უზრუნველყოფა, სესხის ხელშეკრულების რეგისტრაციის უაზუნველყოფა და გადახდის ვალდებულების შესრულების კონტროლი; 2. დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებული დავების მოწესრიგება; ბ) ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებული დავების მოწესრიგების მეთოდების განვითარება; გ) სესხის ხელშეკრულების რეგისტრაცია და გადახდის ვალდებულების შესრულების კონტროლი; 3. დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ფულადი დავალიანების გადახდევინების მოთხოვნებთან დაკავშირებით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული წარმოების განხორციელება; ბ) გამარტივებული წარმოებიდან გამომდინარე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებისა და გადახდის ბრძანებების პროექტების მომზადება; გ) აპლიკანტის განცხადების და თანდართული დოკუმენტების შესწავლა, ხარვეზის დადგენა, განცხადების აპლიკანტისათვის დაბრუნება, რესპონდენტისათვის შეტყობინების ჩაბარება, მორიგების პირობების დამტკიცება, მორიგების შესრულების მონიტორინგი, ანგარიშსწორების განხორციელება; დ) რესპონდენტის დარეგისტრირებულ ქონებაზე ყადაღის დადება და გამარტივებული წარმოებისას ყადაღის გაუქმება კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით; ე) გამარტივებული წარმოების მხარეთათვის უფლებათა განმარტება და მორიგების ხელშეწყობა; ვ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსასრულებლად მიქცევა; ზ) დავების მოგვარების მეთოდების განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების შემუშავება და გატარება; თ) საქმიანობის სისწრაფისა და ეფექტიანობისთვის საჭირო ღონისძიებების შემუშავება და გატარება; ი) მხარეთა შეთანხმების საფუძველზე სესხის (მათ შორის, საბანკო კრედიტის) ხელშეკრულების რეგისტრაცია; კ) რეგისტრირებული ხელშეკრულების შესრულების კონტროლი და მასში ცვლილებების შეტანა; ლ) რეგისტრირებული ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება; მ) რეგისტრირებული ხელშეკრულებების მხარეთა შორის მედიაცია და მორიგების ხელშეწყობა; ნ) აღსრულების შესახებ ბრძანების აღსასრულებლად მიქცევა; ო) აღსრულების შესახებ ბრძანების და რეგისტრირებული სესხის ხელშეკრულების კონტროლის განხორციელების საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებების პროექტების მომზადება; პ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია დეპარტამენტის მიზანთან; ჟ) თავმჯდომარის ან/და კურატორი მოადგილის დავალებების შესრულება. მუხლი 18. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი 1. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მიზანია აღსრულების ეროვნული ბიუროს მაღალკვალიფიციური და მოტივირებული თანამშრომლებით უზრუნველყოფა. 2. დეპარტამენტის ამოცანებია: ა) თანამდებობის მოთხოვნებთან შესატყვისი უნარ-ჩვევების, ცოდნის და გამოცდილების მქონე ადამიანთა შერჩევის, თანამშრომელთა შეფასებისა და მოტივაციის სისტემების შექმნა/განვითარება; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა მუდმივი განვითარება და შენარჩუნება. 3. დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესატყვისი უნარ-ჩვევების, ცოდნის და გამოცდილების მქონე ადამიანთა მოზიდვის, შერჩევისა და სამუშაოზე მიღების ორგანიზება; ბ) დადგენილი წესის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ, ასევე დეპარტამენტის ფუნქციებთან დაკვშირებული სხვა ბრძანებების/დოკუმენტების პროექტების მომზადება; გ) თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება; დ) სამუშაო აღწერილობების მომზადება/განახლება; ე) თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, მათ შორის, თანამშრომელთა ტრენინგების საჭიროების კვლევა, ხელმძღვანელობასთან შეთანხმება და მათი ჩატარების ორგანიზება; ვ) თანამშრომელთა შეფასების სისტემის შემუშავება/განახლება და შეფასების პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ზ) თანამშრომლების მოტივაციის სისტემების შემუშავება/განახლება და თანამშრომლების მოტივაციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ხელშეწყობა; თ) თანამშრომელთა გუნდური მუშაობის და მათ შორის არაფორმალური ურთიერთობების განვითარებისთვის ღონისძიებების ორგანიზება; ი) თანამშრომლების საქმიანობასთან მათი შრომის ანაზღაურების სისტემის შესაბამისობის ანალიზი; კ) თანამშრომელთა მიერ შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებით დასმული საკითხების განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ლ) თანამშრომელთათვის აღსრულების ეროვნული ბიუროს შინაგანაწესის და დებულების გაცნობა; მ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მმართველი საბჭოს ან/და განვითარების საბჭოს მიერ დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშის მომზადება და წარდგენა; ნ) „გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 30 მარტის №696 ბრძანების შესაბამისად, ავტორიზაციის მაძიებელი პირის