,,არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულებების შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №358 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№398
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.11.106.005.838
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 47, 29/05/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.838

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №398

2003 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

„არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის № 358 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის № 358 ბრძანებით (სსმ III,1999 წ., № 71(78), მუხ.1088) დამტკიცებულ „არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების შინაგანაწესში“შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებულ მსჯავრდებულთა დაწესებულების ტერიტორიაზე გადაადგილება ხორციელდება მხოლოდ სპეციალური განმასხვავებელი ნიშნის მეშვეობით (დანართი № 8), რომლის მოხსნა მსჯავრდებულს ეკრძალება სამუშაოს დასრულებამდე. მსჯავრდებული ვალდებულია სამუშაოს დასრულების შემდგომ სპეციალური განმასხვავებელი ნიშანი ჩააბაროს დაწესებულების სარეჟიმო სამსახურს.

5. სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებულ მსჯავრდებულთათვის სპეციალური განმასხვავებელი ნიშნების გაცემისა და ჩაბარების აღრიცხვას აწარმოებს დაწესებულების სარეჟიმო სამსახური სპეციალურ ჟურნალში. სარეჟიმო სამსახური ვალდებულია მოსთხოვოს სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებულ მსჯავრდებულს, სამუშაოს დასრულების შემდგომ სპეციალური განმასხვავებელი ნიშნის ჩაბარება.“;

2. შინაგანაწესს დაემატოს შემდეგი სახის დანართი № 8:

„დანართი №8

სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებული მსჯავრდებულის სპეციალური განმასხვავებელი ნიშნის ნიმუში

1. სპეციალური განმასხვავებელი ნიშანი:

 

სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებული მსჯავრდებული

 

2. სპეციალური განმასხვავებელი ნიშნის აღწერილობა:

ა) სპეციალური განმასხვავებელი ნიშანი მზადდება თეთრი ფერის მასალისაგან, მართკუთხედის სახით;

ბ) სპეციალური განმასხვავებელი ნიშნის ზედაპირზე აღინიშნება ნიშნის ნომერი და წარწერა ქართულ ენაზე: „სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებული მსჯავრდებული“;

გ) სპეციალური განმასხვავებელი ნიშანი სპეციალური სამაგრით, თვალსაჩინო ადგილზე, მაგრდება მკერდის მარჯვენა მხარეს.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

რ. გილიგაშვილი