⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.07.2025)
გაუქმებულია:

საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.08.2022
ძალის დაკარგვა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №024
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016096
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/08/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,278 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.08.2022 მიღება
01.07.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №024 2022 წლის 17 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტების,  მე-18 მუხლისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის  შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №022 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს გენერალურ პროკურატურას. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს გენერალური პროკურორისა (შემდგომში – გენერალური პროკურორი) და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები 1. დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ფინანსთა სამინისტროში (გარდა რეგიონული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისა), იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება; ბ) ფინანსთა სამინისტროსა (გარდა რეგიონული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისა, რომელზეც საპროკურორო ზედამხედველობას ტერიტორიული პრინციპის დაცვით, უზრუნველყოფენ საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოები) და იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; გ) ფინანსთა სამინისტროსა (გარდა რეგიონული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისა) და იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა. 2. დეპარტამენტი, პროკურატურის სისტემაში ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, ახორციელებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზს, სასამართლო პრაქტიკის განზოგადებასა და შესაბამისი წინადადებების შემუშავებას. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო; ბ) იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველო. 2. ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს ამოცანებია: ა) ფინანსთა სამინისტროში (გარდა რეგიონული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისა) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება; ბ) ფინანსთა სამინისტროში (გარდა რეგიონული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისა, რომელზეც საპროკურორო ზედამხედველობას ტერიტორიული პრინციპის დაცვით, უზრუნველყოფენ საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოები) გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; გ) ფინანსთა სამინისტროს (გარდა რეგიონული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისა) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა. 3. იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს ამოცანებია: ა) იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება; ბ) იუსტიციის სამინისტროში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; გ) იუსტიციის სამინისტროში გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის უფროსი 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომელთა შორის; გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისა და დისციპლინის დაცვის კონტროლს; დ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) გენერალური პროკურორისა და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე აყენებს საკითხებს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ვ) ექვს თვეში ერთხელ გენერალურ პროკურორს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების შესახებ; ზ) ყოველი წლის ბოლოს გენერალურ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით; თ) კომპეტენციის ფარგლებში აუქმებს ფინანსთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს, გამოითხოვს ქვემდგომი პროკურორების უსაფუძვლო საჩივრებს; ი) იღებს გადაწყვეტილებას პროკურორის ანდა გამომძიებლის სისხლის სამართლის საქმიდან ჩამოცილების შესახებ; კ) წყვეტს საკითხს სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში პროკურორის მონაწილეობის შესახებ; ლ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე; მ) უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას; ნ) ამოწმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, შეაქვს საჩივრები სასამართლოს გადაწყვეტილებებზე; ო) აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების შესრულებას; პ) ისმენს ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო დანაყოფების ხელმძღვანელებისა და სხვა თანამშრომელთა ინფორმაციებს როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ასევე ზოგად თემატურ საკითხებზე; ჟ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; რ) ასრულებს გენერალური პროკურორის და მისი მოადგილეების ცალკეულ დავალებებს; ს) ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებას; ბ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისა და დისციპლინის დაცვის კონტროლს; გ) დეპარტამენტის უფროსის წინაშე აყენებს წინადადებას დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; დ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებას ცალკეული პროკურორების და გამომძიებლების კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ; ე) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე; ვ) უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას; ზ) ზემდგომი პროკურორის დავალებით, მონაწილეობს სხვადასხვა სასამართლო ინსტანციაში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში, მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში; თ) ამოწმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს ზომებს გამოვლენილ დარღვევათა აღმოსაფხვრელად; ი) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეაქვს საჩივრები სასამართლოების მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე; კ) დეპარტამენტში ხელმძღვანელობს ანალიტიკურ საქმიანობას; ლ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, გენერალური პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; მ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; ნ) ასრულებს გენერალური პროკურორის, მისი მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში; ო) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 6🔗. სამმართველოს უფროსი 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომელთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; გ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების, გენერალური პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; ე) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, საჭიროების შემთხვევაში აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; ვ) ასრულებს ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს; ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 7🔗. დეპარტამენტის თანამშრომლები 1. დეპარტამენტში შრომით საქმიანობას ეწევიან: ა) უფროსი პროკურორები; ბ) პროკურორები; გ) სტაჟიორი; დ) სპეციალისტი. 2. დეპარტამენტის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 3. დეპარტამენტის უფროსი პროკურორები და პროკურორები: ა) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობასა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობას; ბ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით მონაწილეობენ სხვადასხვა სასამართლო ინსტანციაში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში, მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში; გ) წარადგენენ საჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილებებზე; დ) შესასწავლად და შესამოწმებლად გამოითხოვენ სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს და სხვა მონაცემებს დანაშაულის ჩადენის, გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე; ე) გასცემენ წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მიმდინარეობისას; ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით ატარებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს; ზ) განიხილავენ დეპარტამენტში შემოსულ შუამდგომლობებს და პოზიციებს წარუდგენენ დეპარტამენტის ხელმძღვანელობას; თ) განიხილავენ განცხადებებსა და საჩივრებს, ორგანიზებას უწევენ მათ შემოწმებას. აწარმოებენ მოქალაქეთა მიღებას დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ განცხადებებთან, საჩივრებთან და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით; ი) ასრულებენ ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს, წარუდგენენ მათ წინადადებებს დაქვემდებარებულ უწყებებში გამოძიების ეფექტიანობისა და სრულყოფის შესახებ; კ) ახორციელებენ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მათთვის მინიჭებულ სხვა ფუნქციებს. 4. სტაჟიორი ხელმძღვანელთან შეთანხმებით ახორციელებს უფროსი პროკურორის ანდა პროკურორისათვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ უფლებამოსილებებს. 5. დეპარტამენტის სპეციალისტი: ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას; ბ) ახდენს დეპარტამენტში შემოსული ინფორმაციის სისტემატიზაციას, საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერიზაციას; გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის სატელეფონო ხაზზე შემოსული ზარების მართვას; დ) უზრუნველყოფს ორგანიზაციული და ლოჯისტიკური საკითხების მართვას კომპეტენციის ფარგლებში. საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე