დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიულ საზღვრებში, ასევე, დაბა ბაკურიანიდან სოფელი ანდეზიტისა და ციხისჯვრის მიმართულებით ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მარშრუტებისა და სამგზავრო მარშრუტებზე ტარიფების განსაზღვრის, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებისა და ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი (უფასო) მგზავრობის შესახებ
მიღების თარიღი 26.08.2022
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №83
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.139.016473
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/08/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.08.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი | ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის დადგენის შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის დ.თიანეთის ადმინისტრაციულ ერთეულის დ.თიანეთში, შოთა რუსთაველის ქუჩის ბოლოს მიერთებული უსახელო ქუჩის გასასვლელისთვის, შოთა რუსთაველის ქუჩის III გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ შანკევანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - №2 ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის სახელის მინიჭების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის, ნაქალაქრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ მაგრანეთში მდებარე 1-ლი ქუჩის, შესაბამისი შესახვევების და ჩიხის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის დავით ფეტვიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ყოფილი ლერმონტოვის ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილი მამუკა ნოზაძის სახელის დარქმევის (სახელდების) შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიულ საზღვრებში, ასევე, დაბა ბაკურიანიდან სოფელი ანდეზიტისა და ციხისჯვრის მიმართულებით ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მარშრუტებისა და სამგზავრო მარშრუტებზე ტარიფების განსაზღვრის, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებისა და ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი (უფასო) მგზავრობის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №83
2022 წლის 26 აგვისტო
ქ. ბორჯომი
დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მარშრუტების დადგენის, სამგზავრო მარშუტებზე ტარიფების, ფასდაკლების სისტემის, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებისა და ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის მეორე წინადადების, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები:
ა) ავტობუსი №1
პოლიცია-დიდველი (ბორჯომის ქუჩა, თავისუფლების ქუჩა, აღმაშენებლის ქუჩა)
უკუმიმართულება - აღმაშენებლის ქუჩა, თავისუფლების ქუჩა, ბორჯომის ქუჩა.
ბ) ავტობუსი №2
ავტოსადგური-წაქაძის ქუჩა (წრიული) - თამარ მეფის ქუჩა, აღმაშენებლის ქუჩა, წაქაძის ქუჩა, ბორჯომის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა.
გ) ავტობუსი №3
ავტოსადგური-დიდი მიტარბი (თამარ მეფის ქუჩა, თავისუფლების ქუჩა, 9 აპრილის ქუჩა, „კოხტის ძირი“)
უკუმიმართულება - „კოხტის ძირი“, 9 აპრილის ქუჩა, თავისუფლების ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა).
მუხლი 2🔗
დადგინდეს დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული M3 კატეგორიის ავტობუსით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფი 1 (ერთი) ლარის ოდენობით.
მუხლი 3🔗
დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული M3 კატეგორიის ავტობუსით რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო მგზავრობის უფლება მიეცეთ:
ა) დაბა ბაკურიანსა და სოფელ დიდ მიტარბში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებს;
ბ) დაბა ბაკურიანსა და სოფელ დიდ მიტარბში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს;
გ) დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდ მიტარბში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 65001-ზე ნაკლებია;
დ) დაბა ბაკურიანის და სოფელი დიდი მიტარბის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და ავტორიზებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს;
მუხლი 4🔗
დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგზავრობის საფასურის მოკრებას ახორციელებს სააგენტოს მიერ შერჩეული შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტი.
მუხლი 5🔗
წინამდებარე დადგენილების მე-3 მუხლით დადგენილი კატეგორიების პირების მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით, არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთვის ან სააგენტოს მიერ უფლებამოსილი სუბიექტ(ებ)ისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოთ შემდეგ სუბიექტებს:
ა) ამ დადგენილების მე-3 მუხლის „დ“ პუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემებში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებას;
ბ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის „გ“ პუნქტებით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს;
გ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს.
მუხლი 6🔗
მგზავრი ვალდებულია დადგენილების ავტობუსებით მგზავრობისთვის რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფით განსაზღვრული თანხა გადაიხადოს ელექტრონული გადახდის საშუალებით (ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან);
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი