„№10 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 13 მაისის №537 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№862
სარეგისტრაციო კოდი
100020020.22.027.017352
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/09/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №862

2022 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„№10 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 13 მაისის №537 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„№10 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 13 მაისის №537 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.027.017032) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დებულების 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას შესაძლებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებისაგან განცალკევების მიზნით მისი სხვა საკანში ან დეესკალაციის ოთახში მოთავსება.“.

2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:

მუხლი 221. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში მოთავსება

1. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული, საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის ან/და დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის პატაკის საფუძველზე გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, იგი შეიძლება განთავსდეს დაწესებულების სათანადოდ აღჭურვილ დეესკალაციის ოთახში სამედიცინო პერსონალის უწყვეტი ხელმისაწვდომობის და დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის 24-საათიანი ვიზუალური საშუალებებით მეთვალყურეობის პირობებში. დეესკალაციის ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხო ლეიბით, სათვალთვალო კამერით, დისტანციურად მართვადი, დაზიანებისადმი მედეგი ღია ტიპის ტუალეტით, ონკანით, განათებით და სათანადო ვენტილაციით.

2. დეესკალაციის ოთახში პირის მიმართ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ფიზიკური შეზღუდვის ზომები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური საშუალებები. ფიზიკური შეზღუდვა უნდა მოხდეს გონივრული ვადით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული კრიტერიუმების ამოწურვამდე.

3. დეესკალაციის ოთახში პირის განთავსებისთანავე დგება ოქმი, სადაც უნდა აისახოს დეესკალაციის ოთახში პირის მოთავსების ზუსტი დრო. ოქმში გონივრული შუალედებით კეთდება შესაბამისი ჩანაწერი პირის მდგომარეობის შესახებ.

4. ბრალდებული/მსჯავრდებული დეესკალაციის ოთახში შეიძლება განთავსდეს იმ საფრთხის აღმოფხვრამდე, რამაც მისი დეესკალაციის ოთახში მოთავსება განაპირობა, მაგრამ არაუმეტეს 72 საათისა. დეესკალაციის ოთახში პირის მოთავსებისა და შესაბამისი ღონისძიების დასრულების შემდეგ დაწესებულების ექიმი ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ უტარებს სამედიცინო შემოწმებას.

5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფრთხის არსებობისას და ამ მუხლით დადგენილი წესით პირის დეესკალაციის ოთახში მოთავსების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

6. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში დასჯის მიზნით მოთავსება.

7. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახიდან გამოყვანა მისი დეესკალაციის ოთახში მოთავსების საფუძვლების აღმოფხვრამდე, გარდა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევისა და დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის შემთხვევებისა. გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევისა და დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის შემდგომ, ბრალდებული/მსჯავრდებული ბრუნდება დეესკალაციის ოთახში, თუ არ აღმოფხვრილა უკან დაბრუნების შესაბამისი საფუძველი.

8. შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, დეესკალაციის ოთახიდან ბრალდებულის/მსჯავრდებულის გამოყვანა დასაშვებია საგამოძიებო ან/და სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების მიზნით, რის შემდგომ, ბრალდებული/მსჯავრდებული ბრუნდება დეესკალაციის ოთახში, თუ არ აღმოფხვრილა დეესკალაციის ოთახში მოთავსების შესაბამისი საფუძველი.“.

3. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) უზრუნველყოფილი იყოს არადისკრიმინაციული მოპყრობით;

ზ) დაცული იყოს ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან;“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე