არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ხულო-თაგოს ბაგირგზის“ მომსახურებისათვის ტარიფის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.08.2022
ძალის დაკარგვა 04.10.2022
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.136.016390
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/09/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე | ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| მომსახურების სახეობა | ერთეულის რაოდენობა |
| მგზავრის გადაყვანა | ერთი |
| ტვირთის გადატანა | 30 კგ.-ზე ზევით ყოველ 50 კგ.-ზე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ხულო-თაგოს ბაგირგზის“ მომსახურებისათვის ტარიფის დამტკიცების შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2022 წლის 30 აგვისტო
დაბა ხულო
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ხულო-თაგოს ბაგირგზის“ მომსახურებისათვის ტარიფის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ხულო-თაგოს ბაგირგზის“ მომსახურების ტარიფები თანდართული დანართის მიხედვით. არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირს „ხულო-თაგოს ბაგირგზას“ მიენიჭოს უფლება-მოსილება, რომ დააკისროს მგზავრებს დაწესებული ტარიფის გადახდა.
მუხლი 2🔗
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ხულო-თაგოს ბაგირგზის“ თანამშრომლები, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოს მცხოვრებლები და სოფლად დასაქმებულები გათავისუფლდნენ აღნიშნული ტარიფის გადახდისაგან.
მუხლი 3🔗
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ხულო-თაგოს ბაგირგზის“ მუშაობის წესები განისაზღვროს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ქვემდებარე აქტით.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხულო-თაგოს ბაგირგზის მომსახურებისათვის ტარიფების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 30 მარტის დადგენილება №22.
მუხლი 5🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერენარ ბოლქვაძე
დანართი
არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირის „ხულო-თაგოს ბაგირგზის“ მომსახურების ტარიფები:
მომსახურების სახეობა
ერთეულის რაოდენობა
ფასი ლარებში
შენიშვნა
მგზავრის გადაყვანა
ერთი
5
ტვირთის გადატანა
30 კგ.დე
უფასო
ტვირთის გადატანა
30 კგ.-ზე ზევით ყოველ 50 კგ.-ზე
5