“პირდაპირი ხელშეკრულების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ”
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება ძალადაკარგული სახელმწიფო მმართველობა
მიღების თარიღი 02.05.2003
ძალის დაკარგვა 27.04.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.14.011.005.815
გამოქვეყნების წყარო სსმ, 40, 06/05/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთი ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 22.04.2016
დოკუმენტის ტექსტი
“პირდაპირი ხელშეკრულების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in .75in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.14.011.005.815
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის (სემეკ) დადგენილება №6
2003 წლის 2 მაისი ქ. თბილისი
„პირდაპირი ხელშეკრულების რეგულირების წესის“ დამტკიცების შესახებ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ელექტროენერგიისა და სიმძლავრის ნასყიდობის ურთიერთობების სამართავად შეიქმნა საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი, რომლის ძირითადი ფუნქციაა ელექტროენერეგეტიკის სექტორის ლიცენზიატთა მიერ გაწეული მომსახურებისათვის განკუთვნილი ფინანსური სახსრების გარანტირებული და დროული გადარიცხვების უზრუნველყოფა, რისთვისაც აუცილებელია გამომუშავებული და მოხმარებული ელექტროენერგიის ზუსტი აღრიცხვა, აგრეთვე შესყიდული ელექტროენერგიის დროულად და სრულად მიღება.
აღნიშნული კანონით, აგრეთვე დაშვებულია ელექტროენერგიის ნასყიდობა პირდაპირი ხელშეკრულების მეშვეობით. პირდაპირი ხელშეკრულების მხარეები ვალდებულნი არიან მიეწოდონ სესბს ამ ურთიერთობებთან დაკვშირებული ყველა აუცილებელი ინფორმაცია, რათა ამან ხელი არ შეუშალოს ელექტრობაზარს თავისი ძირითადი ფუნქციის შესრულებაში.
პირდაპირი ხელშეკრულებებით ელექტროენერგიისა და სიმძლავრის ყიდვა-გაყიდვის კვოტების დაწესება და რეგულირება, ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების ეფექტიანი დაბალანსების პრინციპის შესაბამისად, ევალება სემეკს.
პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე წარმორშობილი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად და მათი რეგულირებისას სემეკის და სესბის ფუნქციების გასამიჯნავად, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტების და 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ დაადგინა:
1. დამტკიცდეს „პირდპირი ხელშეკრულების რეგულირების წესი“.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე ელ.ერისთავი
პირდაპირი ხელშეკრულების რეგულირების წესი
მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო
1. წინამდებარე დოკუმენტით განისაზღვრება ელექტროენერგიისა და სიმძლავრის ნასყიდობის, გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურების შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების დადების, საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმიო ბაზრის (შემდგომში _ სესბი) მიერ შეთანხმებისა და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში _ სემეკი) მიერ მასში მოცემული ფასების, ვადების და პირობების დამტკიცების, გასაყიდი ელექტროენერგიის კვოტების განსაზღვრისა და რეგულირების წესი.
2. ეს წესი არ ვრცელდება ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის რეგულირებაზე.
3. წინამდებარე წესებით არ რეგულირდება ის ურთიერთობები, რომლებიც მოწესრიგებულია, სემეკის 2002 წლის 31 დეკემბრის №19 დადგენილებით დამტკიცებული, ელექტროენერგიის წარმოების და განაწილების ლიცენზიატებს ან პირდაპირ მომხმარებლებს შორის 6-10 კვ. ძაბვაზე ელექტროენერგიის პირდაპირი მიწოდების და ანგარიშსწორების წესებით.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
„წინამდებარე წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ იგივე მნიშვნელობა, რაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საბაზრო წესებში“ გამოყენებულ ტერმინებს.
მუხლი 3🔗. ზოგადი დებულებები
1. სესბის ნებისმიერ წევრს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია სესბის სხვა წევრთან გააფორმოს პირდაპირი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მხარეებს შორის გადახდა იწარმოებს სემეკის მიერ დამტკიცებული ტარიფებით. ამასთან, პირდაპირი ხელშეკრულების პირობები არ უნდა ახდენენ უარყოფით გავლენას სესბის გამართულ ფიუნქციონირებაზე ან სხვა პირდაპირი ხელშეკრულების განხორციელებაზე.
2. ამ წესის მიზნებისათვის ელექტროენერგიის ნასყიდობის პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმება ნებადართულია შემდეგ სუბიექტებს შორის:
ა) წარმოებისა და განაწილების ლიცენზიატებს შორის:
ბ) წარმოების ლიცენზიატსა და პირდპირ მომხმარებლებს შორის;
გ) ელექტროენერგიის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატებსა და ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებს ან პირდაპირ მომხმარებლებს შორის.
