1. უბედურების მდგომარეობა და გადაუდებლობის მდგომარეობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) უბედურება: მდგომარეობა, როდესაც არის სერიოზული და (ან) უშუალო საფრთხე და საჭიროა დაუყოვნებელი დახმარება;
ბ) გადაუდებლობა: მდგომარეობა, რომელიც შეეხება საჰაერო ხომალდის ან სხვა სატრანსპორტო საშუალების ან სხ-ზე ან მხედველობის არეში მყოფი რომელიმე პირის უსაფრთხოებას, მაგრამ რომელიც არ საჭიროებს დაუყოვნებელ დახმარებას.
2.შეტყობინების დასაწყისში წარმოთქმული სიტყვა „MAYDAY“ მიუთითებს, რომ ეს არის უბედურების შეტყობინება, ხოლო შეტყობინების დასაწყისში წარმოთქმული სიტყვა „PAN PAN“ მიუთითებს, რომ ეს არის სასწრაფო შეტყობინება. მდგომარეობის შესაბამისად, უბედურების ან გადაუდებლობის მდგომარეობით გამოწვეული საწყისი გამოძახების დასაწყისში სიტყვები „MAYDAY“ ან „PAN PAN“ სასურველია წარმოითქვას სამჰერ.
3. უბედურების შეტყობინებას აქვს უპირატესობა ყველა სხვა შეტყობინებებთან შედარებით, ხოლო გადაუდებელ შეტყობინებებს უპირატესობა აქვს ყველა სხვა შეტყობინებასთან შედარებით, გარდა უბედურებისა.
4. პილოტმა, რომელიც გადასცემს გადაუდებლობის ან უბედურების სიგნალებს, გამეორების თავიდან აცილების მიზნით, უნდა შეეცადოს ილაპარაკოს ნელა და გარკვევით.
5. პილოტმა უნდა გამოიყენოს ამ თავით გადმოცემული ფრაზეოლოგიის წესები კონკრეტული საჭიროებისა და მის განკარგულებაში არსებული დროის შესაბამისად.
6. პილოტმა უნდა მოითხოვოს დახმარება ყოველთვის, როდესაც საეჭვოა ფრენის უსაფრთხოება. ამით შეიძლება აცილებულ იქნეს უფრო სერიოზული საფრთხის წარმოქმნა.
7. უბედურების ან გადაუდებლობის სიგნალი ჩვეულებრივ უნდა გადაიცეს აღებულ მომენტში გამოყენებულ სიხშირეზე. ავარიული კავშირი უნდა განხორციელდეს ამ სიხშირეზე, თუ შეუძლებელია უფრო არსებითი დახმარება სხვა სიხშირეზე გადასვლით. 121,5 მგჰც სიხშირე გამოყოფილია საერთაშორისო საავიაციო საავარიო სიხშირედ, თუმცა ყველა საავიაციო სადგური არ აწარმოებს ამ სიხშირის განუწყვეტელ მოსმენას. აღნიშნული მდგომარეობა არ გამორიცხავს კავშრის სხვა სიხშირეებით, მათ შორის, თუ ეს აუცილებელი ან სასურველია, სარგებლობს მოძრავი საზღვაო სამსახურის რადიოსატელეფონო გამოძახების სიხშირეებით.
8. თუ უბედურების ან გადაუდებლობის მდგომარეობაში მყოფ საჰაერო ხომალდს არ პასუხობს გამოძახებული სახმელეთო სადგური, მაშინ პასუხს იძლევა ნებისმიერი სხვა სახმელეთო სადგური ან საჰაერო ხომალდი და უწევს ნებისმიერ შესაძლო დახმარებას.
9. სადგური, რომელიც პასუხობს უბედურების ან გადაუდებლობის მდგომარეობაში მყოფ საჰაერო ხომალდს, ვალდებულია გადასცეს მხოლოდ ის ინფორმაცია, რჩევა ან მითითება, რომელიც დაეხმარება პილოტს. არაფრისმომცემმა რჩევებმა შეიძლება გამოიწვიოს პილოტის ყურადღების გაფანტვა მაშინ, როდესაც მას არ გააჩნია არც ერთი თავისუფალი წუთი.
10. თუ უბედურების შეტყობინება გზაგადაჭრილია და შესაბამისად არ არის დამოწმებული მისი მიღება, მაშინ საჰაერო ხომალდმა, რომელმაც მიიღო უბედურების ეს შეტყობინება, თუ მას დრო და მდგომარეობა აძლევს ამის საშუალებას, უნდა დაადასტუროს იგი და შემდეგ გადასცეს რადიოს საშუალებით