„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 ოქტომბრის N273 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს |
|
2022 წლის 26 აგვისტო ქ. რუსთავი |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 ოქტომბრის №273 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 ოქტომბრის N273 დადგენილების (www.matsne.gov.ge; 25/10/2021წ; 010250050.35.160.016709) პირველი მუხლით დამტკიცებულ „ელექტრონული საქმისწარმოების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1.1 პირველ მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვას და მათი შესრულების კონტროლს, აგრეთვე ორგანიზაციულ-მეთოდიკურ ხელმძღვანელობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მერიის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი (შემდგომში - „მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი“).”
1.2 მე-3 მუხლის „თ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ელექტრონული დოკუმენტი – ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში შექმნილი, შეყვანილი, გაგზავნილი ან მიღებული დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელიც ფლობს ელექტრონული დოკუმენტისათვის აუცილებელ რეკვიზიტებს (მაგ. მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის თანამშრომლის მიერ დარეგისტრირებული განცხადება/წერილი, ან თანამშრომლის მიერ შექმნილი, ბრძანება, განკარგულება, წერილი, ან სხვა ტიპის უნიკალური ნომრის და თარიღის მქონე დოკუმენტი).”
1.3 მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მერიაში შემოსული ელექტრონული და მატერიალური დოკუმენტების, ასევე მერიის ელექტრონულ მისამართზე rustavi.municipality@rustavi.gov.ge გამოგზავნილი დოკუმენტების მიღება-რეგისტრაციას ახორციელებს მერიის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, ხოლო ადმინისტრაციული ერთეულების შემთხვევაში – მერიის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციისა და შრომის უსაფრთხოების განყოფილების, მერიის მუნიციპალური ინსპექციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომლები, რომელთათვისაც ელექტრონულ სისტემაში დაშვებულია კანცელარიის ფუნქცია;“
1.4 მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. შემოსული დოკუმენტების მიღება-რეგისტრაცია ხდება დოკუმენტების შემოსვლის დღესვე ან მომდევნო სამუშაო დღეს, თუ დოკუმენტები შემოსულია 18:00 საათის შემდეგ ან თუ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის ხარვეზის გამო ვერ ხერხდება დოკუმენტის იმავე დღეს რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის შესაბამისი თანამშრომელი, ხოლო ადმინისტრაციული ერთეულის შემთხვევაში, შესაბამისი სპეციალისტი/მერის წარმომადგენელი, შემოსული დოკუმენტის მარჯვენა ქვედა კუთხეში დაესვამს შტამპს შემოსვლის თარიღის აღნიშვნით, ხოლო ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში მისი მიღება-რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს.“
1.5 მე-5 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ელექტრონულ დოკუმენტბრუნვაში მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულებს ენიჭებათ შესაბამისი ნომრები (ინდექსი), რაც გამოსახულია აღნიშნული სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტის უნიკალურ ნომერში:
01 - მერიის აპარატი;
02 - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური;
03 - ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახური;
04 - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
05 - არქიტექტურის სამსახური;
06 - მუნიციპალური ინსპექცია;
07 - შიდა აუდიტის სამსახური;
08 - ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური;
09 - სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.“
1.6 მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. შესრულებული დოკუმენტების გაგზავნა
1. ელექტრონული დოკუმენტი მიღებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც ის შედის ადრესატის საინფორმაციო სისტემაში და ხელმისაწვდომია მისთვის.
2. საჯარო უწყებებთან დოკუმენტაციის მიმოცვლა ხორციელდება ელექტრონულად მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სისტემა ,,დეა’’-ს მეშვეობით. იმ შემთხვევაში თუ იგზავნება დედანი დოკუმენტაცია, შესაძლებელია გაიგზავნოს ფოსტით.
3. Ms..gov.ge-ზე ავტორიზებულ მომხმარებლებს დოკუმენტი ეგზავნებათ ავტომატურად ელექტრონული დოკუმენტის სახით. 4. მერიის სამსახურების მიერ ინიცირებული წერილების ადრესატებამდე დაყვანა ხორციელდება საფოსტო გზავნილის, მერის წარმომადგენლის საშუალებით მიწოდების ან ხელზე გადაცემის საშუალებით.
5. შიდა კორესპონდენცია ხელმოწერის შემდეგ ელექტრონულ სისტემაში ავტომატურად რეგისტრირდება და ხელმისაწვდომია ადრესატისთვის, გასული კორესპონდენციას ხელმოწერის შემდეგ ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი და საქმისმწარმოებელი ვალდებულია უზრუნველყოს მისი გადაგზავნა მითითებული ფორმით.
6. დოკუმენტის ჩაბარების ფორმა განისაზღვრება, წერილის ინიცირების ეტაპზე, წერილის ინიციატორის მიერ კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე.
7. მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის შესაბამისი თანამშრომლის ან მერიის ადმინისტრაციული ერთეულის შემთხვევაში შესაბამისი სპეციალისტი/მერის წარმომადგენლის მიერ დოკუმენტში მითითებული ადრესატისთვის შესრულებული დოკუმენტის გაგზავნამდე მოწმდება მისი შედგენისა და გაფორმების სისწორე, საკონტაქტო ინფორმაციის არსებობა, გაგზავნის შესაბამისი ფორმა, დანართების არსებობა და ეგზემპლარების რაოდენობა.
