„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15.06.2017, 010240060.57.069.016110) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების №2 დანართი შეიცვალოს ამ ბრძანებას თანდართული დანართით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
ლევან რაზმაძე
დანართი №2
იმ სამუშაოსა და მომსახურების CPV კოდები, რომელთა შესყიდვა შესაძლებელია პრეისკურანტის საფუძველზე
№
CPV
კოდი
CPV
კოდის
დასახელება
1
451000001
სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
2
452000002
სამუშაოები მთლიანი ან ნაწილობრივი მშენებლობისათვის და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
3
453000003
სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
4
454000004
შენობის დასრულების სამუშაოები
5
45500000
სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის/ინჟინერიის მანქანა-დანადგარებისა და მათი ოპერატორების დაქირავება
6
50100000
სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
7
50200000
თვითმფრინავების, რკინიგზის, საგზაო და საზღვაო მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები
8
50300000
პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები
9
50400000
სამედიცინო და ზუსტი საზომი აპარატურის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
10
50500000
ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, ასევე, მანქანა-დანადგარების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
11
50700000
შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
12
51700000
ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების მონტაჟი
13
55500000
სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება
14
65100000
წყლის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
15
66500000
სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
16
79500000
ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები
17
85100000
ჯანდაცვის სამსახურის მომსახურებები
18
90400000
ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები
1 აღნიშნულ CPV კოდზე ელექტრონული ტენდერი შესაძლებელია ჩატარდეს პრეისკურანტის საფუძველზე მხოლოდ სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აგვისტოს №1379 განკარგულების შესაბამისად.
2 აღნიშნულ CPV კოდზე ელექტრონული ტენდერი შესაძლებელია ჩატარდეს პრეისკურანტის საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ითვალისწინებს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოს, სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოს ან/და საავტომობილო გზების ან/და მასზე არსებული ხელოვნური ნაგებობების მიმდინარე ან/და პერიოდული შეკეთების სამუშაოს ან/და საავტომობილო გზებზე სასწრაფოდ განსახორციელებელ სარეაბილიტაციო სამუშაოს, რომელიც მოიცავს საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვას ან/და ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონასა და ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონაში შესასრულებელ სამუშაოს, ან/და იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვას ან/და იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 აპრილის №748 განკარგულების შესაბამისად.
3 აღნიშნულ CPV კოდზე ელექტრონული ტენდერი შესაძლებელია ჩატარდეს პრეისკურანტის საფუძველზე მხოლოდ სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აგვისტოს №1379 განკარგულების შესაბამისად.
4 აღნიშნულ CPV კოდზე ელექტრონული ტენდერი შესაძლებელია ჩატარდეს პრეისკურანტის საფუძველზე მხოლოდ სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აგვისტოს №1379 განკარგულების შესაბამისად.
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია