„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სამხედრო სახლის“ დებულების დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 05.05.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №107
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.105.005.820
გამოქვეყნების წყარო სსმ, 44, 16/05/2003
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.05.2003 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სამხედრო სახლის“ დებულების დამტკიცების შესახებ”
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-weight:normal;}
h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; }
h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-weight:normal;}
h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-weight:normal;}
h5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-weight:normal;}
h6 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-left:12.0pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-weight:normal;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:12.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:42.55pt 42.45pt 49.65pt 70.9pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.105.005.820
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №107
2003 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სამხედრო სახლის“ დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 აპრილის №119 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სამხედრო სახლის“ დებულების თანდართული პროექტი;
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სამხედრო სახლის“ დირექტორად დაინიშნოს ბ-ნი თამაზ კუნჭულია;
3. ბრძანება დაყვანილ იქნეს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებამდე, დეპარტამენტებისა და მთავარი სამმართველოების უფროსებამდე.
დ. თევზაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სამხედრო სახლის“ დებულება
I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. „სამხედრო სახლი“ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, არის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
2. „სამხედრო სახლი“ თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
3. „სამხედრო სახლი“ არის შპს „თორის“ უფლებამონაცვლე.
4. „სამხედრო სახლს“ აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი დასახელებით, საკუთარი ქონება, ანგარიშსწორების ანგარიშები ბანკში, იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტიკა.
5. სამხედრო სახლის იურიდიული მისამართია ქ.თბილისი ,გ. ჭანტურიას ქუჩა №10.
II. მიზნები, ფუნქციები, საქმიანობის საგანი
მუხლი 2🔗
1. საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სამხედრო თუ სხვა ოფიციალური დელეგაციების წევრების განთავსება და მათი მომსახურება, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1998 წლის 11 ივნისს ხელმოწერილი მიზნობრივი და კომპლექსური ხელშეკრულების შესაბამისად.
2. „სამხედრო სახლის“ მიერ სამხედრო კონფერენციების, ბრიფინგების, სემინარების და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება.
3. სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო დელეგაციის წევრთათვის კუტურული ღონისძიებების ორგანიზება.
4. ოფიცერთა საკლუბო ტიპის გაერთიანებებისათვის ხელშეწყობა კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.
5. სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა ხელოვნების სხვადასხვა დარგში შესრულებულ ნამუშევართა გამოფენების და მათთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზება და დასვენების ხელის შეწყობა.
6. სამხედრო დელეგაციებისა ან/და სხვა (სამოქალაქო, არაოფიციალური) სტუმრებისათვის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ახალი მეთოდების, ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვა.
7. „სამხედრო სახლის“ თანამშრომელთა სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, მათი წახალისების ღონისძიებათა განხორციელება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
8. „სამხედრო სახლი“ ადგენს მომსახურების ფასებს და ტარიფებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. „სამხედრო სახლი“ თავის საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ფინანსირებისა და სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე. ხელშეკრულებები ფორმდება როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებთან.
10. „სამხედრო სახლი“ უზრუნველყოფს თავისი საქმიანობის განვითარების პროექტების შემუშავებას და დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
III. „სამხედრო სახლის“ მართვა
მუხლი 3🔗
1. „სამხედრო სახლს“ უშუალოდ და ერთპიროვნულად მართავს დირექტორი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად.
2. „სამხედრო სახლის“ დირექტორს, შესაბამისი ადმინისტრაციული აქტით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დირექტორი ინიშნება შვიდი წლის ვადით. იგი ასრულებს „სამხედრო სახლის“ წარმომადგენლობით ფუნქციას და პერსონალურად აგებს პასუხს „სამხედრო სახლის“ საქმიანობის სწორი წარმართვისათვის.
3. დირექტორი წარმოადგენს „სამხედრო სახლს“ სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, მოქმედებს „სამხედრო სახლის“ სახელით, განაგებს “სამხედრო სახლის“ ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ბანკში ანგარიშებს, ასრულებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფუნქციებს.
4. დირექტორი, საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ნიშნავს (დებს შრომით კონტრაქტებს) და თანამდებობიდან ათავისუფლებს “სამხედრო სახლის“ სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს და სხვა თანამშრომლებს.
5. დირექტორს ეკისრება პასუხისმგებლობა „სამხედრო სახლის“ ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ გამოყენებაზე. იგი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინაშე.
6. დირექტორის არყოფნის პერიოდში, დირექტორის ფუნქციებს ასრულებს მის მიერ ბრძანებით დანიშნული უფლებამოსილი პირი.
IV. „სამხედრო სახლის“ სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 4🔗
1. „სამხედრო სახლის“ საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.
2. „სამხედრო სახლის“ სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
3. „სამხედრო სახლის“ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებელ ფარგლებში არის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
4. „სამხედრო სახლი“, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია გაასაჩივროს მაკონტროლებელი ორგანოს უკანონო ქმედება.
V. „სამხედრო სახლის“ ქონება, ფინანსური სახსრები, საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება
მუხლი 5🔗
1. „სამხედრო სახლს“ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით შეუძლია:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 6🔗
1. „სამხედრო სახლის“ ფინანსური შემოსავლების ძირითადი წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება “სამხედრო სახლის“ მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗
1. „სამხედრო სახლი“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
2. „სამხედრო სახლის“ წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
VI. “სამხედრო სახლის“ საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია
მუხლი 8🔗
1. „სამხედრო სახლის“ საქმიანობა შეიძლება შეწყდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. „სამხედრო სახლის“ ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს „სამხედრო სახლის“ დირექტორი.
3. ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. „სამხედრო სახლის“ ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
VII. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
მუხლი 9🔗
„სამხედრო სახლის“ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.