განცხადების განხილვა და ავტორიზაციის მინიჭების, ავტორიზაციაზე უარის თქმისა და ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება; ო) ავტორიზაციის მაძიებელი პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორის შემოწმება; საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზაციის მაძიებელი პირისათვის დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის მოთხოვნა; პ) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროცესის ზედამხედველობა; ჟ) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოება; რ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია დეპარტამენტის მიზანთან; ს) თავმჯდომარის ან/და კურატორი მოადგილის დავალებების შესრულება. მუხლი 19. საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტი 1. საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის მიზანია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, საზოგადოებისა და დაინტერესებული პირების აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ სრულყოფილი ინფორმირება, აღსრულების ეროვნული ბიუროს დადებითი საზოგადოებრივი შეფასების უზრუნველყოფა, მისი სერვისების პოპულარიზაცია და ამ სერვისების გაყიდვების მაქსიმიზაცია, მომხმარებელზე მიმართული, პროცედურულად გამართული, მოთხოვნადი სერვისების უზრუნველყოფა. 2. დეპარტამენტის ამოცანებია: ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობადობის ამაღლებისთვის საჭირო მახასიათებლების ჩამოყალიბება/განვითარება და მის შესახებ საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაცია; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება და ეფექტიანი მართვა; გ) აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან დაკავშირებული საკითხების დროული გაშუქება; დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების პოპულარიზაცია და გაყიდვის სტიმულირება; ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ხარისხისა და საზოგადოებრივი შეფასების შესახებ კვლევების წარმოება; ვ) სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის განვითარება; ზ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული სერვისების უწყვეტი განვითარება და მომხმარებლის კმაყოფილების უზრუნველყოფა; თ) პროგრამული უზრუნველყოფის გამართულობისა და უწყვეტი განვითარების უზრუნველყოფა; ი) პარტნიორ ორგანიზაციებთან გამართული და ეფექტიანი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა; კ) ახლად დანერგილი სერვისების მაღალი ხარისხით მართვა და განვითარება; ლ) მოთხოვნილი სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხიანი დამუშავება. 3. დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს/აღმასრულებელის/სააღსრულებო და არასააღსრულებო სერვისების ცნობადობის ამაღლებისთვის საჭირო მახასიათებლების ჩამოყალიბება/განახლება; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს/აღმასრულებლის/სააღსრულებო და არასააღსრულებო სერვისების ცნობადობის ამაღლებისთვის საჭირო საკომუნიკაციო პროექტების/იდეების მომზადება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; გ) აღსრულების ეროვნული ბიუროს დადებითი საზოგადოებრივი შეფასების უზრუნველყოფის მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა და მათი გატარება; დ) აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მისი საქმიანობის შესახებ საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება; ე) მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებთან კოორდინირებული მუშაობა; სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ურთიერთობა; ვ) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციების მოძიება, მათთან ურთიერთობის დამყარება და თანამშრომლობის განვითარება; ზ) არსებულ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შენარჩუნება/გაღრმავება, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მიმდინარე ვალდებულებების შესრულების ორგანიზება; თ) სერვისების გაყიდვის სტიმულირებისთვის გაყიდვების მოქმედებების/ღონისძიებების დაგეგმვა სერვისების, მომხმარებლების სეგმენტებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, გაყიდვების სტიმულირებისთვის საჭირო ღონისძიებების ორგანიზება, განხორციელებული გაყიდვების ანალიზი და ანგარიშის მომზადება მათი ეფექტიანობის შესახებ გაყიდვების შემდგომი სტიმულირებისათვის; ი) მომხმარებლების, პარტნიორების, თანამშრომლების კმაყოფილების და აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული კვლევების ორგანიზება ან/და განხორციელება; კ) სოციალური ხასიათის და სხვა სახის ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება, მათ შორის, სოციალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; ლ) სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის ორგანიზება და განვითარების საბჭოზე წარსადგენად შესაბამისი დოკუმენტის მომზადება; მ) განვითარების