📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

შუახევის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.08.2022
გამომცემი ორგანო შუახევის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.135.016299
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/08/2022
matsne.gov.ge 4,903 სიტყვა · ~25 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
აუქციონი (პირობებიანი ან პირობების გარეშე ელექტრონული აუქციონი, პირობებიანი ან პირობების გარეშე საჯარო აუქციონი, ვადაგაგრძელებული აუქციონი, განმეორებითი აუქციონი)
აუქციონზე გატანილი ქონების (უძრავი და მოძრავი ნივთები, აქციები, წილი და სხვა) საჯარო რეალიზაცია, სადაც აუქციონატორი წარმოადგენს ოფერენტს, ხოლო აქცეპტანტი ხდება აუქციონის გამარჯვებული მონაწილე
მუხლი 2
აუქციონის გამოცხადება
წარმოადგენს აუქციონატორის მიერ პირთა განუსაზღვრელი წრისადმი მიმართულ მოწვევას ოფერტზე (აუქციონზე)
მუხლი 2
ბიჯი
თანხის მინიმალური ოდენობა, რომელიც აუქციონის მონაწილის მიერ სააუქციონო კონკურენციისას ემატება ლოტის საწყის ფასს ან/და წინა ბიჯის ოდენობას
მუხლი 2
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი
ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც დგება სააუქციონო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ და რომელშიც აისახება აუქციონის შედეგები, ლოტის განკარგვის ძირითადი პირობები, სრული საპრივატიზებო საფასურის/ქირის გადახდის ვადები და მხარეთა უფლება-მოვალეობები
მუხლი 2
ნასყიდობის ხელშეკრულება
ხელშეკრულება, რომელიც წერილობითი ფორმით ფორმდება აუქციონატორსა და აუქციონში გამარჯვებულ პირს შორის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში და შეიცავს ლოტის პრივატიზაციის პირობებს, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადებს, მხარეთა უფლება-მოვალეობებს და ქონების შეძენის სხვა პირობებს
მუხლი 2
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულებისა და სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის საფუძველზე აუქციონატორის მიერ გაცემული დოკუმენტი, რაც ქონების შემძენისათვის პრივატიზებული ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია
მუხლი 2
აუქციონატორი
მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი/წარმომადგენელი (რწმუნებული). 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 24.03.2023 ქედის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 29.06.2018 დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 28.02.2024 „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესებისა და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ სახელი, გვარი/დასახელება 99% 21.09.2023 ხულოს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობისხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 26.07.2018

დოკუმენტის ტექსტი

შუახევის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 2022 წლის 26 აგვისტო დაბა შუახევი შუახევის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ მე-4 მუხლის და მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს: ა) შუახევის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესები, დანარათი №1-ის შესაბამისად; ბ) შუახევის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციოდ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა, დანარათი №2-ის შესაბამისად; გ) შუახევის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გასაცემად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა, დანარათი № 3-ის შესაბამისად;  დ) პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა, დანარათი № 4-ის შესაბამისად; ე) პირობებით გამოცხადებული აუქციონის ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა, დანარათი № 5-ის შესაბამისად; ვ) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა, დანარათი № 6-ის შესაბამისად 2. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის და მოთხოვნებისა და უფლებების განკარგვისას, მისი თავისებურებების გათვალისწინებით, გამოიყენება თანდართული ფორმები. თანდართული ფორმების ტექსტი შესაძლებელია შეიცვალოს მოქმედი კანონმდებლობისა და განსაკარგი ობიექტის თავისებურების მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შუახევის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010260050.35.135.016044) მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეროსტომ ლორთქიფანიძე დანართი №1 შუახევის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესები  მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. შუახევის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებით პირობებს და წესებს 2. წესი არ არეგულირებს გარე ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) აუქციონი (პირობებიანი ან პირობების გარეშე ელექტრონული აუქციონი, პირობებიანი ან პირობების გარეშე საჯარო აუქციონი, ვადაგაგრძელებული აუქციონი, განმეორებითი აუქციონი) – აუქციონზე გატანილი ქონების (უძრავი და მოძრავი ნივთები, აქციები, წილი და სხვა) საჯარო რეალიზაცია, სადაც აუქციონატორი წარმოადგენს ოფერენტს, ხოლო აქცეპტანტი ხდება აუქციონის გამარჯვებული მონაწილე; ბ) აუქციონის გამოცხადება – წარმოადგენს აუქციონატორის მიერ პირთა განუსაზღვრელი წრისადმი მიმართულ მოწვევას ოფერტზე (აუქციონზე); გ) ბიჯი – თანხის მინიმალური ოდენობა, რომელიც აუქციონის მონაწილის მიერ სააუქციონო კონკურენციისას ემატება ლოტის საწყის ფასს ან/და წინა ბიჯის ოდენობას; დ) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი – ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც დგება სააუქციონო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ და რომელშიც აისახება აუქციონის შედეგები, ლოტის განკარგვის ძირითადი პირობები, სრული საპრივატიზებო საფასურის/ქირის გადახდის ვადები და მხარეთა უფლება-მოვალეობები; ე) ნასყიდობის ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომელიც წერილობითი ფორმით ფორმდება აუქციონატორსა და აუქციონში გამარჯვებულ პირს შორის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში და შეიცავს ლოტის პრივატიზაციის პირობებს, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადებს, მხარეთა უფლება-მოვალეობებს და ქონების შეძენის სხვა პირობებს; ვ) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა – აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულებისა და სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის საფუძველზე აუქციონატორის მიერ გაცემული დოკუმენტი, რაც ქონების შემძენისათვის პრივატიზებული ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია; ზ) აუქციონატორიმუნიციპალიტეტის ქონების მმართველი/წარმომადგენელი (რწმუნებული). 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით. მუხლი 3🔗. ქონების სააუქციონოდ მომზადება და პირობების განსაზღვრა  1. მუნიციპალიტეტის უძრავ და მოძრავ ქონებას, მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების აქციებს/წილებს სააუქციონოდ ამზადებს აუქციონატორი 2. ქონების სააუქციონოდ მომზადების საფუძველი შეიძლება იყოს დაინტერესებული პირის განცხადება/მომართვა ან/და აუქციონატორის გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის თაობაზე 3. ქონების სააუქციონოდ მომზადება გულისხმობს ქონების შერჩევას, აზომვას, რეგისტრაციას და სხვა აუცილებელი ღონისძიებების გატარებას. 4. ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის შეფასების აუდიტორული მომსახურების შესყიდვის პირობებს, მომსახურების პაკეტს ადგენს და დაკვეთას უზრუნველყოფს აუქციონატორი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 5. აუქციონის სააუქციონო პირობებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. 6. ბიჯის ოდენობა განისაზღვრება აუქციონატორის მიერ. მუხლი 4🔗. გარიგებათა გაფორმების წესი და ქონების შემძენზე საკუთრების უფლების გადასვლა/რეგისტრაცია 1. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე 15 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონატორსა და აუქციონში გამარჯვებულს შორის იდება წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე აუქციონში გამარჯვებული მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრირდება შეძენილი ქონების მომავალ მესაკუთრედ 2. ოქმისა და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად დაფარვამდე აუქციონში გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა მფლობელობაში. ის უფლებამოსილია ამ ქონებასთან დაკავშირებით აიღოს ნებართვები (მათ შორის მშენებლობის), ლიცენზიები და განახორციელოს სხვა ქმედებები საპრივატიზებო პირობების/შეზღუდვების გათვალისწინებით. ამასთან, აუქციონში გამარჯვებული პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 3. პირობების გარეშე გამოცხადებული ელექტრონული აუქციონით ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის დათქმულ დროში სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების საკუთრების უფლებით მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. 4. პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონით ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების საკუთრების უფლებით მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. ამასთან, აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცემა და საკუთრების უფლება გადადის ნაკისრი ვალდებულებების/სააუქციონო პირობების შესრულების პირობით. 5. სააუქციონო პირობები/შეზღუდვები ოქმის/ხელშეკრულების/საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე რეგისტრირდება მარეგისტრირებელ ორგანოში. 6. შეძენილი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციას უზრუნველყოფს და რეგისტრაციის ხარჯებს იხდის ქონების შემძენი. მუხლი 5🔗. აუქციონში გამარჯვებულის პასუხისმგებლობა 1. იმ შემთხვევაში, თუკი ოქმითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულია შეზღუდვები, აღნიშნული განიხილება როგორც შეძენილი ქონების შემდგომი განკარგვისა და განვითარებისთვის გასათვალისწინებელი პირობა. 2. შეძენილი ქონების სააუქციონო პირობებთან მიმართებაში ყოველი ახალი მესაკუთრე წარმოადგენს ქონების შემძენის უფლებამონაცვლეს. 3. პრივატიზებულ ობიექტზე ნებისმიერი ნებართვა, ლიცენზია გაიცემა ან/და სხვა ნებისმიერი საქმიანობა წარმოებს საპრივატიზებო შეზღუდვების გათვალისწინებით. 4. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გარდა პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონისა, აუქციონში გამარჯვებული იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%-ს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლო, იმავე პუნქტით განსაზღვრული ოდენობით, გამოიყენება ასევე ქონების შემძენის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის განწილვადების გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში. 6. პირობებიანი აუქციონის გამოცხადების შემთხვევაში ოქმი/ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს სააუქციონო პირობების (ვალდებულებების) შესრულების დაწყების ან/და დამთავრების ვადების დარღვევისათვის განსაზღვრულ პირგასამტეხლოს. 7. აუქციონში გამარჯვებულის სხვა პასუხისმგებლობები განისაზღვრება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით მუხლი 6🔗. პირობებით გამოცხადებული აუქციონის სააუქციონო პირობები 1. პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში ნასყიდობის ფასის გადახდასთან ერთად აუქციონის პირობაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს: ა) ლოტის ფაქტობრივი მდგომარეობა; ბ) გარკვეულ კლასს (სახეობას) მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება (მაგ. თანამედროვე ტიპის საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მშენებლობა, სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა და სხვა); გ) უძრავი ქონების შემთხვევაში ლოტზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე ინვესტიციის განხორციელება; დ) მესამე პირის მიმართ გარკვეული ვალდებულების შესრულება;  დ) მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ გარკვეული ვალდებულების შესრულება; ე) ობიექტის მშენებლობისას ან/და მისი ფუნქციონირებისას მთლიანად ან ნაწილობრივ საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ვალდებულება; ვ) მშენებლობის შეზღუდვები ან/და ვალდებულებები (მათ შორის მშენებლობის უფლების შეზღუდვა); ზ) სტიქიური მოვლენების ან სხვა უბედურების შედეგად (ნგრევა, აფეთქება და ა.