სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 26.08.2022
ძალაში შესვლა 26.08.2022
გამომცემი ორგანო რიგითი ნომერი
ნომერი №თანამშრომლის სახელი, გვარი
სარეგისტრაციო კოდი 080240000.79.092.016015
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/08/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,223 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.08.2022 მიღება
26.08.2022 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო კაციტაძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
რიგითი ნომერი თანამშრომლის სახელი, გვარი
სახელი, გვარი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს პროკურატურის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 85% 17.11.2020 საქართველოს დაზვერვის სამსახურში იარაღის ბრუნვისა და მასზე კონტროლის განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება 82% 09.09.2015 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება 80% 21.12.2015 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება 79% 07.06.2022 ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 79% 22.03.2019

დოკუმენტის ტექსტი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება №15 2022 წლის 26 აგვისტო ქ. თბილისი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ვ​2 ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 განისაზღვროს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსიკარლო კაციტაძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის წესი მუხლი 1🔗. მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1.  ეს წესი „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის  წესს. 2.    ამ წესის  მიზანს წარმოადგენს  სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გაცემის ორგანიზების, შენახვისა და აღრიცხვიანობისათვის ხელშეწყობა. 3.  ეს წესი ვრცელდება: 1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსზე, სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეზე. 2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში: ა) დეპარტამენტის უფროსსა და მის მოადგილეებზე; ბ)  სამმართველოს უფროსზე; გ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებელზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელზე; დ) ოპერატიულ მუშაკზე; ე) ექსპერტ-კრიმინალისტზე. 3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გენერალურ ინსპექციაში (დეპარტამენტში): ა) დეპარტამენტის უფროსსა და მის მოადგილეზე; ბ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს ინსპექტორზე და  განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორზე. 4. სამსახურის თანამშრომელს, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანებით უფლება აქვს შეინახოს და ატაროს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, ეძლევა შესაბამისი ჩანაწერის მქონე სამსახურებრივი მოწმობა. 5. სამსახურის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვას, აღრიცხვასა და გაცემას უზრუნველყოფს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი. მუხლი 2🔗. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის აღრიცხვა 1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცეცხლსასროლ იარაღს განეკუთვნება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე არსებული ცეცხლსასროლი იარაღი. 2. სამსახურის ბალანსზე არსებული, სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი აღირიცხება შესაბამის რეესტრში (დანართი №1); 3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსი მიანიჭოს თანამშრომლის საკუთრებაში არსებულ ცეცხლსასროლ იარაღს და მისცეს მისი შენახვისა და ტარების უფლება. მუხლი 3🔗. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გაცემა/ჩაბარება 1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი წარუდგენს დასაბუთებულ მოხსენებით ბარათს სამსახურის  თანამშრომელზე სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გაცემის შესახებ.  2. სამსახურის თანამშრომელზე სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გაცემა ხდება  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. 3. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ჩაბარების შემთხვევაში,  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს სამსახურის შესაბამისი თანამშრომლის მიერ წარედგინება მოხსენებითი ბარათი მისთვის გადაცემული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის მოდელისა და ნომრის, ასევე ჩაბარების მიზეზის მითითებით; სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ჩაბარება ფორმდება  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესაბამისი ბრძანებით. 4. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი, სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აბარებს მასზე გადაცემულ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლ იარაღს. 5. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანებით გათვალისწინებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სამსახურის თანამშრომელზე გაცემა და სამსახურის თანამშრომლისთვის გადაცემული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ჩაბარება აღირიცხება შესაბამის ჟურნალში (დანართი №2). 6. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის მიღებისას  სამსახურის თანამშრომელი ეკონომიკურ დეპარტამენტში წარადგენს ხელწერილს ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესების დაცვის თაობაზე (დანართი №3). მუხლი 4🔗. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის საკუთრებაში არსებული იარაღისათვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსის მინიჭება 1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი წარუდგენს მოხსენებით ბარათს სამსახურის თანამშრომლის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისათვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსის მინიჭების შესახებ. მოხსენებით ბარათში მიეთითება სამსახურის თანამშრომლის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის მოდელი და ნომერი. მოხსენებით ბარათს თან უნდა ერთვოდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული,სამსახურის თანამშრომლის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი. 2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, შესაბამისი ბრძანების გამოცემით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის საკუთრებაში არსებულ ცეცხლსასროლ იარაღს მიანიჭოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსი  და  თანამშრომელს მიანიჭოს მისი ტარების უფლება. 3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის  თანამშრომლის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისათვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსის მოხსნა ხდება სამსახურის თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ამავე იარაღისათვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსის მინიჭების შესახებ  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის  უფროსის შესაბამისი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებით. 4. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში, მის საკუთრებაში არსებულ ცეცხლსასროლ იარაღს ეხსნება სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსი და იგი კარგავს მისი ტარების უფლებას, ამავე იარაღისათვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსის მინიჭების შესახებ  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის  უფროსის შესაბამისი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებით. 5. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც მინიჭებული აქვს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსი, აღირიცხება შესაბამის რეესტრში (დანართი №4). მუხლი 5🔗. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა 1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის  თანამშრომელი უზრუნველყოფს მასზე გაცემული, სამსახურის ბალანსზე რიცხული, სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და გამოყენების წესების დაცვას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. სამსახურებრივ-საშტატო ან/და სამსახურებრივ-საშტატო სტატუსმინიჭებული საკუთრებაში არსებული იარაღის დაკარგვის, მოპარვის ან მისი ნების საწინააღმდეგოდ მფლობელობიდან სხვაგვარად გასვლის შემთხვევაში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის  თანამშრომელი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს, უშუალო ხელმძღვანელს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გენერალურ ინსპექციასა (შემდგომში – გენერალური ინსპექცია) და ეკონომიკურ  დეპარტამენტს. 3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის  ბალანსზე რიცხული, იმ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვას, რომელიც არ არის გაცემული თანამშრომლებზე, უზრუნველყოფს ეკონომიკური დეპარტამენტი – სპეციალურად გამოყოფილ, დაცულ საცავში (საიარაღო ოთახში) არსებულ ლითონის კარადაში, სადაც გამოირიცხება იარაღთან და საბრძოლო მასალასთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა. 4. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი უნდა ინახებოდეს  განმუხტულ მდგომარეობაში და ისეთ პირობებში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება. 5. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის საცავზე (საიარაღო ოთახზე) ხორციელდება 24-საათიანი ვიდეომონიტორინგი, რასაც ახორციელებს გენერალური ინსპექცია. 6. იარაღის საცავში (საიარაღო ოთახში) შესვლის უფლება აქვს ეკონომიკური დეპარტამენტისა და გენერალური ინსპექციის უფლებამოსილ თანამშრომლებს. იარაღის საცავში (საიარაღო ოთახში) შესვლის უფლების მქონე პირთა ნუსხა მტკიცდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღისა და შენახვის პირობების ყოველწლიური ინვენტარიზაციის ჩატარების დროს, ასევე ტექნიკური საჭიროების შემთხვევაში, იარაღის საცავში (საიარაღო ოთახში) შეიძლება დაშვებულ იქნან სხვა პირებიც, ეკონომიკური დეპარტამენტის მეთვალყურეობის ქვეშ. 7. იარაღის საცავში (საიარაღო ოთახში) ყოველი შესვლა აღირიცხება შესაბამის ჟურნალში (დანართი №5). მუხლი 6🔗. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის  ბალანსზე რიცხული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღისა და შენახვის პირობების შემოწმება-ინვენტარიზაცია 1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღისა და შენახვის პირობების ყოველწლიური ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ეკონომიკური დერპარტამენტი. 2. ინვენტარიზაციის ჩატარების მიზნით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე, განისაზღვრება სამსახურის მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა. 3. საინვენტარიზაციო კომისიის სამუშაო ჯგუფი  აღრიცხვიანობისა და შენახვის პირობების შემოწმების მიზნით, ატარებს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ინვენტარიზაციას, რა დროსაც ხდება იარაღის საცავში არსებული  და სამსახურის თანამშრომლებზე გაცემული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის აღწერა-დათვალიერება და იარაღის მდგომარეობის შემოწმება. 4. ინვენტარიზაციის მიმდინარეობისას, როგორც წესი, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის თანამშრომლებზე გაცემა და ჩაბარება შეჩერებულია, გარდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევისა. 5. ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ სამუშაო ჯგუფი ადგენს ოქმს და ინვენტარიზაციის შედეგებს აცნობებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის  მუდმივმოქმედ საინვენტარიზაციო კომისიას. დანართი №1 სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის რეესტრი იარაღის საცავში (საიარაღო ოთახში) არსებული ცეცხლსასროლი იარაღი რიგითი ნომერი იარაღის მოდელი იარაღის ნომერი შენიშვნა სეიფი N1 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის  თანამშრომლებზე გაცემული ცეცხლსასროლი იარაღი რიგითი ნომერი თანამშრომლის სახელი, გვარი თანამდებობა იარაღის მოდელი და ნომერი შენიშვნა დანართი №2 სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის  თანამშრომელზე გაცემისა ან/და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის  თანამშრომლისათვის გადაცემული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ჩაბარების (დაბრუნების) აღრიცხვის ჟურნალი № სახელი, გვარი თანამდებობა ცეცხლსასროლი იარაღის მოდელი და ნომერი № სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანების ნომერი და გამოცემის თარიღი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის მიმღების  ხელმოწერა, მიღების თარიღი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ჩამბარებლის ხელმოწერა, ჩაბარების თარიღი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გაცემასა და ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და თარიღი შენიშვნა დანართი №3 ხ ე ლ წ ე რ ი ლ ი  მე – ______________________________________________________ __________________________________________________________ გაცნობილი ვარ საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარებისა და გამოყენების შესახებ. ინდივიდუალური ცეცხლსასროლი საბრძოლო იარაღის მოხმარებისა და გამოყენების წესებს ვფლობ სრულყოფილად. ჩემზე გაპიროვნებულ ცეცხლსასროლ იარაღს ვატარებ მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობით ნაკარნახევ შემთხვევაში და შევინახავ იარაღისათვის განკუთვნილ სათანადო სეიფში არასაბრძოლო მდგომარეობაში. სრულად დავიცავ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების, შენახვისა და გამოყენების წესებს. ზემოაღნიშნულს ვადასტურებ წინამდებარე ხელწერილით.     ------------------------------------                                                ხელმოწერა                                                                                 / სახელი, გვარი   /         თარიღი: დანართი №4 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის  თანამშრომლების საკუთრებაში არსებული და სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსმინიჭებული იარაღის რეესტრი № სახელი, გვარი თანამდებობა ცეცხლსასროლი იარაღის მოდელი და ნომერი № სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანების ნომერი და გამოცემის თარიღი შენიშვნა დანართი №5 იარაღის საცავში (საიარაღო ოთახში) შესვლის აღრიცხვის  ჟურნალი № სახელი, გვარი თანამდებობა შესვლის თარიღი, დრო და მიზეზი ხელმოწერა შენიშვნა