ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2022 წლის 26 აგვისტო ქ. დუშეთი |
|
2. ამხანაგობის აღრიცხვაზე აყვანის მიზნით, ამხანაგობის თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი პირი დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას (შემდგომში – „მერია“) მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან ერთვის:
ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის წესდების ასლი ან ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი (ამხანაგობის წესდების არარსებობის შემთხვევაში);
ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის წარდგენის შემთხვევაში საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელის, გვარისა და პირადი ნომრების მითითებით;
გ) ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია სახელის, გვარის და ბინის მითითებით;
დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ იმ მრავალბინიან მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს, რომელიც აირჩიეს თავმჯდომარედ;
ე) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში ამხანაგობასა და მოწვეულ მმართველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებული დედანი/ასლი;
ვ) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, იმ ბინის მესაკუთრის საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელმაც ამხანაგობის სახელით ხელშეკრულება გაუფორმა მოწვეულ მმართველს.
3. ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან სახლში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ერთი ან რამდენიმე სადარბაზოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისათვის, ამ მუხლის მეორე პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ამხანაგობა წარადგენს მერის თანხმობას.
4. მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მდებარე რამდენიმე მრავალბინიანი სახლის ყველა ბინის მესაკუთრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისათვის, ამ მუხლის მეორე პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ამხანაგობა წარადგენს მერის თანხმობას.
ა) ამხანაგობის მისამართი;
ბ) ამხანაგობის სახელი;
გ) ამხანაგობის კრების გამართვის თარიღი, ადგილი, დრო;
დ) ამხანაგობის კრების თავმჯდომარის სახელი და გვარი;
ე) მრავალბინიან სახლში ბინათა საერთო რაოდენობა;
ვ) ამხანაგობის კრებაზე დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობა;
ზ) დღის წესრიგი;
თ) გადაწყვეტილების მიღების მომხრეთა საერთო რაოდენობა;
ი) გადაწყვეტილების მიღების მოწინააღმდეგეთა საერთო რაოდენობა;
კ) გადაწყვეტილება;
ლ) ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა.
2. ამხანაგობის კრების ოქმს ადგენს და ხელს აწერს კრების თავმჯდომარე.
2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს:
ა) აღრიცხვის ნომერს;
ბ) აღრიცხვის თარიღს;
გ) აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის თარიღს;
დ) ამხანაგობის დასახელებას;
ე) ამხანაგობის მისამართს.
ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელის, გვარისა და პირადი ნომრების მითითებით;
გ) წევრთა ცვლილების შემთხვევაში – ამხანაგობის წევრთა სია, სახელის, გვარის და ბინის მითითებით;
დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ცვლილების შემთხვევაში, წინამდებარე წესის პირველი მუხლის მეორე პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები ან საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის ახალი თავმჯდომარის იმ მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს, რომელშიც იგი თავმჯდომარედ აირჩიეს;
ე) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას.
2. მერია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის ან ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.
ა) წინამდებარე წესის პირველი და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტების მერიაში წარუდგენლობა, ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას;
ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხვას ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას;
ბ) სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა;
გ) სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში;
დ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.