შ.) დაზარალებული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების (ოჯახების) საცხოვრისით უზრუნველყოფის ვალდებულება;  თ) სხვა პირობები, რაც მიზანშეწონილია სააუქციონო ლოტის საპრივატიზაციოდ. 2. ერთ ლოტზე შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს რამდენიმე პირობა.  3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით და მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მესამე პირის მიმართ გარკვეული ვალდებულების შესრულება სააუქციონო პირობად შეიძლება დაწესდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპრივატიზებო ქონების უფლებრივი ან/და ნივთობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე სხვა კანონისმიერი ან სახელშეკრულებო საფუძვლით ამ პირის მიმართ გარკვეული ვალდებულება შესასრულებელი აქვს მუნიციპალიტეტს, რომლის შესრულებაც უნდა მოხდეს ამ ვალდებულების სააუქციონო პირობად დაწესებით და ქონების შემძენის მიერ მისი შესრულების გზით. 4. ქონების შემძენის მიერ სააუქციონო პირობების შესაბამისად მესამე პირის მიმართ გარკვეული ვალდებულების შესრულების შემდეგ მუნიციპალიტეტს მესამე პირის მიმართ არსებული ვალდებულებები ეთვლება სრულად და ჯეროვნად შესრულებულად. 5. თუ ქონების შემძენის მიერ სააუქციონო პირობების შესაბამისად მესამე პირის მიმართ გარკვეული ვალდებულების შესრულება საჭიროებს მესამე პირის თანხმობას, რომელიც უარს აცხადებს ასეთი ვალდებულების ქონების შემძენის მიერ შესრულებაზე, ქონების შემძენი არ თავისუფლდება აღნიშნულის თაობაზე ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან და მის შესრულებას ახდენს აუქციონატორის მიმართ 6. სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და სხვა თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ გარკვეული ვალდებულების შესრულება სააუქციონო პირობად შეიძლება დაწესდეს იმ შემთხვევაშიც, როცა მუნიციპალიტეტს მათ მიმართ არ აკისრია ამ ვალდებულების შესრულება. მუნიციპალიტეტის, სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და სხვა თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ გარკვეული ვალდებულების შესრულება სააუქციონო პირობად შეიძლება დაწესდეს იმ შემთხვევაშიც, როცა სააუქციონო პირობად დაწესებული ვალდებულება არ გამომდინარეობს საპრივატიზებო ქონების უფლებრივი ან/და ნივთობრივი მდგომარეობიდან 7. სააუქციონო პირობა საინვესტიციო ვალდებულებად ითვლება, თუ სააუქციონო პირობა ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში პირდაპირ ადგენს თანხას, რომელიც დახარჯული უნდა იქნეს ქონების შემძენის მიერ საპრივატიზებო ქონების მიმართ ან მისგან გამომდინარე. სხვა შემთხვევაში სააუქციონო პირობა არ განიხილება საინვესტიციო ვალდებულებად. 8. პირობებიანი აუქციონის გამოცხადების შემთხვევაში აუქციონის გამოცხადების შესახებ სამართლებრივი აქტი ან/და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი/ხელშეკრულება სავალდებულოა ითვალისწინებდეს ნასყიდობის ფასის გადახდის გარდა სხვა სააუქციონო პირობების (ვალდებულებების) შესრულების დაწყების ან/და დამთავრების ვადებს. 9. თუ პირობებით გამოცხადებულ აუქციონზე გატანილი ქონებისათვის სააუქციონო პირობებად დაწესებულია შეზღუდვები ან/და ვალდებულებები, ისინი ქონების შემძენის მიერ ექვემდებარება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში სავალდებულო რეგისტრაციას. მუხლი 7🔗. ვალდებულებათა შესრულება და მისი დადასტურების წესი  1. ვალდებულების შესრულების ან/და ნაწილობრივ შესრულების მიღება/დადასტურება ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით. 2. ამ წესის მიზნებისთვის ფინანსური ვალდებულება (თანხის სრული/საბოლოო ოდენობის ან/და სხვა თანხების გადახდა) შესრულებულად ითვლება შესაბამის ანგარიშზე თანხის გადასარიცხად საგადახდო დავალების შედგენის ან/და სხვა სათანადო დოკუმენტურად დადასტურებული ქმედების განხორციელების დღიდან. 3. აუქციონში გამარჯვებულის მიერ თანხის გადახდა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების საფუძველზე, აუქციონატორი ადასტურებს ვალდებულების შესრულებას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემით. 5. საინვესტიციო ვალდებულებათა შესრულების შესახებ ქონების შემძენი ინფორმაციას, როგორც წესი, ადასტურებს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით ან აუდიტორული დასკვნით ან/და სხვა სათანადო დოკუმენტით 6. ისეთი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაციას, რომელიც გულისხმობს შენობა-ნაგებობების მშენებლობას, ქონების შემძენი ადასტურებს უფლებამოსილი ორგანოს მიერ შენობა- ნაგებობის ვარგისად აღიარების თაობაზე ადმინისტრაციული აქტით ან/და შენობა-ნაგებობის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ამონაწერით.  7. მესამე პირის ან/და მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ ნაკისრი ისეთი ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაციას, რომელიც გულისხმობს მესამე პირისათვის ან/და მუნიციპალიტეტისათვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემას, ქონების შემძენი ადასტურებს მიღება-ჩაბარების აქტით ან/და საჯარო რეესტრის ამონაწერით.  8. მესამე პირის სასარგებლოდ ნაკისრი ისეთი ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაციას, რომელიც გულისხმობს მესამე პირისათვის ფინანსური ვალდებულების შესრულებას, ქონების შემძენი ადასტურებს საგადახდო დავალებით ან/და მესამე პირსა და ქონების შემძენს შორის შედგენილი მიღება- ჩაბარების აქტით. 9. ყველა სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ქონების შემძენი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების თაობაზე აცნობებს აუქციონატორს, რომელიც სწავლობს ქონების შემძენის მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების ფაქტს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.  10. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება აუქციონატორის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. მუხლი 8🔗. პრივატიზების საკითხთან დაკავშირებული სხვა დებულებები  1. აუქციონატორი უფლებამოსილია შეწყვიტოს გამოცხადებული აუქციონი და ამოიღოს აუქციონიდან ლოტი, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება ელექტრონული აუქციონის გამოცხადებისათვის დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში აუქციონის მონაწილეს უბრუნდება გადახდილი ბე/საბანკო გარანტია. 2. აუქციონში მონაწილეობის მსურველის/გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის და ინფორმაციის სისწორესა და უტყუარობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება აუქციონში მონაწილეობის მსურველს/გამარჯვებულს. 3. პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საპრივატიზებო ქონების ნასყიდობის საბოლოო თანხა სრულად გადაიხადოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით/ხელშეკრულებით დაწესებულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ორ წელს. მუხლი 9🔗. ქონების სარგებლობაში გადაცემის დამატებითი პირობები  1. ქონების პირდაპირი წესით სარგებლობაში გადაცემა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით აუქციონის წესით გადაცემისა და ფორმის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. 3. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ვადას და პირობებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად 4. აუქციონის ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმება, ამ თავით გათვალისწინებული თავისებურებების გათვალისწინებით, ხდება მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილი წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  5. სარგებლობის უფლებით გადაცემის აუქციონის ბეს/საბანკო გარანტიის და ბიჯის ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. 6. ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის სააუქციონო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ დგება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, რომელიც არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე არაუმეტეს 15 კალენდარული დღის ვადაში ფორმდება სარგებლობის ხელშეკრულება. 7. თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა სარგებლობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა, ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.  8. სარგებლობის ქირის გადახდა ხორციელდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით. 9. სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გაცემული ქონების ქირა ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა თანხები (პირგასამტეხლო, საბანკო გარანტია და ა.შ.) ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. 10. აუქციონში გამარჯვებულის ინიციატივით, ასევე აუქციონში გამარჯვებულის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულს ბეს სახით გადახდილი თანხა უკან არ უბრუნდება.  მუხლი 10🔗. ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა  1. მიწის ნაკვეთის ან/და იმ მიწის ნაკვეთის, რომელზედაც დამაგრებულია შენობა-ნაგებობა, აღნაგობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს შესაბამისი განაცხადის საფუძველზე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას ისე, რომ მას ჰქონდეს მიწის ზედა ან/და მიწის ქვეშა შენობა- ნაგებობის აღმართვის უფლება.  2. ქონების სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემის ვადა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით და იგი არ უნდა აღემატებოდეს 99 (ოთხმოცდაცხრამეტი) წელს. 3. თუ აღნაგობის უფლების მქონე პირი აღნაგობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს ქონებას, მაშინ მესაკუთრეს უფლება აქვს მოითხოვოს დაყოვნების განმავლობაში დათქმული საზღაურის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურება, ასევე მოითხოვოს აღნიშნული ქონებისათვის მიყენებული და სხვა სახის ზიანის ანაზღაურება. მუხლი 11🔗. ქონების ქირავნობა  1. ქონების ქირავნობის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს მისი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში. 2. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს შეუძლია ხელშეკრულების ვადამდე მოშლა შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ დამქირავებელი, მისი გაფრთხილების მიუხედავად, გაქირავებულ ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას უქმნის;  ბ) თუ დამქირავებელი არ იხდის ქირას, გადახდის ვადის დადგომიდან 3 თვის განმავლობაში; გ) მხარეთა შეთანხმებით; გ) საქართველოს კანონით „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში 3. თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს გაქირავებულ ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს დაყოვნების განმავლობაში დათქმული ქირის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურება. მუხლი 12🔗. ქონების იჯარა 1. ქონების იჯარის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ქონების გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში, ისე რომ მოიჯარემ შეძლოს შემოსავლის სახით გარკვეული ნაყოფის მიღება. 2. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე უკან აბრუნებს ქონებას, იგი თავისუფლდება საიჯარო ქირის შემდგომი გადახდისაგან იმ შემთხვევაში, თუ მის სანაცვლოდ მეიჯარეს შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მისთვის მისაღებ მოიჯარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მეიჯარე უფლებამოსილია მოსთხოვოს მოიჯარეს საიჯარო ქირის გადახდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდის დასრულებამდე 3. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნების გამო, ასევე მოითხოვოს აღნიშნული ქონებისათვის მიყენებული და სხვა სახის ზიანის ანაზღაურება. 4. მეიჯარეს შეუძლია ხელშეკრულება ვადამდე მოშალოს, თუ:  ა) მოიჯარე მეიჯარისაგან გაფრთხილების მიუხედავად ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან უქმნის ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას; ბ) თუ მოიჯარე არ იხდის ქირას, გადახდის ვადის დადგომიდან 3 თვის განმავლობაში; გ) მხარეთა შეთანხმებით; გ) საქართველოს კანონით „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში მუხლი 13🔗. ქონების თხოვება  1. ქონების თხოვების ფორმით გადაცემა ითვალისწინებს აუქციონის გარეშე მის დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის გადაცემას, სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოების, სხვა მუნიციპალიტეტების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოებისათვის. შესაბამის გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში. 2. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო იტოვებს უფლებას, რომ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ნებისმიერ დროს თხოვების ფორმით გადაცემული ქონების დაბრუნება და ამ მიზნით ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა მუხლი 14🔗. ვალდებულებათა შესრულება  ვალდებულების შესრულება ან/და შესრულების მიღება, ასევე ვალდებულებათა შესრულების დადასტურება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისათვის დადგენილი წესით.  მუხლი 15🔗. ცვლილებები ხელშეკრულებაში  1. ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია განხორციელდეს მხარეთა შეთანხმებებით. ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები განიხილება როგორც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი. 2. ცვლილებების შეტანის შესახებ მხარეებს შორის დგება ხელშეკრულება (შეთანხმება). შეთანხმებას უთანაბრდება მხარის განცხადება და მის საფუძველზე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გამოცემული აქტი (მათ შორის, წერილი).  მუხლი 16🔗. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული სხვა დებულებები მუნიციპალიტეტის ქონების უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტის და თხოვების ფორმებით სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოების, სხვა მუნიციპალიტეტების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოებისათვის გადაცემის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო იტოვებს უფლებას, რომ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ნებისმიერ დროს გადაცემული ქონების დაბრუნება და ამ მიზნით ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა. დანართი №2 შუახევის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციოდ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №------- დაბა შუახევი „----“ „------ -------“ 20-- წელი აუქციონში გამარჯვებული პირის (ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების) მიმღები პირის) მონაცემები: სახელი, გვარი/დასახელება ----------------------------- პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი მისამართი: ------------------------------------------- წარმომადგენელი/მინდობილი პირი: ------------------------------------------------------------------------- აუქციონზე შეძენილი ქონების მონაცემები: მისამართი: ----------------------- საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი: ----------------------- ფართობი (კვ.მ.)/წილის ოდენობა ----------------------------- დანიშნულება --------------------------- ჩატარებული აუქციონის შესახებ მონაცემები და ინფორმაცია: აუქციონის ფორმა: -------------------------------------------- ჩატარების ადგილი/საშუალება ------------------------------- დაწყების და დასრულების თარიღი და დრო ---------------------------------------------------------------- აუქციონის განაცხადის № ----------------------------- აუქციონის ლოტის № -------------------------- ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური (ლარი)------------------------ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ შემოთავაზებული ფასი/გაყიდული ქონების სრული საპრივატიზებო საფასური (ლარი) ------ ჩატარებული აუქციონის განსაკუთრებული პირობები: სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ბოლო ვადა: --------------------- სხვა სააუქციონო პირობები/ვალდებულებები/ შეზღუდვები: --------------------------------------------- მხარეთა უფლება-მოვალეობები: 1. ამ ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების) საფუძველზე 15 კალენდარული დღის ვადაში, შუახევის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და ქონების შემძენს შორის ფორმდება წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება. 2. აუქციონის შედეგები უქმდება და აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება შუახევის მუნიციპალიტეტის შესაბამის ბიუჯეტში, თუ: ა) აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; ბ) აუქციონში გამარჯვებულმა, შუახევის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება. 3. მყიდველი ვალდებულია აუქციონზე შეძენილი ქონების სრული საპრივატიზაციო საფასური გადაიხადოს შუახევის მუნიციპალიტეტის შემდეგ ანგარიშზე: ------------------------------------------- 4. აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 5. აუქციონში გამარჯვებულს სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემთხვევაში წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდება უკან. 6. შუახევის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. ამასთან, პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცემა და საკუთრების უფლება გადადის ნაკისრი ვალდებულებების/სააუქციონო პირობების შესრულების პირობით. 7. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (ადმინისტრაციული დაპირება) შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს. აუქციონატორი /-------------------------/ /--------------------------------/                                 (ხელმოწერა)                    (სახელი, გვარი) ბ.ა. აუქციონში გამარჯვებული /-------------------------/ /-------------------------------/                                                (ხელმოწერა)                  (სახელი, გვარი) დანართი №3 შუახევის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გასაცემად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №------- დაბა შუახევი „----“ „------ -------“ 20   წელი აუქციონში გამარჯვებული პირის მონაცემები: სახელი, გვარი/დასახელება ----------------------------- პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი მისამართი ------------------- წარმომადგენელი/მინდობილი პირი ------------------------------------------------------- აუქციონზე სარგებლობის უფლებით მიღებული ქონების მონაცემები: მისამართი ----------------------------- საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი № ----------------------------- ფართობი (კვ.მ.)/წილის ოდენობა -------------------------- დანიშნულება ----------------------------- ჩატარებული აუქციონის შესახებ მონაცემები და ინფორმაცია: სარგებლობის ფორმა აუქციონის ფორმა ----------------- ჩატარების ადგილი/საშუალება -------------------------- დაწყების და დასრულების თარიღი და დრო ------------------------- ლოტის №---------------- განაცხადის №----------------------- ქ ონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასური (ლარი) --------------------- აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ შემოთავაზებული ფასი/საბოლოო წლიური სარგებლობის საფასური (ლარი) --------------------- ჩატარებული აუქციონის განსაკუთრებული პირობები: სარგებლობაში გაცემის ვადა----------------------- წლიური სარგებლობის საფასურის გადახდის პერიოდულობა და წესი --------------------- სხვა სააუქციონო პირობები/ვალდებულებები/შეზღუდვები ------------------------------------------- მხარეთა უფლება-მოვალეობები: 1. ამ ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების) საფუძველზე 15 კალენდარული დღის ვადაში, შუახევის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და ქონების სარგებლობაში მიმღებს შორის ფორმდება სარგებლობის ხელშეკრულება. 2. აუქციონის შედეგები უქმდება და აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება შუახევის მუნიციპალიტეტის შესაბამის ბიუჯეტში, თუ აუქციონში გამარჯვებულმა სარგებლობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა. 3. ქონების მიმღები ვალდებულია სარგებლობაში მიღებული ქონების სრული წლიური სარგებლობის საფასური იხადოს/გადაიხადოს აუქციონის, ამ ოქმის და სარგებლობის ხელშეკრულების პირო- ბების შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის შემდეგ ანგარიშზე: --------------------------- 4. აუქციონში გამარჯვებულ პირს ბეს სახით გადახდილი თანხა ეთვლება ბოლო წლის ქირის გადახდის ანგარიშსწორებისას. 5. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (ადმინისტრაციული დაპირება) შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება მესაკუთრეს, ხოლო ორი გადაეცემა ქონების მიმღებს. აუქციონატორი /-------------------------/ /--------------------------------/                                    (ხელმოწერა)                  (სახელი, გვარი) ბ.ა. ა უქციონში გამარჯვებული /-------------------------/ /-------------------------------/                                                      (ხელმოწერა)                  (სახელი, გვარი) დანართი №4 პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის ნასყიდობის ხელშეკრულება №----- დაბა შუახევი                       „----“ „------ -------“ 20 წელი 1. ხელშეკრულების მხარეები, სამართლებრივი საფუძვლები და საგანი წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმდა, ერთი მხრივ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერსა და, მეორე მხრივ, ----------------------------------------------------------------------------------- შორის (აუქციონში გამარჯვებულის – ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები) მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის – ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების და „შუახევის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ---- წლის --- ---------- №--- დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ----------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების მისამართი, ქონების დასახელება, ქონების ფართობი, ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, წილის ოდენობა და ქონების სხვა აღწერილობა) შემდგომი პრივატიზების მიზნით შუახევის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ აუქციონზე (განაცხადის №----, ლოტის №----) მის მიერ შემოთავაზებული ფასის: /--------------------/ -------------------------------------/     (ციფრებით)              (სიტყვიერად) საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად და მას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ---- წლის --- ---------- №--- ოქმით და წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საფუძველზე, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემა ------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------- (შემდგომში – ქონება) (ქონების მისამართი, ქონების დასახელება, ქონების ფართობი, ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, წილის ოდენობა და ქონების სხვა აღწერილობა) 2. ნასყიდობის ფასი, მისი გადახდის დრო და წესი 2.1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონზე შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასური: /-----------------------/ /----------------------------------------------------------/      (ციფრებით)                            (სიტყვიერად) გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე: ------------------------------------------------ 2.2. აუქციონში გამარჯვებულმა მითითებულ ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება სრულ საპრივატიზებო საფასურს ან/და საგარანტიო თანხას/ბეს და სრული ღირებულების ოდენობას შორის არსებულ სხვაობას. 3. სხვა პირობები და ვალდებულებები 3.1. ამ ხელშეკრულების საფუძველზე აუქციონში გამარჯვებული მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრირ- დება შეძენილი ქონების მომავალ მესაკუთრედ. 3.2. ოქმისა და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად დაფარვამდე აუქციონში გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა მფლობელობაში. ის უფლებამოსილია ამ ქონებასთან დაკავშირებით აიღოს ნებართვები (მათ შორის მშენებლობის), ლიცენზიები და განახორციელოს სხვა ქმედებები საპრივატიზებო პირო- ბების/შეზღუდვების გათვალისწინებით. ამასთან, აუქციონში გამარჯვებული პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 3.3. აუქციონში გამარჯვებულს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, შუახევის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. 3.4. ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება შუახევის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. 3.5. თუ აუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის სრულ საპრივატიზებო საფასურს, აუქციონის შედეგები უქმდება, აუქციონში გამარჯვებულს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე, არ უბრუნდება შეტანილი ბე ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია, გადახდილი თანხები და არ უნაზღაურდება ქონებაზე გაწეული ხარჯები. 3.6. აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი ბე ჩაითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 3.7. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემთხვევაში, წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდება უკან. 3.8. ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. 3.9. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციას უზრუნველყოფს და რეგისტრაციის ხარჯებს იხდის აუქციონში გამარჯვებული. 3.10. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3.11. აუქციონში გამარჯვებული ადასტურებს, რომ გაეცნო, ეთანხმება ხელშეკრულების შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ხელშეკრულებას. შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი /------------------/ /-------------------/                                                                                                                 (ხელმოწერა)     (სახელი, გვარი) აუქციონში გამარჯვებული /-------------------------/ /--------------------------------/                                                   (ხელმოწერა)               (სახელი, გვარი) დანართი №5 პირობებით გამოცხადებული აუქციონის ნასყიდობის ხელშეკრულება №----- დაბა შუახევი                            „----“ „------ -------“ 20 წელი 1. ხელშეკრულების მხარეები, სამართლებრივი საფუძვლები და საგანი წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმდა, ერთი მხრივ, შუახევის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და, მეორე მხრივ, ------------------------------------------------------ --------------------------------------------------------------------------- შორის (აუქციონში გამარჯვებულის – ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები) მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „მუ- ნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპ- რივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილების და „შუახევის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ---- წლის --- ---------- №--- დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების მისამართი, ქონების დასახელება, ქონების ფართობი, ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, წილის ოდენობა და ქონების სხვა აღწერილობა) შემდგომი პრივატიზების მიზნით შუახევის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გამართულ აუქციონზე (განაცხადის №----, ლოტის №---) მის მიერ შემოთავაზებული ფასის: /-----------------------/ /----------------------------------------------------------/       (ციფრებით)                           (სიტყვიერად) საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად და მას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ---- წლის --- ---------- №--- ოქმით და წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემა ------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------- (შემდგომში – ქონება) (ქონების მისამართი, ქონების დასახელება, ქონების ფართობი, ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, წილის ოდენობა და ქონების სხვა აღწერილობა) 2. სააუქციონო პირობები/შეზღუდვები 2.1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონზე შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასური: /-----------------------/ /----------------------------------------------------------/     (ციფრებით)                (სიტყვიერად) გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან ----------------------------- ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე --------------------- (აუქციონის პირობებით გათვალისწინებული ვადა და წესი) 2.2. აუქციონში გამარჯვებულმა მითითებულ ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება სრულ საპრივატიზებო საფასურს ან/და საგარანტიო თანხას/ბეს და სრული ღირებულების ოდენობას შორის არსებულ სხვაობას. 2.3. სააუქციონო პირობები/შეზღუდვები: 2.3.1. ----------------------------------------------------------. 2.3.2. ----------------------------------------------------------. 2.3.3. ----------------------------------------------------------. 2.3.4. ----------------------------------------------------------. 2.3.5. ----------------------------------------------------------. 2.3.5. ----------------------------------------------------------. 3. სხვა პირობები და ვალდებულებები 3.1. ამ ხელშეკრულების საფუძველზე აუქციონში გამარჯვებული მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრირ- დება შეძენილი ქონების მომავალ მესაკუთრედ. 3.2. ოქმისა და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად დაფარვამდე აუქციონში გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა მფლობელობაში. ის უფლებამოსილია ამ ქონებასთან დაკავშირებით აიღოს ნებართვები (მათ შორის მშენებლობის), ლიცენზიები და განახორციელოს სხვა ქმედებები საპრივატიზებო პირო- ბების/შეზღუდვების გათვალისწინებით. ამასთან, აუქციონში გამარჯვებული პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 3.3. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათ შესრულებაზე წარუდგინოს ინფორმაცია აუქციონატორს. 3.4. აუქციონში გამარჯვებულს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, შუახევის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. 3.5. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებულია ოქმითა და წინამდებარე ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წინასწარ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს. 3.6. შეძენილი ქონების სააუქციონო პირობებთან მიმართებაში ყოველი ახალი მესაკუთრე წარმოადგენს აუქციონში გამარჯვებულის უფლებამონაცვლეს. 3.7. ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება შუახევის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. 3.8. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (აღნიშნული პირგასამტეხლო, ამავე პუნქტით დადგენილი ოდენობით, გამოიყენება ასევე ქონების შემძენის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის განწილვადების გრაფიკის დარღვევის შემთ- ხვევაში); ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%-ს; დ) სააუქციონო პირობების (ვალდებულებების) შესრულების დაწყების ან/და დამთავრების ვადების დარღვევისათვის განსაზღვრული პირგასამტეხლო. 3.9. ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების გაუქმების საფუძვლად. აუქციონში გამარჯვებულს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე, არ უბრუნდება შეტანილი ბე ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია, გადახდილი თანხები და არ აუნაზღაურდება ქონებაზე გაწეული ხარჯები. 3.10. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების მოწმობა გაიცემა და საკუთრების უფლება გადადის ნაკისრი ვალდებულების/სააუქციონო პირობების შესრულების პირობით. 3.11. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციას უზრუნველყოფს და რეგისტრაციის ხარჯებს იხდის აუქციონში გამარჯვებული. 3.12. აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი ბე ჩაითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 3.13. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემთხვევაში, წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდება უკან. 3.14. იმ შემთხვევაში, თუკი ოქმითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულია შეზღუდვები, აღნიშნული განიხილება როგორც შეძენილი ქონების შემდგომი განკარგვისა და განვითარებისთვის გასათვალისწინებელი პირობა. 3.15. პრივატიზებულ ობიექტზე ნებისმიერი ნებართვა, ლიცენზია გაიცემა ან/და სხვა ნებისმიერი საქმიანობა წარმოებს საპრივატიზებო შეზღუდვების გათვალისწინებით. 3.16. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10 პროცენტის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია მისი მოქმედების ვადის განმავლობაში უზრუნველყოფს მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას. მყიდველი ვალდებულია უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხის ოდენობის შემცირების შემთხვევაში 1 (ერთი) თვის ვადაში შეავსოს იგი სრულ ოდენობამდე. მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განმკარგავის მიერ ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის შესაბამის ბიუჯეტში. 3.17. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სააუქციონო პირობები/შეზღუდვები ამ ხელშეკრულების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე რეგისტრირდება მარეგისტრირებელ ორგანოში. 3.18. უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დატვირთული ქონების მოთხოვნის უფლების მფლობელის საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა) ახალ და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები, შეზღუდვები და ამ ხელშეკრულე- ბიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, რადგან ქონების დატვირთვამდე ამ ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში მოთხოვნებისა და უფლებების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. 3.19. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) უფლება (უფლებები) უქმდება (მათ შორის იპოთეკის უფლება), რადგან ქონების დატვირთვამდე ამ ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში მოთხოვნებისა და უფლებების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს. 3.20. ოქმითა და ამ ხელშეკრულებით გათვალისწლნებული ვალდებულებების/სააუქციონო პირობების შესრულების დადასტურება ხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი წესით. 3.21. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3.22. აუქციონში გამარჯვებული ადასტურებს, რომ გაეცნო, ეთანხმება ხელშეკრულების შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ხელშეკრულებას. შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი /---------------------------/ /------------------------------/                                                                                                                             (ხელმოწერა)        (სახელი, გვარი) აუქციონში გამარჯვებული /-------------------------/ /-------------------------                                                     (ხელმოწერა)            (სახელი, გვარი) დანართი №6 შუახევის მუნიციპალიტეტი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №–––––––– „------“ „--------------------“ 20 წ ეძლევა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მასზედ, (მესაკუთრის სახელი გვარი/დასახელება, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი) რომ მას –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (უპირობო, პირობები/ვალდებულებები, შეზღუდვა) საკუთრებაში გადაეცა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ქონების დასახელება და მისამართი) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი: წილის ოდენობა; უძრავი ქონების ფართობი) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ (საიდენტიფიკაციო მონაცემები: საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი) საფუძველი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თარიღი და ნომერი) ოქმის და ხელშეკრულების თარიღი და ნომერი ––––––––––––––––––––––––––––––––––– მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად. ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, რომელთაგან ერთი წარედგინება მარეგისტრირებელ ორგანოს, მესამე ეგზემპლარი ინახება შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ძალაშია მხოლოდ ოქმთან და ხელშეკრულებასთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. შუახევის მუნიციპალიტეტის მერი /---------------------------/ /-----------------------------------/                                                                    (ხელმოწერა)                (სახელი, გვარი)  ბ.ა.