საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დაინტერესებული პირის ავტორიზებულ პირად რეგისტრაციის, ავტორიზაციის, იდენტიფიკაციის, ვერიფიკაციის და ავტორიზებული პირის მიერ მისთვის მომსახურების გაწევისათვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის წარდგენის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.08.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №84
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.017270
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/08/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.08.2022 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმების წესის განსაზღვრის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების სახელმწიფო რეესტრისა და საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების წესის, მათი სტრუქტურისა და ფორმის, მათში ასახული ინფორმაციის ნუსხის და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის და გაცნობის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დაინტერესებული პირის ავტორიზებულ პირად რეგისტრაციის, ავტორიზაციის, იდენტიფიკაციის, ვერიფიკაციის და ავტორიზებული პირის მიერ მისთვის მომსახურების გაწევისათვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის წარდგენის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№84
2022 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დაინტერესებული პირის ავტორიზებულ პირად რეგისტრაციის, ავტორიზაციის, იდენტიფიკაციის, ვერიფიკაციის და ავტორიზებული პირის მიერ მისთვის მომსახურების გაწევისათვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის წარდგენის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის 43 მუხლის მე-6 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დაინტერესებული პირის ავტორიზებულ პირად რეგისტრაციის, ავტორიზაციის, იდენტიფიკაციის, ვერიფიკაციის და ავტორიზებული პირის მიერ მისთვის მომსახურების გაწევისათვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის წარდგენის წესი და პირობები.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დაინტერესებული პირის ავტორიზებულ პირად რეგისტრაციის, ავტორიზაციის, იდენტიფიკაციის, ვერიფიკაციის და ავტორიზებული პირის მიერ მისთვის მომსახურების გაწევისათვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის წარდგენის წესი და პირობები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დაინტერესებული პირის ავტორიზებულ პირად რეგისტრაციის, ავტორიზაციის, იდენტიფიკაციის, ვერიფიკაციის და ავტორიზებული პირის მიერ მისთვის მომსახურების გაწევისათვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის წარდგენის წესი და პირობები (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ დაინტერესებული პირის ავტორიზაციის მიზნით მისი იდენტიფიკაციის, ვერიფიკაციის, ავტორიზებულ პირად რეგისტრაციის, ავტორიზებული პირის შემდგომი ავტორიზაციისა და ამ წესით ავტორიზებული პირის მიერ მისთვის მომსახურების გაწევისათვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სააგენტოსათვის წარდგენის წესსა და პირობებს.
2. ამ წესის შესაბამისად ავტორიზებული პირი ჩაითვლება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის 43 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ავტორიზებულ დაინტერესებულ პირად.
3. ეს წესი არ ვრცელდება:
ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად პირის ავტორიზაციაზე;
ბ) იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის ავტორიზაციაზე;
გ) მოგირავნის ან ნოტარიუსის (მისი შემცვლელის) ავტორიზაციაზე;
დ) ლიზინგის გამცემის ავტორიზაციაზე;
ე) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით გაცემისას პირის ავტორიზაციაზე;
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ შესაბამის სფეროში აკრედიტებული ინსპექტირების ცენტრის ავტორიზაციაზე;
ზ) ექსპედიტორის (ფორვარდერის) გადამზიდველის ავტორიზაციაზე.
