„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
- ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ 18.05.2016
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №93/ნ |
|
2022 წლის 19 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 24/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017112) დამტკიცებულ „ეროვნულ სასწავლო გეგმაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-17 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. კლასის გაყოფა დასაშვებია შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის), უცხოური ენები და კომპიუტერულ ტექნოლოგიები, თუ სკოლას აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა. გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე სკოლებს კი შეუძლიათ კლასი გაყონ იმ საგანშიც/საგნებშიც, რომელსაც აძლიერებენ. გაყოფა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 25-ს, ხოლო უცხოურ ენებში – 20-ს. უცხოურ ენებში დასაშვებია განაყოფები დაკომპლექტდეს მოსწავლეთა ენის ფლობის დონის გათვალისწინებით. რაოდენობრივი შეზღუდვა არ ეხება კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, ასევე ჯგუფებსა და განაყოფებს, რომლებიც დაკომპლექტებულია მეორე უცხოური ენების არჩევანის შესაბამისად. თუ მეორე უცხოურ ენაში ერთი კლასის ფარგლებში განსხვავებულ არჩევანს აკეთებს ერთი ან ორი მოსწავლე, რეკომენდებულია მეორე უცხოურ ენაში კლას-კომპლექტის შექმნა სხვა პარალელურ კლასთან.“. 2. 46-ე მუხლის პირველი პუნქტს „გ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნტი: „დ) ჭადრაკი (ისწავლება I კლასში);“. 3. 48-ე მუხლის პირველ პუნქტს „გ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნტი: „დ) ჭადრაკი (ისწავლება I კლასში).“. 4. 51-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება: ა) კომპიუტერული ტექნოლოგიები (იგი ისწავლება დაწყებით და საბაზო საფეხურებზე); ბ) ჭადრაკი (ისწავლება I კლასში).“. 5. 53-ე მუხლის პირველ პუნქტს „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნტი: „გ) ჭადრაკი (ისწავლება I კლასში).“. 6. 56-ე მუხლს: ა) 21 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი: „22. საათობრივი ბადე ქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების საშუალო საფეხურისთვის
საშუალო საფეხურის საათობრივი ბადე X კლასისთვის ამოქმედდება 2022-2023 სასწავლო წლიდან, XI კლასისთვის – 2023-2024 სასწავლო წლიდან, XII კლასისთვის – 2024-2025 სასწავლო წლიდან. შენიშვნა: მოსწავლემ მე-10 კლასში სახელოვნებო ბლოკის ორი პროექტიდან უნდა აირჩიოს ერთ-ერთი პროექტი: ან სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, ან მუსიკაში; თუ X კლასში აირჩია პროექტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, XI კლასში (მომდევნო სასწავლო წლიდან) აირჩევს პროექტს მუსიკაში ან პირიქით.“; ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. საათობრივი ბადე არაქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების საბაზო საფეხურისთვის
შენიშვნა: არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ჯამური საათობრივი დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 35 საათს.“; გ) მე-5 პუნქტის „ა.ბ“ – „ა.ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ) II კლასი
ა.გ) III კლასი
ა.დ) IV კლასი
ა.ე) V კლასი
ა.ვ) VI კლასი
“; დ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) საშუალო საფეხური (ქართულენოვანი სკოლებისთვის) X კლასი
“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის პირველი სექტემბრიდან. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.08.2022.
- როდის იქნა მიღებული „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.08.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №93/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.22.022.018201.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.08.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №93/ნ, 19.08.2022, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018201 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.08.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5548127/