⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.11.1995)
გაუქმებულია:

„საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში დამატების შეტანის თაობაზე

მიღების თარიღი 14.05.1991
ძალის დაკარგვა 25.11.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1991
matsne.gov.ge 101 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.05.1991 მიღება
25.11.1995 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში დამატების შეტანის თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის კანონი „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში დამატების შეტანის თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს: „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ კანონის 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11 ნაწილები: „თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგების დადგენისას უხეშად დაარღვევს საარჩევნო კანონს და გამოიჩენს ტენდენციურობას, უზენაესი საბჭო აუქმებს არჩევნების შედეგებს და გამოყოფს კომისიას, რომელიც აჯამებს არჩევნების შედეგებს. თუ პრეზიდენტობის კანდიდატს დაუმტკიცდება საარჩევნო კანონის უხეში დარღვევა ან კანონით დაუშვებელი ზემოქმედება ამომრჩეველთა ნებაზე, გაუქმდება მისთვის მიცემული ხმების მთელი რაოდენობა“. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი  ზ. გამსახურდია. თბილისი, 1991 წლის 14 მაისი.