4. ეს წესი არ არეგულირებს (არ ეხება) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) იდენტიფიკაცია − დაინტერესებული პირის (დაინტერესებული იურიდიული პირის შემთხვევაში აგრეთვე ავტორიზაციის მოთხოვნით სააგენტოში გამოცხადებული მისი წარმომადგენლის) ამ წესით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო მონაცემების მოპოვება, რომლებიც ამ პირის მოკვლევისა და სხვა პირისგან გამორჩევის საშუალებას იძლევა;
ბ) ვერიფიკაცია − ამ წესით განსაზღვრული ინფორმაციის (დოკუმენტის) მოპოვება, რომელიც დაინტერესებული პირის (დაინტერესებული იურიდიული პირის შემთხვევაში აგრეთვე ავტორიზაციის მოთხოვნით სააგენტოში გამოცხადებული მისი წარმომადგენლის) იდენტიფიკაციისას მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტის გადამოწმების საშუალებას იძლევა;
გ) ავთენტიფიკაცია – პროცედურა, რომელიც სააგენტოს საშუალებას აძლევს დაადგინოს ავტორიზებული პირის იდენტობა, რომელიც, მათ შორის მოიცავს ავტორიზებული პირის მიერ გამოყენებული უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების შემოწმებას;
დ) ელექტრონული იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია − დაინტერესებული ფიზიკური პირის დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების მეშვეობით იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია;
ე) არაელექტრონული იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია − დაინტერესებული ფიზიკური პირის ან დაინტერესებული იურიდიული პირის წარმომადგენლის სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებით, პირდაპირი ვიზუალური კონტაქტით იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია;
ვ) დაინტერესებული პირი − ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე უფლებამოსილია სააგენტოს მოსთხოვოს ავტორიზაცია;
ზ) იურიდიული პირი − საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირის ფილიალი საქართველოში;
თ) მესამე პირი − პირი, რომელიც ახორციელებს ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ ღონისძიებ(ებ)ას სააგენტოს სახელით ან სააგენტოსთვის, გარდა სააგენტოს თანამშრომლის ან სტრუქტურული ერთეულისა. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებისთვის მესამე პირი წარმოადგენს უფლებამოსილ პირს;
ი) სააგენტოს ვებგვერდი − ვებგვერდი www.sa.gov.ge;
კ) სააგენტოს მობილური აპლიკაცია − მობილური აპლიკაცია Service Agency;
ლ) „წესები და პირობები“ − დაინტერესებული პირის ავტორიზაციისა და ავტორიზებული პირის მიერ სააგენტოს ვებგვერდის ან მობილური აპლიკაციის გამოყენების (სარგებლობის) მიზნით, სააგენტოს მიერ შემუშავებული წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ხელმოწერას ან/და შტამპს არ საჭიროებს, განსაზღვრავს ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებსა და სააგენტოს, დაინტერესებული პირისა და ავტორიზებული პირის უფლება-მოვალეობებს;
მ) რეგისტრაციის კოდი − სააგენტოს თანამშრომლის ჩართულობის გარეშე, სააგენტოს პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით გენერირებული ციფრების ან/და ასოების ან/და სიმბოლოების კომბინაცია, რომელიც ავტორიზებულ პირად რეგისტრაციის მიზნით, სააგენტოში შენახვის გარეშე, ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება ამ წესით განსაზღვრულ პირს;
ნ) სატესტო კოდი − სააგენტოს თანამშრომლის ჩართულობის გარეშე, სააგენტოს პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით გენერირებული ციფრებისა ან/და ასოების ან/და სიმბოლოების კომბინაცია, რომელიც ვერიფიკაციის მიზნით, სააგენტოში შენახვის გარეშე, ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება ამ წესით განსაზღვრულ პირს;
ო) ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობა – „სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 აპრილის №334 ბრძანებულებით დამტკიცებული ფორმის მართვის მოწმობა;
პ) შემდგომი ავტორიზაცია − რეგისტრაციის კოდის გააქტიურების შემდეგ, ავტორიზებული პირის სააგენტოს ვებვერდზე და მობილურ აპლიკაციაში ავტორიზებული პირის სტატუსით დაშვება (შესვლა).
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მნიშვნელობა.
მუხლი 3🔗. ავტორიზებულ პირად რეგისტრაციის ზოგადი მოთხოვნები
1. დაინტერესებული ფიზიკური პირის ავტორიზებულ პირად რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს:
ა) დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების მეშვეობით;
ბ) დაინტერესებული ფიზიკური პირის სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებით, მასთან პირდაპირი ვიზუალური კონტაქტით.
2. დაინტერესებული იურიდიული პირის ავტორიზებულ პირად რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს ამ იურიდიული პირის წარმომადგენლის სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებით, მასთან პირდაპირი ვიზუალური კონტაქტით.
3. ავტორიზებული იურიდიული პირის სახელით, ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად, სააგენტოსათვის დოკუმენტების წარდგენის უფლებამოსილება აქვს იურიდიული პირის იმ წარმომადგენელს, რომელიც ავტორიზაციის მოთხოვნით გამოცხადებული იყო სააგენტოში.
4. ავტორიზებული ფიზიკური პირი და ავტორიზებული იურიდიული პირის წამომადგენელი ამ წესით განსაზღვრულ უფლებამოსილებას ახორციელებენ პირადად. დაუშვებელია ამ უფლებამოსილების, მათ შორის, რეგისტრაციის კოდის, მომხმარებლის სახელისა და მომხმარებლის პაროლის სხვა პირზე გადაცემა.
5. სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის ავტორიზებულ პირად რეგისტრაციის, ავტორიზაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მიზნით დაინტერესებული პირის (დაინტერესებული იურიდიული პირის შემთხვევაში აგრეთვე ავტორიზაციის მოთხოვნით სააგენტოში გამოცხადებული მისი წარმომადგენლის) შესახებ მონაცემები (მათ შორის, მონაცემთა სუბიექტის თანხმობით ბიომეტრიული მონაცემი) დაამუშაოს ფოტოგადაღებით, აუდიომონიტორინგით ან/და აუდიო- და ვიდეომონიტორინგით, აგრეთვე გამოიყენოს სააგენტოს და სააგენტოსათვის ელექტრონულად ხელმისაწვდომი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა (შემდგომ − სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მონაცემთა ელექტრონულ ბაზებში (შემდგომ − ელექტრონული ბაზა) არსებული ინფორმაცია და მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დაამუშაოს შესაბამისი მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, ფოტოსურათი.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტორიზებულ პირად რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტი ხელმოწერას ან/და შტამპს არ საჭიროებს.
7. სააგენტო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელი არ არიან ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ავტორიზებული პირის მიერ ავტორიზაციის გაუქმების მიზნით სააგენტოში შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის წარუდგენლობით, აგრეთვე ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული პირების მიერ უფლებამოსილების ან/და ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით.
მუხლი 4🔗. ავტორიზებულ პირად რეგისტრაციის ეტაპები
1. დაინტერესებული პირის ავტორიზაციისათვის სავალდებულოა მისი ავტორიზებულ პირად რეგისტრაცია.
2. ავტორიზებულ პირად რეგისტრაციის პროცესი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
ა) დაინტერესებული ფიზიკური პირის მიერ სააგენტოსთვის:
ა.ა) ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენა ამ პირის სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებით, მასთან პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის გზით ავტორიზაციის შემთხვევაში;
ა.ბ) შემდეგი მონაცემების მიწოდება: მისი პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი;
ბ) დაინტერესებული იურიდიული პირის წარმომადგენლის მიერ სააგენტოსთვის:
ბ.ა) ამ იურიდიული პირის რეგისტრაციის ამსახველი დოკუმენტის წარდგენა;
ბ.ბ) მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა;
ბ.გ) ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენა;
ბ.დ) ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების წარდგენა;
გ) დაინტერესებული ფიზიკური პირის ან დაინტერესებული იურიდიული პირის წარმომადგენლის მიერ სააგენტოს კითხვებზე პასუხის გაცემა, „წესებისა და პირობების“ გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება, რაც ასევე გულისხმობს თანხმობას სააგენტოს მიერ მისი პერსონალური მონაცემების, მათ შორის, ბიომეტრიული მონაცემების დამუშავებაზე. თანხმობის გაცხადებად მიიჩნევა სააგენტოს ვებგვერდზე, მობილურ აპლიკაციაში ან სააგენტოს სხვა ელექტრონული პროგრამის შესაბამის ფანჯარაში თანხმობის ღილაკის დაჭერა (მონიშვნა);
დ) დაინტერესებული ფიზიკური პირის ან დაინტერესებული იურიდიული პირის წარმომადგენლის მიერ სააგენტოს ვებგვერდის ან მობილური აპლიკაციის შესაბამის ველში მომხმარებლის სახელის მითითება, რომელიც უნდა იყოს აქტიური ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ე) დაინტერესებული ფიზიკური პირის ან დაინტერესებული იურიდიული პირის წარმომადგენლის მიერ სააგენტოს ვებგვერდის ან მობილური აპლიკაციის შესაბამის ველში მის მიერ შერჩეული მომხმარებლის პაროლის მითითება;
ვ) დაინტერესებული იურიდიული პირის წარმომადგენლის, აგრეთვე, თუ ავტორიზებულ პირად რეგისტრაცია ხორციელდება სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებით − დაინტერესებული ფიზიკური პირის მიერ სააგენტოში მითითებული მობილური ტელეფონის ნომრის მის მიერ ფლობის დადასტურების მიზნით, მობილური ტელეფონის ნომერზე სააგენტოს მიერ მოკლე ტექსტური შეტყობინებით სატესტო კოდის გაგზავნა, რომელსაც ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი პირი კარნახობს სააგენტოს თანამშრომელს;
ზ) პირის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია;
თ) სააგენტოს მიერ დაინტერესებული ფიზიკური პირისთვის ან დაინტერესებული იურიდიული პირის წარმომადგენლისთვის მობილური ტელეფონის ნომერზე რეგისტრაციის კოდის გაგზავნა;
ი) დაინტერესებული ფიზიკური პირის ან დაინტერესებული იურიდიული პირის წარმომადგენლის მიერ რეგისტრაციის კოდის ამ წესის მე-8 მუხლით დადგენილი წესით გააქტიურება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ავტორიზებულ პირად რეგისტრაციის ეტაპების ან/და ამავე ეტაპებით გათვალისწინებული მოქმედებების თანმიმდევრობა განისაზღვრება „წესებით და პირობებით“.
4. დაინტერესებული იურიდიული პირის წარმომადგენლის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული მატერიალური სახის დოკუმენტების სააგენტოში წარდგენა არ არის სავალდებულო, თუ სააგენტოს მიერ ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია შესაბამისი ელექტრონული ბაზის მეშვეობით.
5. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, სააგენტო უფლებამოსილია ავტორიზებულ პირად რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებულ პირს ავტორიზაციის ნებისმიერ ეტაპზე მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტის წარდგენა.
მუხლი 5🔗. დაინტერესებული ფიზიკური პირის ელექტრონული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცესი
1. დაინტერესებული ფიზიკური პირის ელექტრონული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) პიროვნების ნამდვილობის შემოწმება (ე.წ. „Liveness Check“);
ბ) დაინტერესებული ფიზიკური პირის მიერ წარდგენილი შემდეგი დოკუმენტის ნამდვილობის რეალურ დროში შემოწმება:
ბ.ა) საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში – საქართველოს მოქალაქის პასპორტი, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა ან ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობა;
ბ.ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – საქართველოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ბინადრობის ელექტრონული მოწმობა ან ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობა;
ბ.გ) მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში – საქართველოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ბინადრობის ელექტრონული მოწმობა, სამგზავრო პასპორტი ან ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობა;
გ) პიროვნებისა და ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტის ერთმანეთთან შედარება.
2. ელექტრონული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცესის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეტაპები სრულად ავტომატურია და ხორციელდება პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.
3. პიროვნების ნამდვილობის შემოწმებისას:
ა) ხორციელდება დაინტერესებული ფიზიკური პირის ფოტოგადაღება, რა დროსაც პირს მოეთხოვება მინიმუმ სამი დავალების (სხვადასხვა მოქმედება, სახის მიმიკის ცვლილება და სხვა) შესრულება. გადაღებული ფოტო გამოიყენება დოკუმენტთან შედარებისთვის;
ბ) პროცესი მიმდინარეობს რეალურ დროში;
გ) გამოიყენება სახის 3D-განზომილებიანი სკანირება და მის შედეგად იქმნება 3D ბიომეტრიული შაბლონი.
4. დოკუმენტის ნამდვილობა შემოწმებულად ითვლება, თუ შემდეგი მოთხოვნები შესრულებულია კუმულატიურად:
ა) ელექტრონული იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია განხორციელდა შესაბამისი დოკუმენტის დედნის გამოყენებით. აღნიშნული დოკუმენტი პირს თან უნდა ჰქონდეს პროცესის განმავლობაში. დაუშვებელია დოკუმენტის ასლის ან ფოტოს გამოყენება;
ბ) ელექტრონული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცესში წარდგენილ დოკუმენტში მითითებული პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები სრულად შედარდა სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილ ინფორმაციას, ხოლო ფოტო და MRZ კოდი − დოკუმენტის გამცემი ორგანოს მონაცემთა ბაზაში დაცულ შესაბამის მონაცემს;
გ) წარდგენილ დოკუმენტებში მითითებული საიდენტიფიკაციო მონაცემები იკითხება სრულად, ავტომატურად, სრულყოფილი და შემოწმებული ოპტიკური სიმბოლოების გარჩევადობის (OCR) ან NFC ტექნოლოგიით;
დ) პროცესში შეიქმნა ფოტოები, რომლებზეც ნაჩვენებია პირი, რომლის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაციაც ხორციელდება. ფოტოები გადაღებულია პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ორივე გვერდისთვის (პასპორტის და ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობის შემთხვევაში დაიშვება მხოლოდ ერთი გვერდისთვის). ფოტოზე ნათლად ჩანს დოკუმენტში არსებული ინფორმაცია. ამასთან, დაინტერესებულმა ფიზიკურმა პირმა შეასრულა ისეთი დავალება (სხვადასხვა მოქმედება, სახის მიმიკის ცვლილება და სხვა), რომლითაც შესაძლებელია იმის დადგენა, რომ საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოს გადაღების პროცესში ნამდვილად ამ პირს უჭირავს.
5. პიროვნებისა და დოკუმენტის ერთმანეთთან შედარების ეტაპზე:
ა) პიროვნების ნამდვილობის შემოწმების პროცესში გადაღებული ფოტო უნდა შედარდეს როგორც დაინტერესებული ფიზიკური პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ფოტოს, ასევე დოკუმენტის გამცემი ორგანოს ელექტრონულ ბაზაში დაცულ ფოტოს;
ბ) პროგრამული უზრუნველყოფის მინიმალური სიზუსტის მაჩვენებელი უნდა იყოს 1/10,000.
6. სააგენტომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, უნდა აღრიცხოს და უცვლელად შეინახოს ავტომატური იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის დროს ელექტრონულად მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.
შენიშვნა: პირის ვერიფიკაციის მიზნით ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ფოტოსურათს და უნდა იყოს მოქმედი.
მუხლი 6🔗. დაინტერესებული ფიზიკური პირის ელექტრონული იდენტიფიკაცია ან/და ვერიფიკაცია მესამე პირის მეშვეობით
1. სააგენტო უფლებამოსილია სრულად ან ნაწილობრივ, მესამე პირის მეშვეობით, განახორციელოს დაინტერესებული ფიზიკური პირის ელექტრონული იდენტიფიკაცია ან/და ვერიფიკაცია, თუ მესამე პირი აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ პირობებს/მოთხოვნებს და მიღებული აქვს ზომები პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოებისათვის.
2. სააგენტო უფლებამოსილია ამ წესით გათვალისწინებული პირობების (მოთხოვნების) შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მესამე პირისთვის დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები.
3. სააგენტოს მიერ გამოყენებული მესამე პირის პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონალური კომპონენტების (მათ შორის, პიროვნების და დოკუმენტების ნამდვილობის) ტესტირება უნდა ჩატარდეს წელიწადში მინიმუმ ერთხელ.
მუხლი 7🔗. დაინტერესებული პირის არაელექტრონული იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია
1. დაინტერესებული ფიზიკური პირის არაელექტრონული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) დაინტერესებული ფიზიკური პირის მიერ სააგენტოში წარდგენილი ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის ნამდვილობის შემოწმება, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს თანამშრომელი ამოწმებს როგორც დოკუმენტში, ასევე შესაბამის ელექტრონულ ბაზაში დოკუმენტის თაობაზე არსებულ მონაცემებს;
ბ) პიროვნებისა და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტის ერთმანეთთან შედარება, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს თანამშრომელი დაინტერესებულ ფიზიკურ პირს ვიზუალურად ადარებს დოკუმენტზე არსებულ ფოტოსა და შესაბამის ელექტრონულ ბაზაში არსებულ ფოტოს.
2. დაინტერესებული იურიდიული პირისა და ავტორიზაციის მოთხოვნით სააგენტოში გამოცხადებული მისი წარმომადგენლის არაელექტრონული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) იურიდიული პირის იდენტიფიკაცია, რომლის ფარგლებშიც მოწმდება:
ა.ა) იურიდიული პირის რეგისტრაციის ფაქტი, რაც უნდა დასტურდებოდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრით ან აღნიშნულ რეესტრში ასახული მონაცემების საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საგადასახადო ორგანოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მეშვეობით გადამოწმებით. ამ წესით მონაცემების შემოწმება უთანაბრდება მარეგისტრირებელ ორგანოში მონაცემების შემოწმებას;
ა.ბ) იურიდიული პირის წარმომადგენლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რომელიც უნდა დასტურდებოდეს ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით ან/და სხვა პირზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტით;
ბ) ავტორიზაციის მოთხოვნით სააგენტოში გამოცხადებული მისი წარმომადგენლის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია, რომელიც ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗. რეგისტრაციის კოდის გააქტიურება და ავტორიზებული პირის შემდგომი ავტორიზაცია
1. სააგენტოს მიერ დაინტერესებული ფიზიკური პირისათვის ან დაინტერესებული იურიდიული პირის წარმომადგენლისთვის რეგისტრაციის კოდის გაგზავნის შემდეგ აღნიშნული პირი ვალდებულია რეგისტრაციის კოდის მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა სააგენტოს ვებგვერდის ან მობილური აპლიკაციის შესაბამის ველში მიუთითოს რეგისტრაციის კოდი და შესაბამის ღილაკზე დაჭერით გაააქტიუროს იგი.
2. რეგისტრაციის კოდის გააქტიურების შემდეგ დაინტერესებული პირი ითვლება ავტორიზებულ პირად.
3. თუ დაინტერესებული ფიზიკური პირის ან დაინტერესებული იურიდიული პირის წარმომადგენლის მიერ რეგისტრაციის კოდის მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში იგი არ გააქტიურდა, რეგისტრაციის კოდი უქმდება და დაინტერესებულმა პირმა ავტორიზაციისათვის ხელახლა უნდა გაიაროს ამ წესით განსაზღვრული პროცედურები.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის კოდის გააქტიურების შემდეგ, ავტორიზაციის ყოველ ჯერზე, დაინტერესებული ფიზიკური პირი ან დაინტერესებული იურიდიული პირის წარმომადგენელი ვალდებულია სააგენტოს ვებგვერდზე ან მობილური აპლიკაციის შესაბამის ველში მიუთითოს მომხმარებლის სახელი და პაროლი. სააგენტო უფლებამოსილია ავტორიზებული პირის იდენტობის დადგენის მიზნით დანერგოს ავტორიზებული პირის ავთენტიფიკაციის დამატებითი უსაფრთხოების ზომები (მაგალითად, ავტორიზაციის ინიცირების ყოველ ჯერზე ავთენტიფიკაციის კოდის გენერირება და სხვა).
5. პირის მიერ მომხმარებლის სახელის ან/და პაროლის დაკარგვის (დავიწყების) შემთხვევაში მომხმარებლის სახელისა და პაროლის აღდგენის (შეცვლის), ავტორიზებული პირის მიერ ავტორიზაციის დროებით ბლოკირების/ბლოკირების მოხსნის, ავტორიზაციისას აღრიცხული პირის მონაცემებში ცვლილების შეტანის და ავტორიზაციის გაუქმების, ავტორიზაციის გაუქმების ვადები და პროცედურები განისაზღვრება „წესებით და პირობებით“.
მუხლი 9🔗. ავტორიზებულ პირად რეგისტრაციაზე უარის თქმისა და ავტორიზებულ პირად რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები
1. ავტორიზებულ პირად რეგისტრაცია დაუშვებელია, თუ:
ა) დაინტერესებულმა ფიზიკურმა პირმა ან დაინტერესებული იურიდიული პირის წარმომადგენლმა სააგნეტოში არ წარადგინა ან სრულყოფილად არ წარადგინა ამ წესით განსაზღვრული ინფორმაცია ან დოკუმენტი;
ბ) ელექტრონული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისას ვერ ხერხდება დაინტერესებული ფიზიკური პირის ან დაინტერესებული იურიდიული პირის წარმომადგენლის იდენტიფიკაცია ან/და ვერიფიკაცია, მათ შორის:
ბ.ა) პროცესში გამოყენებული ფოტოსურათის ან ვიდეოს ხარისხი გამორიცხავს პირის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის შესაძლებლობას;
ბ.ბ) დაინტერესებული ფიზიკური პირის ან დაინტერესებული იურიდიული პირის წარმომადგენლის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესში არ არის უზრუნველყოფილი იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესის უწყვეტობა;
ბ.გ) ეჭვს იწვევს საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ან დაინტერესებული ფიზიკური პირის ან დაინტერესებული იურიდიული პირის წარმომადგენლის ვინაობა;
ბ.დ) შეუძლებელია დაინტერესებული ფიზიკური პირის ან დაინტერესებული იურიდიული პირის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის (დოკუმენტის) ვერიფიცირება;
ბ.ე) დაინტერესებული ფიზიკური პირი ან დაინტერესებული იურიდიული პირის წარმომადგენელი ვერ ასრულებს მიცემულ დავალებას;
ბ.ვ) დაინტერესებული ფიზიკური პირი ან დაინტერესებული იურიდიული პირის წარმომადგენელი ვერ/არ პასუხობს სააგენტოს კითხვას, დაფიქსირებული პასუხი ბუნდოვანია;
ბ.ზ) არსებობს ნებისმიერი სხვა შეუსაბამობა ან გაურკვევლობა, რომელმაც შესაძლოა იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის განხორციელებაზე ნეგატიური გავლენა იქონიოს;
გ) დაინტერესებულმა ფიზიკურმა პირმა ავტორიზაცია მოითხოვა მინდობილი პირის მეშვეობით;
დ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით ან „წესებითა და პირობებით“ გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
2. ავტორიზებულ პირად რეგისტრაცია უქმდება:
ა) თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება გამოვლინდა დაინტერესებული პირის ავტორიზაციის შემდეგ;
ბ) ავტორიზებული პირის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში;
გ) „წესებითა და პირობებით“ გათვალისწინებულ შემთხვევაში;
დ) თუ წარმოიშვა კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
3. ავტორიზებული იურიდიული პირის სახელით ავტორიზებულ პირად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით სააგენტოსათვის მიმართვის უფლება აქვს ავტორიზებული იურიდიული პირის წარმომადგენელს.
მუხლი 10🔗. ავტორიზებული პირის მიერ მისთვის მომსახურების გაწევისათვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სააგენტოსათვის წარდგენა
1. ამ წესით ავტორიზებულ პირს უფლება აქვს სააგენტოს წარუდგინოს ელექტრონული დოკუმენტი ან მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ასლი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ელექტრონული დოკუმენტის ან მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ასლის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული კომუნიკაციის (მობილური აპლიკაცია, ვებგვერდი და სხვა) ან სხვა ტექნიკური საშუალებით და წარდგენილი დოკუმენტი ხელმოწერას ან/და შტამპს არ საჭიროებს. სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტს აქვს იურიდიული ძალა და მიიჩნევა უტყუარად საწინააღმდეგოს დადგენამდე.
3. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს მოსთხოვოს:
ა) მომსახურების გაწევისათვის ელექტრონული სახით წარდგენილი (ატვირთული) დოკუმენტის (ან მისი ნაწილის) მატერიალური სახით წარდგენა;
ბ) სხვა დოკუმენტის მატერიალური სახით წარდგენა, გარდა მომსახურების გაწევისათვის ელექტრონული სახით წარდგენილი (ატვირთული) დოკუმენტისა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყება ავტორიზებული პირის მიერ დოკუმენტების სააგენტოსთვის როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით სრულყოფილად წარდგენის შემდეგ.
5. სააგენტოსათვის ელექტრონული დოკუმენტის ან მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ასლის წარდგენა არ საჭიროებს ამ წესით განსაზღვრულ ავტორიზაციას, თუ დოკუმენტი დადასტურებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
6. ცალკეული მომსახურების გაწევის მიზნით სააგენტოსათვის ელექტრონული დოკუმენტის ან მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ასლის წარსადგენად შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ავტორიზებული პირისთვის მომსახურების გაწევამდე ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრული წესით დამატებითი ელექტრონული იდენტიფიკაციის ან/და ვერიფიკაციის ვალდებულება.