3. სესბი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან ერთად ვალდებულია დაამტკიცოს ელექტროენერგიისა და სიმძლავრის ბალანსები ყოველი კალენდარული წლის 1 აგვისტომდე. ელექტროენერგიისა და სიმძლავრის დამტკიცებულმა ბალასებმა უნდა მოიცვან პერიოდი ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან მომდევნო წლის 1 სექტემბრამდე.
4. ელექტროენერგიის ნასყიდობის პირდაპირი ხელშეკრულებების მაძიებლებმა ამ ხელშეკრულების დადების შესახებ განაცხადი სემეკსა და სესბს უნდა წარუდგინონ ყოველი კალენდარული წლის 1 მაისიდან 1 ივლისამდე.
5. პირდაპირი ხელშეკრულებები სესბის მიერ შეთანხმებული და სემეკის მიერ დამტკიცებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) რომელიმე მხარეს არ გააჩნია დავალიანება სესბში (მათ შორის საწევროს) ან დავალიანების შემთხვევაში არსებობს სესბთან რესტრუქტურიზაციისა და გადახდის შეთანხმებული გეგმა;
ბ) სესბის მოთხოვნის საფუძველზე პირდაპირი ხელშეკრულების შესაბამისი მხარე წარუდგენს მას ფინანსურ გარანტიას, რათა უზრუნვეყოს სესბისათვის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადახდები.
გ) ელექტროენერგიის ნასყიდობის პირდაპირ ხელშეკრულებაზე არსებობს დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატების დასკვნა მისი ტექნიკურად განხორციელების შესაძლობლობაზე.
6. პირდაპირი ხელშეკრულება არ ათავისუფლებს ხელშეკრულების მხარეებს საბაზრო წესებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებებისაგან.
7. პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გადახდა უნდა განხორციელდეს სესბის სატრანსფერტო ანგარიშის სპეციალური ქვეანგარიშების მეშვეობით.
8. სესბი ვალდებულია უზრუნველყოს თითოეული პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდისათვის სატრანსფორტო ანგარიშის სპეციალური ქვეანგარიშის გახსნა და ამ ქვეანგარიშებზე ჩარიცხული თანხების, პირდაპირი ხელშეკრულების შესაბამისი მხარისათვის, მიზნობრივი და დროული გადახდა.
მუხლი 4🔗. პირდაპირი ხელშეკრულების პირობები
1. პირდაპირ ხელშეკრულებაში მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ხელშეკრულების თარიღი და ნომერი;
ბ) ელექტროენერგიისა და სიმძლავრის საპროგნოზო მიწოდების წლიური, თვიური, დღიური და საათობრივი გრაფიკები;
გ) ელექტროენერგიის მიღების და მიწოდების პუნქტები;
დ) ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი.
2. პირდაპირი ხელშეკრულების ხანგრძლივობის ვადა არ შეიძლება იყოს 1 (ერთ) კალენდარულ თვეზე ნაკლები და აღემატებოდეს 1 (ერთ) კალენდარულ წელს, იგი უნდა იწყებოდეს თვის პირველ დღეს და სრულდებოდეს თვის ბოლო რიცხვში, გარდა ამ წესების ძალაში შესვლამდე დადებული ხელშეკრულებებისა და იმ შემთხვევაში, როდესაც პირდაპირი ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება საინვესტიციო ვალდებულებებით.
მუხლი 5🔗. პირდაპირი ხელშეკრულებით გასაყიდი ელექტროენერგიის კვოტის განსაზღვრა
1. ელექტროენერგიისა და სიმძლავრის დამტკიცებული ბალანსის მიხედვით, სემეკი უფლებამოსილია ყოველი კალენდარული წლის 1 აგვისტომდე, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატებს, მათი განაცხადის საფუძველზე, განუსაზღვროს პირდაპირი ხელშეკრულებებით ელექტროენერგიის და სიმძლავრის რეალიზაციის შესაბამისი კვოტა. ელექტროენერგიის პირდაპირი ხელშეკრულებით რეალიზაციის შესაბამისი კვოტა ძალაშია ელექტროენერგიისა და სიმძლავრის დამტკიცებული ბალანისის მოქმედების პერიოდში.
