,,საპყრობილის რეჟიმის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №367 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№401
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.11.106.005.839
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 47, 29/05/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.839

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №401

2003 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

“საპყრობილის რეჟიმის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №367 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. “საპყრობილის რეჟიმის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №367 ბრძანებით (სსმ. 1999 წ., №72(79), მუხ. 1100) დამტკიცებულ “საპყრობილის რეჟიმის დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით:

“მუხლი 14. საპყრობილის ტერიტორიაზე გადაადგილების წესი

1. მსჯავრდებულთა ჯგუფების გადაადგილება საპყრობილის ტერიტორიაზე ხორციელდება მწყობრად ადმინისტრაციის წარმომადგენლის წარმართვით.

2. სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებულ მსჯავრდებულთა საპყრობილის ტერიტორიაზე გადაადგილება ხორციელდება მხოლოდ სპეციალური განმასხვავებელი ნიშნის მეშვეობით (დანართი №8), რომლის მოხსნა მსჯავრდებულს ეკრძალება სამუშაოს დასრულებამდე. მსჯავრდებული ვალდებულია სამუშაოს დასრულების შემდგომ სპეციალური განმასხვავებელი ნიშანი ჩააბაროს საპყრობილის სარეჟიმო სამსახურს.

3. სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებულ მსჯავრდებულთათვის სპეციალური განმასხვავებელი ნიშნების გაცემისა და ჩაბარების აღრიცხვას აწარმოებს საპყრობილის სარეჟიმო სამსახური სპეციალურ ჟურნალში. სარეჟიმო სამსახური ვალდებულია მოსთხოვოს სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებულ მსჯავრდებულს, სამუშაოს დასრულების შემდგომ სპეციალური განმასხვავებელი ნიშნის ჩაბარება.”;

2. დებულებას დაემატოს შემდეგი სახის დანართი №8:

 

“დებულების დანართი №8

 

სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებული მსჯავრდებულის სპეციალური განმასხვევებელი ნიშნის ნიმუში

1. სპეციალური განმასხვევებელი ნიშანი:

 

 

სამეურნეო საქმიანობაში

დასაქმებული მსჯავრდებული

 

 

2. სპეციალური განმასხვევებელი ნიშნის აღწერილობა:

ა) სპეციალური განმასხვავებელი ნიშანი მზადდება თეთრი ფერის მასალისაგან, მართკუთხედის სახით;

ბ) სპეციალური განმასხვავებელი ნიშნის ზედაპირზე აღინიშნება ნიშნის ნომერი და წარწერა ქართულ ენაზე: “სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებული მსჯავრდებული”;

ბ) სპეციალური განმასხვავებელი ნიშანი სპეციალური სამაგრით, თვალსაჩინო ადგილზე, მაგრდება მკერდის მარჯვენა მხარეს.”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

რ. გილიგაშვილი