ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო თხილვანის მახლობლად, ხიხანის ციხის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის (დავალების) დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.08.2022
ძალის დაკარგვა 28.11.2022
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.136.016389
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/08/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე | ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო თხილვანის მახლობლად, ხიხანის ციხის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის (დავალების) დამტკიცების შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2022 წლის 30 აგვისტო
დაბა ხულო
ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო თხილვანის მახლობლად, ხიხანის ციხის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის (დავალების) დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოსკანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-VI თავის 41-ე, 42-ე და 43-ე მუხლების და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 03 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს „ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო თხილვანის მახლობლად, ხიხანის ციხის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია (დავალება)“, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერენარ ბოლქვაძე