2. დამტკიცებული ელექტროენერგიისა და სიმძლავრის ბალანსებში შეტანილი კორექტივების გამო ან ენერგოსისტემაში შექმნილი საგანგებო და ავარიული სიტუაცებისას, სესბის წარდგინების საფუძველზე, სემეკი უფლებამოსილია შეცვალოს ან გააუქმოს პირდაპირი ხელშეკრულებით გასაყიდი ელექტროენერგიის და სიმძლავრის დადგენილი კვოტა.
მუხლი 6🔗. პირდაპირი ხელშეკრულების წინასწარ შეთანხმება სესბში და მისი სემეკის მიერ დამტკიცება
1. პირდაპირი ხელშეკრულების მხარეებმა ხელმოწერილი ხელშეკრულება, შესაბამისი განაცხადით, სესბს შესათანხმებლად, ხოლო სემეკს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინონ ყოველი კალენდარული წლის 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე.
2. სესბი ვალდებულია ინფორმაცია შეთანხმებული პირდაპირი ხელშეკრულების შესახებ, ხოლო მისი შეუთანხმებლობის შემთხვევაში თავისი არგუმენტირებული შენიშვნები და სხვა აუცილებელი მონაცემები, წარმოადგინოს სემეკის შესაბამის სხდომაზე, რომელზეც განიხილება ამ პირდაპირი ხელშეკრულების დამტკიცების საკითხი.
3. საბოლოო გადაწყვეტილებას პირდაპირი ხელშეკრულებების ამოქმედების შესახებ იღებს სემეკი.
4. სემეკის მიერ პირდაპირი ხელშეკრულების დამტკიცება ნიშნავს სემეკის სხდომაზე მასში მოცემული ფასების, ვადებისა და პირობების დამტკიცებას სათანადო გადაწყვეტილებით.
5. სემეკი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი პირდაპირი ხელშეკრულება სხდომაზე განიხილოს 15 სექტემბრამდე.
6. პირდაპირი ხელშეკრულება სემეკის სხდომაზე განსახილდველად გააქვს სემეკის ელექტროენერგეტიკულ დეპარტამენტს.
7. სემეკი უფლებამოსილია არ დაამტკიცოს პირდაპირი ხელშეკრულება, თუ:
ა) იგი არ აკმაყოფილებს ამ წესების მე-3 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს;
ბ) სესბს ელექტროენერგიისა და სიმძლავრის დამტკიცებული ბალანსიდან გამომდინარე შეუძლებლად მიაჩნია მისი განხორციელება;
გ) ხელშეკრულების მხარეებს არა აქვთ გადახდილი რეგულირების საფასური ან მისი დაფარვის სემეკთან შეთანხმებული გრაფიკი.
8. პირდაპირი ხელშეკრულების უფლების მოპოვების მაძიებელს უნდა განესაზღვროს ვადა პირდაპირი ხელშეკრულების დამტკიცებაზე უარის მიზეზების გამოსასწორებლად. ამ შემთხვევაში შესაბამისად უნდა შეიცვალოს პირდაპირი ხელშეკრულების ძალაში შესვლის ვადა.
9. დამტკიცებულ პირდაპირ ხელშეკრულებას სემეკის ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტი აღრიცხავს პირდაპირი ხელშეკრულებების რეესტრში.
10. დამტკიცებული პირდაპირი ხელშეკრულებისა და სემეკის შესაბამისი გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნება სესბს.
მუხლი 7🔗. პირდაპირი ხელშეკრულების რეგულირება
1. პირდაპირი ხელშეკრულების მხარეები ვალდებულნი არიან მიაწოდონ სესბს და გადაცემა-დისპეტჩერიზაციის შესაბამის ლიცენზიატებს ყველა აუცილებელი ინფორმაცია პირდაპირი ხელშეკრულების მიმდინარეობის შესახებ, მათ შორის:
ა) პირდაპირი ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღის დღეს მიღებისა და მიწოდების პუნქტებში ხელშეკრულების მხარეების მიერ აღებული მრიცხველების ჩვენებები, რაც დადასტურრებული უნდა იყოს გადაცემა-დისპეტჩერიზაციის შესაბამისი ლიცენზიატებისა და სესბის მიერ;
ბ) პირდაპირი ხელშეკრულებების ფარგლებში შესყიდულ ელექტროენერგიაზე მომავალი თვის, კვირის, დღის ელექტროენერგიისა და სიმძლავრის კორექტირებული გრაფიკები;
გ) მიღების და მიწოდების პუნქტებში აღრიცხული ელექტროენერგია, მათ შორის, პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული;
დ) ამ პუნქის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს „საბაზრო წესებით“ განსაზღვრულ ვადებში. მიწოდებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლები არიან პირდაპირი ხელშეკრულების მხარეები.
2. პირდაპირი ხელშეკრულებით ელექტროენერგიის შესყიდვისას ან/და გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურების მიღებისას განაწილების ლიცენზიატები, აგრეთვე პირდაპირ მომხმარებლები ვალდებულნი არიან სესბზე ელექტროენერგიის შესასყიდ და ამ პირდაპირი ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ტარიფებს შორის სხვაობა გადაიხადონ სესბის ტრანსფერტულ ანგარიშზე.
3. თუ პირდაპირი ხელშეკრულებით განსაზღვრული ტარიფი მეტია სესბზე ელექტროენერგიის შესასყიდ ტარიფზე, მაშინ განაწილების ლიცენზიატს ან პირდაპირ მომხმარებელს განსხვავება უნდა აუნაზღაურდეს სესბის ტრანსფერტული ანგარიშიდან.
4. გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურების მიმღებმა ამ მომსახურებაზე პირდაპირი ხელშეკრულება უნდა გააფორმოს მის მიერ მოხმარებულ ან განაწილებულ ელექტროენერგიის სრულ მოცულობაზე.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში სესბი უფლებამოსილია შესაბამის განაწილების ლიცენზიატს ან პირლდაპირ მომხმარებელს შეუზღუდოს ან შეუწყვიტოს ელექტროენერგიის მიწოდება დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗. პირდაპირ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, მისი გაუქმება და ბათილობა
1. პირდაპირ ხელშეკრულებაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ან/და დამატება ექვემდებარება სესბის მიერ შეთანხმებასა და სემეკის მიერ დამტკიცებას.
2. დაუშვებელია პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე ნებისმიერი ურთიერთობის განხორციელება მისი დადგენილი წესით დამტკიცებამდე.
3. პირდაპირი ხელშეკრულების მხარეების მიერ ამ წესების დარღვევა შეიძლება გახდეს ხელშეკრულების დამტკიცების გაუქმების საფუძველი. აღნიშნული საკითხის დაყენების უფლება აქვს როგორც ხელშეკრულების მხარეს, ისე სესბს ან სემეკ-ს საკუთარი ინიციატივით.
4. გადაცემა/დისპეტჩერიზაციის მომსახურების პირდაპირი ხელშეკრულების დამტკიცების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს გადაცემა/დისპეტჩერიზაციის შესაბამისი ლიცენზიატების მიერ ელექტროენერგიის დადგენილ ლიმიტებთან, შეზღუდვებთან და არგადამხდელებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით სესბის მითითებების შეუსრულებლობა.
5. ამ წესების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სემეკი უფლებამოსილია გააუქმოს ან დროებით შეაჩეროს შესაბამისი გადაწყვეტილება პირდაპრი ხელშეკრულების დამტკიცების შესახებ.
6. თუ პირდაპირი ხელშეკრულების მხარეებს უნდათ გაფორმებული ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტა, მათ ამის შესახებ უნდა აცნობონ სესბსა და სემეკს ხელშეკრულების შეწყვეტამდე 10 დღით ადრე. პირდაპრი ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტა მხარეებს არ ათავისუფლებთ მის შეწყვეტამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებისაგან, მათ შორის, ელექტრობაზრის მიმართ.
7. პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ურთიერთობები უნდა განხორციელდეს უსაფრთხო და საიმედო პირობებით.
მუხლი 9🔗. პასუხისმგებლობა და სადავო საკითხები
1. თუ ელექტრობაზარი მიიჩნევს, რომ პირდაპირი ხელშეკრულება ხორციელდება დადგენილი წესების დარღვევით, იგი ვალდებულია დარღვევის აღმოჩენიდან 5 დღეში სემეკის წინაშე დააყენოს მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკითხი.
2. სემეკი უფლებამოსილია განიხილოს პირდაპირი ხელშეკრულების მხარეთა შორის წარმოშობილი დავა, თუ მოდავე მხარე საჩივრით მიმართავს უშუალოდ სემეკს.
მუხლი 10🔗. გარდამავალი დებულებები
1. წინამდებარე წესები არ ვრცელდება მის ძალაში შესვლამდე არსებულ პირდაპირ ხელშეკრულებებზე.
2. წინამდებარე წესების ძალაში შესვლამდე არსებული ხელშეკრულებების ვადის გაგრძელება, მასში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანა უნდა განხორციელდეს ამ წესების შესაბამისად, მიუხედავად იმისა, აღნიშნულია თუ არა ეს გაფორმებულ ხელშეკრულებებში.
005.815