⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.03.1996)
გაუქმებულია:

„საქართველოს პარლამენტის მუდმივი კომისიების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-14 მუხლის თაობაზე

მიღების თარიღი 20.09.1994
ძალის დაკარგვა 09.03.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პარლამენტის უწყებები, 20, 30/09/1994
matsne.gov.ge 127 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.09.1994 მიღება
09.03.1996 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს პარლამენტის მუდმივი კომისიების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-14 მუხლის თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის კანონი „საქართველოს პარლამენტის მუდმივი კომისიების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-14 მუხლის თაობაზე საქართველოს პარლამენტი ადგენს: „საქართველოს პარლამენტის მუდმივი კომისიების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. „მუხლი 14🔗. კომისიის საკადრო უფლებამოსილება პარლამენტის მიერ ასარჩევ, დასანიშნ ან დასამტკიცებელ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს (სახელმწიფოს მეთაურის და პარლამენტის თანამდებობის პირთა გარდა) იხილავენ პარლამენტის შესაბამისი მუდმივი კომისიები და დასკვნას წარუდგენენ პარლამენტს. კომისიის უარყოფითი დასკვნა არ აჩერებს   საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვას. პარლამენტის თავმჯდომარის – სახელმწიფოს მეთაურის მიერ აღნიშნულ თანამდებობის პირთა დანიშვნის საკითხს იხილავს პარლამენტი ორი კვირის ვადაში, ხოლო საპარლამენტო არდადეგების პერიოდში – უახლოეს სხდომაზე“. 2. ეს კანონი ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური                                       ედუარდ შევარდნაძე. საქართველოს პარლამენტის სპიკერი               ვახტანგ გოგუაძე. თბილისი, 1994 წლის 20 სექტემბერი