8. არასწორად, არასრულყოფილად ან ხარვეზებით შესრულებული კორესპონდენცია უბრუნდება მისსავე ხელმომწერს ხოლო, ხელმომწერი უბრუნებს შემსრულებელს შესაბამისი მიზეზის მითითებით.
9. სწორად შესრულებული დოკუმენტი მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის შესაბამისი თანამშრომლის ან ადმინისტრაციული ერთეულის შემთხვევაში შესაბამისი სპეციალისტი/მერის წარმომადგენლის მიერ დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ეგზავნება დოკუმენტში მითითებულ ადრესატს ან გადადის ქაღალდის ფუძემატარებელზე, ფორმდება საფოსტო გზავნილის სახით და იგზავნება ფოსტით ან გადაეცემა ხელზე უფლებამოსილ პირს.
10. შესრულებული დოკუმენტის ხელზე გადაცემის შემთხვევაში, იბეჭდება „დოკუმენტის ბარათი“, რომელსაც ხელს აწერს უფლებამოსილი პირი თარიღის მითითებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დოკუმენტი გადაეცემა საფელდეგერო (საკურიერო) სამსახურს. 11. კორესპონდენციის საფოსტო გზავნილებით მიმოცვლისას:
ა) საფოსტო გზავნილების დედანი დანართები, წერილის ინიციატორმა, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში უნდა გააგზავნოს, წერილის ხელმოწერისთანავე, განსაკუთრებულ შემთხვევებში არაუგვიანეს დოკუმენტზე ხელმოწერის დღის 18:00 საათამდე, რათა, დროულად მოხდეს გასაგზავნი დოკუმენტაციის კონვერტაცია.
ბ) დედანი დანართების დროულად მიუწოდებლობის შემთხვევაში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის შესაბამისი უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია ხელმოწერილი დოკუმენტი დააბრუნოს ხელმომწერთან.
გ) ერთსა და იმავე მისამართზე, წერილი იგზავნება მხოლოდ ერთხელ.
დ) ალტერნატიული მისამართ(ებ)ის მოძიების შემთხვევაში, ერთი და იგივე წერილი შესაძლებელია გაიგზავნოს არაუმეტეს 3-ჯერ.
ე) მერიის მიერ ინიცირებული უკან დაბრუნებული წერილები ეგზავნებათ წერილის ინიციატორებს და აღინიშნება შესაბამის ჟურნალში.
ვ) განმეორებით გასაგზავნ წერილს, ალტერნატიულ მისამართთან ერთად, შესაბამის ჟურნალში აღრიცხვით, წერილის ინიციატორი აგზავნის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში.
12. წერილების ხელზე გადაცემისას:
ა) საქმისწამოებაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ი საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემა MSDA-ში, ადრესატებს გადასცემენ მომზადებულ წერილებს შესაბამისი ფუნქციონალის მეშვეობით, სადაც მიეთითება დოკუმენტის ადრესატზე ჩაბარების დრო, თარიღი და ხელმოწერა.
ბ) ადრესატის გარდა, წერილის სხვა პირზე მათ შორის მერის თანამშრომელზე გაცემა დაუშვებელია, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
13. მერის წარმომადგენლის მეშვეობით დოკუმენტაციის გადაცემისას:
ა) წერილების გადაცემისას ფორმდება მატერიალური რეესტრი ან გამოიყენება MSDA-ს ფუნქციონალი ,,კურიერი’’.
ბ) წერილების ადრესატზე გადაცემა აღირიცხება რეესტრში და აღირიცხება ხელმოწერისა და ჩაბარების დრო.
გ) დასრულებული რეესტრები ყოველი კვირის ბოლოს უბრუნდება მოქალაქეთა მომსახურების ცენტრს და იტვირთება ელექტრონული მართვის სისტემაში.
14. ელექტრონული ფოსტით წერილების გაგზავნა შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ინფორმაციის/დოკუმენტის მიღებას ითხოვს აღნიშნული ფორმით. ამ შემთხვევაში, კორესპონდენცია იგზავნება მუნიციპალიტეტის ოფიციალური ელფოსტით უშუალოდ შემსრულებლის მიერ, რის შესახებაც უთითებს ელექტრონულ პროგრამაში. საჯარო ინფორმაცია, შესაძლებელია გაიგზავნოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სამსახურეობრივი ელ. ფოსტით.“
1.7 მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. ელექტრონული დოკუმენტების შენახვა
1. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით გაგზავნილი, მიღებული, ასევე მატერიალური დოკუმენტის ელექტრონულ ფორმატში კონვერტაციის გზით შეყვანილი დოკუმენტები ინახება მუდმივად, დაარქივებული სახით.
2. საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტების დაცვასა და მათ შენახვას უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი.
3. სხვა უწყებებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული წერილების, განცხადებების ორიგინალებს ინახავს მერიის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი არანაკლებ 6 თვის განმავლობაში და შემდეგ აბარებს ა(ა)იპ „რუსთავის მუნიციპალურ არქივს“ შესანახად, ამ დოკუმენტების შენახვისათვის დადგენილი ვადების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|