ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის განკარგვის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემის (პირობებით/უპირობოდ) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპიური ფორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.08.2022
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016451
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/08/2022
matsne.gov.ge 1,618 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო აუქციონში უპირობო და პირობებიანი აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ნიმუშის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 03.05.2016 ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, პირობით/უპირობო ელ. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპიური ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.04.2016 ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/უპირობოდ) ბიჯის სიდიდის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონულ აუქციონში (პირობებით/უპირობოდ) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, იჯარის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმების დამტკიცებისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.02.2018 ახმეტის მუნიციპალიტეტის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), პირობებით და პირობისგარეშე გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, პირობებით და პირობისგარეშე გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.01.2015 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების დამატებითი წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.02.2015

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის განკარგვის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემის (პირობებით/უპირობოდ) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპიური ფორმების დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 2022 წლის 26 აგვსიტო ქ. ბაღდათი ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის განკარგვის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემის (პირობებით/უპირობოდ) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპიური ფორმების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ - საქართველოს ორგანული კანონის  120-ე მუხლის, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ბაღდათის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბაღდათი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად /დანართი №1 თან ერთვის/; მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების პირობებით აუქციონში  გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად /დანართი №2 თან ერთვის/; მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის/ მართვის უფლებით გადაცემის (პირობებით/უპირობოდ) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად /დანართი №3 თან ერთვის/; მუხლი 4🔗 დამტკიცდეს ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპიური ფორმა დანართი №4–ის შესაბამისად /დანართი №4 თან ერთვის/; მუხლი 5🔗 აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის თანდართული ფორმის ტექსტი შესაძლებელია შეიცვალოს მოქმედი კანონმდებლობისა და საპრივატიზებო და სარგებლობის/მართვის უფლებით გადასაცემი ობიექტის თავისებურებების გათვალისწინებით. მუხლი 6🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემისას: აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმის, ბეს დაბრუნების მოთხოვნის განაცხადის ფორმის და რეგისტრაციის ჟურნალის დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №6 დადგენილება (საკანომდებლო მაცნე, ვებ-გვერდი www.matsne.gov.ge 05/02/2015 საინდიფიკაციო კოდი  010250020.35.124.016122); მუხლი 7🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ გიორგიძე დანართი №1 ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი № -- (ტიპიური ფორმა)  ქ. ბაღდათი                                                                                                              --        --          ---------                                                                                                                                  (რიცხვი, თვე, წელი) წინამდებარე ოქმი  გაიცა ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი, მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები, /იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები) მასზედ, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ - საქართველოს ორგანული კანონისა და  „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქონების  (შემდგომში „ნასყიდობის საგანი“)   --------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების მდებარეობა/მისამართი, საკადასტრო კოდი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) ქონების საწყისი ფასი ------------------- (------------------------------------------)                      (ციფრებით)                   (სიტყვიერად) შემდგომში პრივატიზების მიზნით ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე (ლოტის №; აუქციონის დაწყება/დასრულების თარიღი) მის მიერ შემოთავაზებული ფასის ------------------- (------------------------------------------)                                                                  (ციფრებით)                      (სიტყვიერად) საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში მყიდველი) და მას ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ - საქართველოს ორგანული კანონისა და  „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცემა  ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების მდებარეობა/მისამართი, საკადასტრო კოდი, უძრავი ქონების ფართობი, ქონებიოს სხვა აღწერილობა) 1. მყიდველი ვალდებულია: აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის  ვადაში შემდეგ ანგარიშზე  №-----------. 2.მყიდველს გადახდილი „ბე“/“უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია“ ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 3. მყიდველს უფლება არა აქვს საკუთრების დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკით ან/და სხვაგვარად დატვირთოს „ნასყიდობის საგანი“. 4. აუქციონის შედეგები უქმდება და აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება ბაღდათის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტში, (მყიდველს აგრეთვე არ დაუბრუნდება მის მიერ შეტანილი არასრული თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)) თუ მყიდველმა: ა) უარი განაცხადა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე; ბ) განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება. 5. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. 6. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. 7. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებით წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 8. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ბაღდათის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაპირება, რომელიც შედგენილია ქართულ ენაზე, 3 (სამი)  თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს. 9. ოქმს ხელს აწერს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ან მერის პირველი მოადგილე. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი/                                                                        მერის პირველი მოადგილე ----------------------------------------------                      --------------------------------------------          (სახელი, გვარი)                                                          (ხელმოწერა)                                                                                                                                                                               (ბეჭდის ადგილი) დანართი №2 ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი № -- (ტიპიური ფორმა) ქ. ბაღდათი                                                                                                              --        --          ---------                                                                                                                                (რიცხვი, თვე, წელი) წინამდებარე ოქმი  გაიცა ------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- (აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი, მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები, /იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები) მასზედ, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ - საქართველოს ორგანული კანონისა და  „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქონების  (შემდგომში „ნასყიდობის საგანი“)   --------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების მდებარეობა/მისამართი, საკადასტრო კოდი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) ქონების საწყისი ფასი ------------------- (------------------------------------------)            (ციფრებით)                           (სიტყვიერად) შემდგომში პრივატიზების მიზნით ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ  აუქციონზე (ლოტის №; აუქციონის დაწყება/დასრულების თარიღი) მის მიერ შემოთავაზებული ფასის ------------------- (---------------------------------------------)                                                                               (ციფრებით)                      (სიტყვიერად) საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში მყიდველი) და მას ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ - საქართველოს ორგანული კანონისა და  „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცემა  ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების მდებარეობა/მისამართი, საკადასტრო კოდი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) 1. მყიდველი ვალდებულია: ა) აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის  ვადაში შემდეგ ანგარიშზე  №-----------. ბ) ბაღდათის  მუნიციპალიტეტისგან შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას წინამდებარე ოქმითა ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათი შესრულების შესახებ მოთხოვნისთანავე ან/და მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს ინფორმაცია (ანგარიში) გამყიდველს. 2.მყიდველს გადახდილი „ბე“/“უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია“ ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 3. მყიდველს უფლება არა აქვს საკუთრების დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკით ან/და სხვაგვარად დატვირთოს „ნასყიდობის საგანი“. 4. აუქციონის შედეგები უქმდება და აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება ბაღდათის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტში, (მყიდველს აგრეთვე არ დაუბრუნდება მის მიერ შეტანილი არასრული თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)) თუ მყიდველმა: ა) უარი განაცხადა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე; ბ) განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება. 5. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით. 6. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. 7. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებით წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 8. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ბაღდათის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაპირება, რომელიც შედგენილია ქართულ ენაზე, 3 (სამი)  თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს. 9. ოქმს ხელს აწერს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ან მერის პირველი მოადგილე. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი/                                                                        მერის  პირველი მოადგილე ----------------------------------------------                               -------------------------------------------                                     (სახელი, გვარი)                                                                      (ხელმოწერა)                                                                                                 (ბეჭდის ადგილი) დანართი №3 ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემის (პირობებით/უპირობოდ) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი № -- (ტიპიური ფორმა)  ქ. ბაღდათი                                                                                                              --        --          ---------                                                                                                                                    (რიცხვი, თვე, წელი) წინამდებარე ოქმი  გაიცა ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (აუქციონში გამარჯვებულის ფიზიკური პირის სახელი, გვარი, მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები, /იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები) მასზედ, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ - საქართველოს ორგანული კანონისა და  „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქონების   --------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების მდებარეობა/მისამართი, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) ქონების სარგებლობაში/მართვაში გადაცემის საწყისი წლიური საფასური ------------------- (------------------------------------------) (ციფრებით)              (სიტყვიერად) შემდგომში სარგებლობის/მართვის უფლებით განკარგვის მიზნით ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე (ლოტის №; აუქციონის დაწყება/დასრულების თარიღი) მის მიერ შემოთავაზებული ფასის ------------------- (------------------------------------------) ციფრებით                      სიტყვიერად საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად და მას ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ - საქართველოს ორგანული კანონისა და  „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულების შესრულების პირობით, სარგებლობის/მართვის უფლებით გადაეცემა  ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- (სარგებლობაში გადაცემის ვადა, ქონების მდებარეობა/მისამართი, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) 1. აუქციონში გამარჯვებული პირი  ვალდებულია, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე, აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში  30 კალენდარული დღის  ვადაში ბაღდათის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი „ბე“/“უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია“ ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში. 3. აუქციონის შედეგები უქმდება და აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება ბაღდათის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტში, თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა დადგენილ ვადაში (აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღე) ბაღდათის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არ  გააფორმა სარგებლობის ხელშეკრულება. 4. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებით წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ბაღდათის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაპირება, რომელიც შედგენილია ქართულ ენაზე, 3 (სამი)  თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება ქონების მესაკუთრეს, ხოლო ორი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულ პირს (ქონების სარგებლობის/მართვის უფლებით მიმღებს). ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი/                                                                         მერის პირველი მოადგილე ----------------------------------------------                                 --------------------------------------------                     (სახელი, გვარი)                                                          (ხელმოწერა)                                                                                                        (ბეჭდის ადგილი) დანართი №4 (მუნიციპალიტეტის გერბი) ბაღდათის მუნიციპალიტეტი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა № (ტიპიური ფორმა) ეძლევა ------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- (აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები, /იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები) მასზედ, რომ მას გადაეცა საკუთრებაში ---------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების მდებარეობა/მისამართი, საკადასტრო კოდი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) საფუძველი: ------------------------------------------------------------------------------------------------- მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად,  ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო მესამე ინახება ბაღდათის მუნიციპალიტეტში. მოწმობა ძალშია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან და ნასყიდობის ხელშეკრულებასთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მოწმობის განუყოფელ ნაწილს. გაცემის თარიღი - ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი -------------------------------------------                                        -------------------------------------------         (სახელი, გვარი)                                                                       (ხელმოწერა)                                                      (ბეჭდის ადგილი)