საბჭოზე წარსადგენად წლიური ანგარიშის მომზადება; ნ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობების ძიება; ო) აღსრულების ეროვნული ბიუროს არასააღსრულებო სერვისების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობის ძიება; პ) მომხმარებელთა მოთხოვნის შესწავლა; ჟ) სერვისების განვითარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით იდეების პროექტებად ჩამოყალიბება, პროექტების ტესტირება და შემდგომი დანერგვა; რ) სერვისების ფასწარმოქმნის პოლიტიკის განსაზღვრისათვის წინადადებების მომზადება; ს) სერვისების სფეროში დამტკიცებული იდეების/პროექტების განხორციელების უზრუნველყოფა; ტ) აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში სერვისების სფეროში საქმიანობის ერთიანი პრაქტიკის დადგენის მიზნით რეკომენდაციის შემუშავება; უ) პროგრამულ უზრუნველყოფაში ქსელისა და კომპიუტერული მოწყობილობებისა ხარვეზებისა და განვითარების შესაძლებლობების ძიება; ფ) პროგრამული უზრუნველყოფის, ქსელისა და კომპიუტერული მოწყობილობების განვითარებისთვის სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება; ქ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მომწოდებლებთან ურთიერთობების მართვა: ღ) ახლად დანერგილი სერვისების მართვასა და განვითარებაზე მონიტორინგი: ყ) პარტნიორ ორგანიზაციებთან (როგორც საჯარო დაწესებულებებთან, ისე კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან) ურთიერთობების წარმართვა და მათი განვითარება; შ) სერვისების განვითარების მიზნით პარტნიორ ორგანიზაციებთან სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება; ჩ) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ზოგადი და მოთხოვნილი თემატიკის მიხედვით სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მათზე დაყრდნობით სხვადასხვა საჭირო ანალიზის მომზადება; ც) სერვისებთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების წარმოება; ძ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია დეპარტამენტის მიზანთან; წ) თავმჯდომარის ან/და კურატორი მოადგილის დავალებების შესრულება. 4. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფია მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. 5. მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“−„ე“, „ი“−„კ“, აგრეთვე „ძ“ და „წ“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“. 8. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. ეკონომიკური დეპარტამენტი 1. ეკონომიკური დეპარტამენტის მიზანია აღსრულების ეროვნული ბიუროს ფინანსური მხარდაჭერა და შესყიდვების განხორციელება. 2. დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ბუღალტრული აღრიცხვის თანამედროვე სტანდარტებით, სრული სიზუსტით და დროულად წარმოება; ბ) ანგარიშსწორების და ანგარიშგების სრული სიზუსტით და დროულად უზრუნველყოფა; გ) ბიუჯეტის დაგეგმვის კოორდინირებული სისტემის ფორმირება; დ) ფინანსური ანალიზის წარმოება; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება. 3. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) კანონმდებლობის შესაბამისად საბუღალტრო აღრიცხვა; ბ) კანონმდებლობით დადგენილი ფორმით ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგების მომზადება; გ) ანგარიშგების ფორმების განვითარების მიზნით ინტერესებისა და საჭიროებების კვლევა, ფორმების მომზადება და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის წარდგენა; დ) კომერციულ ბანკებთან და საგადასახადო ორგანოებთან მიმდინარე ურთიერთობების კოორდინაცია და მართვა; ე) ნაღდი და უნაღდო ფულადი ოპერაციების წარმოება; ვ) ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების კონტროლისა და უსაფრთხოების სისტემის განვითარება; ზ) თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან დროული და ზუსტი ანგარიშსწორება; თ) ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვა; ი) ფინანსური აღრიცხვიანობის განვითარების მიზნით, წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის გაცნობა; კ) წლიური ბიუჯეტის და მასში ცვლილებების პროექტის მომზადების მიზნით საჭირო გათვლების და პროგნოზების წარმოება; ლ) ბიუჯეტის საბოლოო დოკუმენტის მომზადება და წარდგენა მმართველ საბჭოზე განსახილველად; მ) ბიუჯეტიდან არსებული და მოსალოდნელი ხარჯვითი ნაწილის გადახრების კონტროლის მიზნით და მიზეზების დეტალური შესწავლისთვის, საჭირო ერთჯერადი და რეგულარული სამუშაოების ორგანიზება; ნ) პროექტების დაწყებამდე პროექტების ფინანსური ანალიზი და ხელმძღვანელობისათვის შედეგების წარდგენა; ო) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ხარჯეფექტიანობის ანალიზი და წინადადებების მომზადება ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად; პ) შესყიდვების პროცესების ორგანიზება კანონმდებლობის, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, შესყიდვების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ჟ) სატენდერო