1. უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან – ფაკულტეტებისაგან, ბიბლიოთეკისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიის, აკადემიური საბჭოს სამდივნოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოსაგან, აგრეთვე პროფესიული განათლების ცენტრისაგან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისაგან (ადმინისტრაცია).
2. უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულების დებულებებს განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) (შემდგომ – წარმომადგენლობითი საბჭო).
3. გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის ფაკულტეტების შექმნის, რეორგანიზაციის და გაუქმების შესახებ იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობით საბჭო.
4. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების და პროფესიული განათლების ცენტრის დებულებებს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
5. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) (შემდგომ – ადმინისტრაციის ხელმძღვანელი) წარდგინები