ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.01.736) კორექტირებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/18
სარეგისტრაციო კოდი
330090000.80.093.016003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/08/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის

ბრძანება №1-1/18

2022 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.01.736) კორექტირებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ

 

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“  2022 წლის 26 აპრილის №1516-VIIIმს-Xმპ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 13/05/2022, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.020556) მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:   

 


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.01.736) კორექტირებული  განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება (დანართი №1).
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსიიოანე მენაბდე
📎 დანართები (1)
danarti.doc

დანართი №1

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.01.736) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება

  1. ზოგადი ინფორმაცია

  • საპროექტო ობიექტი – მრავალფუნქციური კომპლექსი

  • ობიექტის მისამართი: ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ბაკურიანი

  • განაცხადი: 14.07.2022, №170/09; 25.07.2022, №218/09

  • გრგ-ის საპროექტოს ტერიტორიის საერთო ფართობი: 15 856.00 მ​2

  1. ტერიტორიის სამშენებლო განვითარების ზოგადი პირობები, მოთხოვნები და მონაცემები

1

ტერიტორიის დახასიათება და ქალაქთმშენებლობითი

განვითარების შესაძლებლობები

  • საპროექტო გეგმარებითი არეალი მდებარეობს ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში, საერთო ფართობი შეადგენს 15 856.00 კვ.მ.-ს და მოიცავს ერთ საკადასტრო ერთეულს, კოდით: 64.30.01.736.

  • ტერიტორია თავისი ადგილმდებარეობით და ფართობით საშუალებას იძლევა დამუშავდეს განაშენიანების რეგულირების გეგმა (შემდგომში – გრგ).

  • განაშენიანების რეგულირების გეგმით უნდა განისაზღვროს კონკრეტული ფუნქციური ზონები გეგმარებითი დავალებით დადგენილი პარამეტრების შესაბამისად. განაშენიანების რეგულირების გეგმით შესაძლებელია განხორციელდეს გეგმარებითი არეალის რამდენიმე მიწის ნაკვეთებად გამიჯვნა საერთო ფართობის უცვლელად.

2

შენობა-ნაგებობის

არქიტექტურულ-

კომპოზიციური გადაწყვეტა და კავშირი მიმდებარე გარემოსთან

  • ტერიტორიის რელიეფისა და არსებული ნარგავების გათვალისწინებით, განისაზღვროს საპროექტო შენობა-ნაგებობების ადგილმდებარეობა და მათი მოცულობითი გადაწყვეტები.

  • კომპლექსი დაპროექტდეს ტერიტორიისთვის დადგენილ საპროექტო საზღვრებში. გათვალისწინებულ იქნეს რელიეფის და განაშენიანების ხასიათი და ბუნებრივ ლანდშაფტთან თანაფარდობა.

  • საპროექტო შენობის მოშენების კონტურები, მოცულობით-კომპოზიციური გადაწყვეტა განისაზღვროს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმით.

  • იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ახალი შენობა-ნაგებობისთვის მიწის ნაკვეთის გამიჯვნა, თითოეული მიწის ნაკვეთი უნდა იყოს საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით სათანადოდ უზრუნველყოფილი, რისთვისაც მინიმალური პირობაა მშენებლობადამთავრებულ ობიექტთან მინიმუმ ერთი მისასვლელი სამანქანო გზის არსებობა, მათ შორის, სერვიტუტის გამოყენებით.

  • გამოყენებულ იქნეს მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალა;

  • ფუნქცია: მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს: სასტუმროს, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლებს, აპარტოტელს, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა ან/და ნაგებობას (კვება, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, სავაჭრო, ტურისტული მომსახურებისა და გასართობი ცენტრები).

  • ღია და დახურული ავტოსადგომები მოეწყოს შემდეგი გაანგარიშებით: ბინების შემთხვევაში – ერთი ავტოსადგომი კ-2 საანგარიშო ფართობის 100მ -ზე, მაგრამ არანაკლებ 1 ბინაზე 1 ავტოსადგომისა; სასტუმროს შემთხვევაში - 3 ნომერზე 2 ავტოსადგომი;

  • ავტოსადგომები მაქსიმალურად განთავსდეს გადახურვის ქვეშ ისე, რომ არ აღიქმებოდეს ეზოს ნაწილად;

  • გათვალისწინებულ იქნეს შიდა რეკრეაციული სივრცეები;

  • გათვალისწინებულ იქნეს სქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 8 აპრილის №1-1/196 ბრძანებით დამტკიცებული „დასახლებათა ტერტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს“ მიერ № 04/18 სხდომის ოქმში და “ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს შექმნის, მისი შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს 2022 წლის 20 ივლისის № 1-1/7 ბრძანებით დამტკიცებული საბჭოს 2022 წლის 28 ივლისის №ბ-4/22 სხდომის ოქმში მითითებული რეკომენდაციები (არსებობის შემთხევევაში).

3

მიწის ნაკვეთზე არსებული

შენობა-ნაგებობების დანგრევა და გადატანა, ან მათი სივრცით- გეგმარებითი წყობის შეცვლა

  • განისაზღვროს განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტით

4

მოთხოვნები და იმ ფიზიკური

და იურიდიული პირების

უფლებების დაცვაზე, რომელთა ინტერესებსაც ეხება ტერიტორიის სამშენებლო განვითარება (საკადასტრო ერთეულების გაერთიანება- შერწყმა, ახალი სერვიტუტების წარმოქმნა, ინსოლაცია, ბუნებრივი განათება, ჩაუხედაობა და სხვა)

  • განისაზღვროს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტით, ქვეყანაში დადგენილი სამართლებრივ-ნორმატიული მოთხოვნების საფუძველზე.

  • დაცულ იქნეს მიწის ნაკვეთის საზღვარზე (მიჯნაზე) სამშენებლო წესებისა და ნორმების მოთხოვნები;

  • შენობების განთავსების ადგილები განისაზღვროს ზოგადი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნების შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის შეთანხმებისას.

5

ტერიტორიაზე არსებული

მწვანე ნარგავების შენარჩუნება,

ტერიტორიის კეთილმოწყობა

და გარემოს დაცვის პირობები

  • მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნეს ტერიტორიაზე არსებული ხე- ნარგავები (არსებობის შემთხვევაში); მათი გადარგვის ან მოჭრის შემთხვევაში შეთანხმებულ იქნეს შესაბამის უწყებებთან;

  • წარმოდგენილ იქნეს საპროექტო ტერიტორიის კეთილმოწყობის და გამწვანების სქემები;

  • გრგ-ის დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს გარემოსდაცვითი და სანიტარიული კანონმდებლობის მოთხოვნები;

  • მიეთითოს ტერიტორიაზე ნაგვის ურნების განთავსების ადგილები.

6

ტერიტორიის და მისი

გეგმარებითი არეალის

საინჟინრო, კომუნალური,

სატრანსპორტო და სოციალური

ინფრასტრუქტურით

უზრუნველყოფა

პროექტით

  • პროექტით გათვალისწინებულ იქნეს ძირითად სატრანსპორტო ქსელთან მყარი კავშირები.

  • ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნორმატიული პარამეტრების მქონე შიდა სატრანსპორტო ქსელით, ტრანსპორტის, ფეხმავალთა გადაადგილებისთვის და სახანძრო-საავარიო მომსახურებისთვის.

  • განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს შენობების უზრუნველყოფა საინჟინრო ინფრასტრუქტურით (წყალმომარაგება, კანალიზაცია, სანიაღვრე არხები, ელექტროენერგია, გაზმომარაგება, კავშირგაბმულობა) ტერიტორიის მიმდებარედ არსებული და საპროექტო საინჟინრო ქსელების შესაბამისად

1 მიწის ნაკვეთების ფართობი 15856.0 მ2
2

ტერიტორიის განაშენიანების

მაქსიმალური კოეფიციენტი

კ1

0,3
3

ტერიტორიის განაშენიანების

ინტენსივობის მაქსიმალური

კოეფიციენტი კ2

--
4

ტერიტორიაზე შენობების

მაქსიმალური სიმაღლე

11 მეტრი ფასადის სიმაღლე;

15 მეტრი კეხში;

5

ტერიტორიის გამწვანების

კოეფიციენტი კ3

0,3
6

ა) განაშენიანების

რეგულირების

ხაზები(წითელი ხაზები)

ბ) განაშენიანების

სავალდებულო ხაზები

(ლურჯი ხაზები)

ა) განისაზღვროს გრგ-ის პროექტით

ბ) განისაზღვროს გრგ-ის პროექტით

7

ა) ავტომანქანების ღია

სადგომების რაოდენობა;

ბ) ავტომანქანების

მიწისქვეშა სადგომების

რაოდენობა

განისაზღვროს გრგ-ის პროექტით
8

შენობის მაქსიმალური

სართულიანობა

3 მიწისზედა სართული და მანსარდა
  1. განაშენიანების რეგულირების გეგმის შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი

  1. განაცხადი;

  2. გრგ-ის დაგეგმარებითი დავალება;

  3. საკადასტრო რუკა და საკადასტრო გეგმა;

  4. ზოგადი გეოლოგია;

  5. გრგ-ის ტექნიკური ნაწილი: გრგ-ის აღწერა, განმარტებითი ბარათი, განხორციელების ეტაპები და რიგითობა;

  6. სიტუაციური გეგმა, მ 1:2000 ან 1:1000;

  7. ტოპოგეოდეზიური  ანაზომი საპროექტო ტერიტორიის საზღვრებითა და მომიჯნავე ინფრასტრუქტურის ჩვენებით მ1:500;

  8. ტერიტორიის უფლებრივი ზონირების დეტალური რუკა, მ1:500 ან 1:1000 (არსებობის შემთხვევაში);

  9. განაშენიანების რეგულირების გეგმის ფრაგმენტ(ებ)ი (საჭიროების შემთხვევაში);

  10. განშლები და ჭრილები, მ 1:500 ან 1:1000;

  11. ფუნქციური ზონირების რუკა (არსებობის შემთხვევაში);

  12. მიწის ნაკვეთების განაწილების რუკა (გამიჯვნის სქემა);

  13. ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობის სქემა, მ 1:500 ან მ1:1000;

  14. ტერიტორიის ვერტიკალური დაგეგმარება, მ 1:1000 ან მ 1:200 ან მ 1:500;

  15. მომიჯნავე ტერიტორიებზე გასატარებელი  ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების ჩამონათვალი, მ1:500 ან 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში);

  16. საინჟირნო კომუნიკაციების გადაწყობის ამსახველი გეგმა, მ 1:500 ან მ 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში);

  17. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დასკვნა (საჭიროების შემთხვევაში).

  1. შენიშვნები:

  1. გრგ-ის პროექტის შემადგენლობაში წარმოდგენილ იქნეს ტერიტორიის არსებული მდგომარეობის ამსახველი წინასაპროექტო კვლევის მონაცემები, „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების და ამ გეგმარებითი დავალების მოთხოვნის შესაბამისად.

  2. გრგ-ის საპროექტო დოკუმენტაცია შესათანხმებლად წარმოდგენილ იქნეს A3 ფორმატის ალბომის სახით.

  3. გრგ-ის პროექტი წარმოდგენილ იქნეს ელექტრონული ვერსიის სახით CD დისკზე AutoCaD 2007-ის ან უფრო ახალი ვერსიის ფორმატში. საკოორდინატო სისტემა უნდა შეესაბამებოდეს WGS 1984 UTM Zone 38-ს.

  4. წარმოსადგენ საპროექტო დოკუმენტაციას, მისი განხილვის მიზნით, უნდა დაერთოს დოკუმენტაციის შინაარსის ამსახველი ელექტრონული ვერსია Pover-Point-ის ან PDF ფორმატში CD დისკზე.

  5. გრგ-ით მოცემული უფლებრივი ზონირების დეტალურ რუკაზე დადგენილი და ასახული უნდა იქნეს:

  • საპროექტო ტერიტორიის საზღვრები;

  • მიწის ნაკვეთის საზღვრები;

  • განაშენიანების რეგულირების ხაზები;

  • შენობის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეები H;

  • მიწის ნაკვეთის განაწილების რუკა (გამიჯვნის სქემა);

  • განაშენიანების კოეფიციენტი კ1;

  • განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ2;

  • გამწვანების კოეფიციენტი კ3;

  • ცალკეული მიწის ნაკვეთების ფუნქციური გამოყენება, სამანქანო გზები და ავტოსადგომები;

  • მითითებული იყოს გაბარიტული ზომები.

  1. დამატებითი პირობები

    1. გრგ-ის პროექტი ან/და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შესათანხმებლად წარდგენილ უნდა იქნეს სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში.

    2. გეგმარებითი დავალება ძალაშია მისი გაცემის თარიღიდან 5 წლის განმავლობაში.