დოკუმენტაციის და ხელშეკრულებების პირობების მომზადება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად; რ) მომწოდებლებთან ხელშეკრულებების გაფორმება და ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი; ს) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის და მასში შესატანი ცვლილებების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ტ) სატენდერო დოკუმენტაციისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და უფლებამოსილი პირებისათვის წარდგენა; უ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედებისას საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება; ფ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია დეპარტამენტის მიზანთან; ქ) თავმჯდომარის ან/და კურატორი მოადგილის დავალებების შესრულება. 4. დეპარტამენტის შემადგენლობაში შედიან: ა) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამსახური; ბ) ანგარიშსწორების სამსახური; გ) შესყიდვების სამსახური; დ) ბიუჯეტირებისა და ფინანსური ანალიზის მენეჯერი. 5. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამსახური უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“−„ი“, „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. 6. ანგარიშსწორების სამსახური უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“−„ზ“, „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. 7. შესყიდვების სამსახური უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „პ“−„უ“, „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. 8. ბიუჯეტირებისა და ფინანსური ანალიზის მენეჯერი უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „კ“−„ო“, „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“. 9. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 და 212 მუხლები: „მუხლი 211. ლოჯისტიკის დეპარტამენტი 1. ლოჯისტიკის დეპარტამენტის მიზანია აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისათვის მუშაობის შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და პირობების შექმნა. 2. დეპარტამენტის ამოცანებია: ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს შენობა-ნაგებობების გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ტრანსპორტირების საკითხის უზრუნველყოფა; გ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეურნეო-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა. 3. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) გათბობისა და კონდიცირების სისტემების გამართულ მდგომარეობაში ყოფნისთვის ელექტროენერგიის და წყლის უწყვეტად მიწოდებისათვის სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების მომარაგება საკანცელარიო ნივთებით, საორგანიზაციო ტექნიკითა და მოწყობილობებით და მუშაობისთვის აუცილებელი სხვა ინვენტარით; გ) აღსრულების ეროვნული ბიუროს შენობა-ნაგებობების ინვენტარის გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნისთვის სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება; დ) სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება; ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს სახანძრო და სხვა ტიპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ვ) აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი თანამშრომლების ტრანსპორტირებითა და საჭირო ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფა; ზ) აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა მათი გამართულ მდგომარეობაში ყოფნისთვის სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება; თ) სააღსრულებო წარმოების პროცესში დაყადაღებული ნივთების აღრიცხვა და დაცვის უზრუნველყოფა; ი) ავტოპარკის და დაყადაღებული მანქანების ავტოსადგომის მართვა; კ) სასაწყობე მეურნეობის მართვა; აუცილებელ მინიმალურ ნაშთებზე ბიუროს თავმჯდომარისთვის ინიციატივების წარდგენა და ნაშთების კონტროლი; ლ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე რიცხული ქონების დაცვის უზრუნველყოფა; მ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის ორგანიზება; ნ) აღსრულების ეროვნულ ბიუროში დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისთვის წარდგენა; ო) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია დეპარტამენტის მიზანთან; პ) თავმჯდომარის ან/და კურატორი მოადგილის დავალებების შესრულება. მუხლი 212. საქმისწარმოების დეპარტამენტი 1. საქმისწარმოების დეპარტამენტის მიზანია აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და მომხმარებლების მაღალი ხარისხის საკორესპონდენციო მომსახურება და პირველადი საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფა. 2. დეპარტამენტის ამოცანებია: ა) დოკუმენტბრუნვის პროცესის მაღალი ხარისხით მართვა; ბ) საჯარო ინფორმაციის დროულად და სრულად მიწოდება, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება; გ) საკორესპონდენციო მომსახურების განვითარება; დ) საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების განვითარება. 3. დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) კორესპონდენციის მიღება, დარეგისტრირება, დახარისხება და ადრესატისთვის მიწოდება; ბ) მისი კომპეტენციის სფეროში შემავალი განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება, ხოლო სხვა შემთხვევაში − შემოსული კორესპონდენციის ადრესატთან გადამისამართება; გ) კანცელარიის პროგრამაში არსებული ბლანკების სრულყოფა; დ) დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამაში ხელმოწერის დამუშავება; ე) მოთხოვნის შემთხვევაში, დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამაზე კონსულტაციების გაწევა; ვ) მოვალეთა რეესტრიდან ამონაწერის და შესაბამისი ცნობის გაცემა; ზ) ადრესატისთვის დოკუმენტების უშუალოდ მიწოდების ორგანიზება; თ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოებისა და კერძო აღმასრულებელების მიერ დასრულებული სააღსრულებო წარმოებების აღრიცხვა, დამუშავება და სათანადო წესით შენახვა (არქივირება); ი) არქივში დაცული მასალების გაცნობისა და ასლების გაცემის უზრუნველყოფა; კ) საიდუმლო საქმისწარმოების პროცესის წარმართვა და ორგანიზება; ლ) საჯარო ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად სამუშაოების ორგანიზება და შესაბამისი ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება (მათ შორის იმ საჯარო ინფორმაციისა, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ექვემდებარება გამოქვეყნებას); მ) აღსრულების ეროვნული ბიუროს დოკუმენტბრუნვის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სათანადო წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება; ნ) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობით დაინტერესებული პირებისათვის პირველადი კონსულტაციების გაწევა აღსრულებისა და არასააღსრულებო სერვისების ძირითადი პროცედურების, პირობებისა და მათთან დაკავშირებული სხვა საკითხების თაობაზე; ო) აღსრულების ეროვნული ბიუროს საკონსულტაციო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სათანადო წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება; პ) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობით დაინტერესებული პირების აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებთან შეხვედრის ორგანიზება; ჟ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია დეპარტამენტის მიზანთან; რ) თავმჯდომარის ან/და კურატორი მოადგილის დავალებების შესრულება. 4. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფია მომხმარებელებთან ურთიერთობის სამსახური. 5. მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახური უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“−„რ“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“. 10. 22-ე−24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 22. შიდა კონტროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტი 1. შიდა კონტროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიზანია თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობისა და შრომითი დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა. 2. დეპარტამენტის ამოცანებია: ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების დისციპლინისა და საქმიანობის კანონშესაბამისობის შემოწმება და შესაბამისი დარღვევების გამოვლენა; ბ) აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირება; გ) ინსპექტირებისა და კონტროლის მეთოდების განვითარება. დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეებში გამოვლენილი ვადების დარღვევის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება; ე) კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევის შესახებ გამოვლენილი ფაქტების ანალიზი; ვ) ვადების დარღვევების შემთხვევების პრევენცია. 3. დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების საქმიანობის კანონშესაბამისობის შემოწმება; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების მხრიდან კანონმდებლობისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებებისა და ნებისმიერი შიდა აქტის მოთხოვნათა დაცვის შემოწმება; გ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა დისციპლინის შემოწმება; დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა მიერ საქმიანობის განხორციელებისას კანონის ან/და შესაბამისი ბრძანებების/ინსტრუქციების დარღვევის შესახებ დეპარტამენტში შემოსული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ე) მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის შესაძლო ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, ხოლო მოხელეთა მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის მომზადება და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის წარდგენა; ვ) სამართალდამცავ ორგანოებთან, მათ შორის, სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობა; ზ) გამოვლენილ დარღვევებზე პერიოდულად სტატისტიკის წარმოება და, მოთხოვნის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის მიწოდება; თ) სააღსრულებო საქმეებში წარმოების ვადების დაცვის მონიტორინგი; ი) საქმეების გართულებულ საქმეთა კატეგორიაში გადასვლის წინაპირობების კვლევა და გამოკვეთილი მიზეზების აღმოფხვრის შესაძლებლობის დადგენა; კ) აღსრულების დამაბრკოლებელი ზოგადი და ცალკეული ფაქტობრივი გარემოებების ან ფორმალური მიზეზების კვლევა და ანალიზი, მათი შემდგომი აღმოფხვრის შესაძლებლობების დადგენის მიზნით; ლ) დარღვევის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებისა და პრევენციის მიზნით, ვადების დარღვევის ანალიზისათვის საჭირო სისტემის გამართვა, ანალიზის მეთოდებისა და მიდგომების ჩამოყალიბება/განახლება; მ) დარღვევის გამომწვევი მიზეზის დასადგენად ინფორმაციის მოძიება; ნ) ვადების დაცვის ხარისხის დადგენის მიზნით საქმეების შერჩევით გაცნობა; ო) ვადების დარღვევის გამოვლენილ მიზეზებსა და შემთხვევებზე პერიოდული ანგარიშის მომზადება, ასევე დარღვევების პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება შესაბამის საბჭოზე წარსადგენად; პ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია დეპარტამენტის მიზანთან; ჟ) თავმჯდომარის დავალებების შესრულება. 4. დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია; ბ) გამოკითხოს აღსრულების ეროვნული ბიუროს ცალკეული თანამშრომლები; მოითხოვოს მათგან ახსნა-განმარტებები; გ) შეხვდეს და ურთიერთობა იქონიოს აღსრულების პროცესთან დაკავშირებულ მხარეებთან და მესამე პირებთან; დ) გამოიყენოს კანონით ნებადართული სხვა საშუალებები, რაც ხელს შეუწყობს დეპარტამენტის ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებას. 5. შიდა კონტროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტი უშუალოდ ექვემდებარება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს. 6. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფებია: ა) შიდა კონტროლის სამსახური; ბ) მონიტორინგის სამსახური. 7. შიდა კონტროლის სამსახური უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ (მისი საქმიანობის ფარგლებში), „გ“−„ზ“ და „პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. 8. მონიტორინგის სამსახური უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ (მისი საქმიანობის ფარგლებში) და „თ“–„პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 23. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელობა აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურულ ერთეულს (გარდა აღსრულების პოლიციის სამმართველოსი) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, აღსრულების პოლიციის სამმართველოს − სამმართველოს უფროსი, ხოლო აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს − ბიუროს უფროსი. მუხლი 24. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულებისა და მათში შემავალი სამსახურების ხელმძღვანელთა ფუნქციები და უფლებამოსილებანი 1. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის; აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებასა და დისციპლინის დაცვაზე; დ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; პასუხისმგებელია მათი შესრულების ხარისხსა და სისწორეზე; ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს, ხოლო, მოთხოვნის შემთხვევაში, ბიუროში მოქმედ საბჭოებს, წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ და პასუხისმგებელია დეპარტამენტის ეფექტიან საქმიანობაზე, აგრეთვე, უფლებამოსილებათა ჯეროვან შესრულებასა და დისციპლინის დაცვაზე; ვ) პასუხისმგებელია აღსრულების ეროვნული ბიუროს მატერიალური რესურსების სწორ და ეფექტიან ხარჯვაზე ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ანგარიშვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისა ან/და კურატორი მოადგილის წინაშე; ასრულებს მათ დავალებებს. 2. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის; აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) ახორციელებს კონტროლს სამსახურის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებასა და დისციპლინის დაცვაზე; დ) ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;პასუხისმგებელია მათი შესრულების ხარისხსა და სისწორეზე; ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ და პასუხისმგებელია სამსახურის ეფექტიან საქმიანობაზე, უფლებამოსილებათა ჯეროვან შესრულებასა და დისციპლინის დაცვაზე; ვ) პასუხისმგებელია აღსრულების ეროვნული ბიუროს მატერიალური რესურსების სწორ და ეფექტიან ხარჯვაზე; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ანგარიშვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე; ასრულებს მათ დავალებებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
|