,,სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ღონისძიებების განხორციელების ზოგადი წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე”

მიღების თარიღი 22.05.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ნომერი №10/76
სარეგისტრაციო კოდი 390.050.000.12.212.005.843
გამოქვეყნების წყარო სსმ, 47, 29/05/2003
matsne.gov.ge 2,158 სიტყვა · ~11 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ღონისძიებების განხორციელების ზოგადი წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoToc1, li.MsoToc1, div.MsoToc1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:11.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 390.050.000.12.212.005.843 საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება №10/76 2003 წლის 22 მაისი ქ. თბილისი „სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ღონისძიებების განხორციელების ზოგადი წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს კანონის „საქარ­თვე­ლოს ტყის კოდექსის” (მიღებულია 1999 წლის 22 ივნისს №2124-II-ს) XXI თავის 84-ე მუხლის მე-6 ნაწილის, XXXV თავის 116-ე მუხლის „დ.მ“) ქვეპუნქტის მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს დებულება „სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ღონისძიებების განხორციელების ზოგადი წესის შესახებ”. 2. დაევალოს დეპარტამენტის პარლამენტთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველოს (ბატონი ნ. ბურდული) უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში და გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” დადგენილი წესის შესაბამისად. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. დვალი     დებულება „სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ღონისძიებების განხორციელების ზოგადი წესის შესახებ“ თავი I. ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. დებულების საფუძველი დებულება „სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ღონის­ძიებების განხორციელების ზოგადი წესის შესახებ” ეფუძ­ნება საქარ­თვე­ლოს ტყის კოდექსს (მიღებულია 1999 წლის 22 ივნისს №2124-II-ს), საქართველოს კანონს „დაცული ტერიტორიის შესახებ”, საქართველოს გარემოსდაცვით და სხვა კანონმდებლობას.     მუხლი 2🔗. დებულების მიზანი დებულების მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებისათვის საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდის გამოყენების რეგლამენტირება, შესაბამისი ზოგადი ნორმებისა და მექანიზმების დადგენა.     მუხლი 3🔗. დებულების რეგულირების საგანი 1. დებულების რეგულირების საგანია სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებისათვის საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობის დროს წარმოქმნილი ურთიერთობები. 2. ამ დებულების რეგულირების საგანს შეადგენს აგრეთვე ისეთი სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ქმედებების სამართლებრივი რეგულირება, რომლებიც სახელმწიფო ტყის ფონდის მდგომარეობაზე ახდენენ უმნიშვნელო გავლენას, ესენია: ა) არამანიპულირებადი სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ქმედება; ბ) ერთჯერადი ისეთი მანიპულირებადი სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ქმედება, რომელიც არ ითვალისწინებს რესურსების ბუნებრივი გარემოდან ამოღებას; გ) ერთჯერადი ისეთი მანიპულირებადი სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ქმედება, რომელიც ითვალისწინებს იმ ბუნებრივი რესურსის გამოყენებას, რომელთა ბუნებრივი გარემოდან ამოღება უკვე დაგეგმილია მიმდინარე ტყითსარგებლობის გეგმებით.     მუხლი 4🔗. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ღონისძიება 1. ამ დებულებისათვის სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებად ითვლება, სახელმწოფო ტყის ფონდზე, ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, განხორციელებული ყველა ის მანიპულირებადი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს პროცესების მეცნიერულ ანალიზს, შეფასებას და სამეცნიერო თვალსაზრისით საინტერესო სხვა კანონზომიერების დადგენას სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის ან სხვა მასალების გამოყენებით ან მის გარეშე. 2. ამ დებულებისათვის სასწავლო ღონისძიებად ითვლება, სახელმწიფო ტყის ფონდზე, ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, განხორციელებული ყველა ის მანიპულირებადი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების სწავლებას ან/და ზოგადი განათლების მიღებას. 3. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ღონისძიებები შეიძლება იყოს ერთჯერადი და მრავალჯერადი. თავი II. ძირითადი დებულებები     მუხლი 5🔗. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ღონისძიების ობიექტი და მიზანი 1. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ღონისძიების ობიექტი შეიძლება იყოს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა, მიწისზედა ან/და წყლის რესურსი, მცენარეთა, ცხოველთა სამყაროს ობიექტი ან/და ატმოსფერული სივრცე. 2. სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიების მიზანი შესაძლოა იყოს: ა) სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის კომპონენტების განხორციელების მეთოდოლოგიის დახვეწა, ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება და სიახლეთა პრაქტიკაში დანერგვა; ბ) ფუნდამენტური ან/და გამოყენებითი კვლევა-ძიება, მისი შედეგების პრაქტიკაში დანერგვა; გ) სახელმწიფო ტყის ფონდის რესურსების სამეცნიერო კვლევა ან/და შეფასება; დ) სახელმწიფო ტყის ფონდის ან მისი ცალკეული ნაწილის შესახებ არსებული ინფორმაციის სისტემატიზაცია; ე) სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობის, მისი დაცვის ან/და აღდგენის სფეროში სამეცნიერო კვლევა-ძიება ან/და სიახლეთა პრაქტიკაში დანერგვა; ვ) სხვა მიზანი. 3. სასწავლო ღონისძიების მიზანი შესაძლოა იყოს სკოლამდელი, სასკოლო ასაკის, სპეციალიზირებული და უმაღლესი სასწავლებლების მოსწავლე-ახალგაზრდობის სწავლება, სპეციალისტების სწავლება, კვალიფიკაციის ამაღლება, მომზადება და გადამზადება, აგრეთვე გარემოსდაცვით, ბუნებათსარგებლობის და სხვა საკითხებში მოსახლეობის ფართო მასების ზოგადი ცოდნის დონის ამაღლება.     მუხლი 6🔗. საკითხის დასმა სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით ტყით სარგებლობის თაობაზე 1. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით ტყით სარგებლობის ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს საქართველოს კანონმდებლობით სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო საქმიანობის განხორციელებაზე უფლებამოსილი ნებისმიერი იურიდიული პირი. 2. მაძიებლის მიერ, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით ტყით სარგებლობის თაობაზე, განაცხადი წარედგინება სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტს. 3. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით ტყით სარგებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით, ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის გამცემს უნდა წარედგინოს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები.  4. ისეთი ღონისძიების დაგეგმვის შემთხვევაში, რომლიც საქართველოს კანონმდებლობით ექვემდებარება ლიცენზირებას ან დამატებითი ნებართვის (ნებართვების) გაცემას (არასატყეო სფეროდან), მაძიებლის განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი ლიცენზიის ან ნებართვის (ნებართვების) ასლი (ასლები).     მუხლი 7🔗. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით ტყით სარგებლობისათვის ტერიტორიის შერჩევა და გამოყოფა 1. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით ტყით სარგებლობისათვის ტერიტორიის შერჩევას და ამ დებულების მოთხოვნათა გათვალისწინებით გამოყოფას ახორციელებს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი ან, მისი დავალებით, შესაბამისი ადგილობრივი (ტერიტორიული) ორგანო, ხოლო ადგილობრივი ტყეების შემთხ/ვევაში, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობა. 2. შერჩეული ტერიტორია, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად უნდა აკმაყოფილებდეს შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი განაცხადის მისაღებ პირობებს. 3. შერჩეული ტერიტორიის გამოყოფა ხორციელდება შემსრულებლის ხარჯებით.     მუხლი 8🔗. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით ტყით სარგებლობის დაგეგმვა 1. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით ტყით სარგებლობა ექვემდებარება წინასწარ დაგეგმვას. 2. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით ტყით სარგებლობის დაგეგმვას, შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი განაცხადის გათვალისწინებით, ახორციელებს შესაბამისი ტერიტორიის შერჩევაზე უფლებამოსილი პირი ამავე ტერიტორაზე უკვე ნაბადართული ტყით სარგებლობის დაგეგმვაზე უფლებამოსილ პირთან და შესაბამის ტყითმოსარგებლესთან შეთანხმებით. 3. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით ტყით სარგებლობის დაგეგმვა უნდა განხორციელდეს განაცხადის წარმოდგენიდან არა უგვიანეს 2 თვის ვადაში. 4. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით ტყით სარგებლობის დაგეგმვისას განაცხადის რომელიმე მოთხოვნის განხორციელებაზე უარი უნდა იყოს მოტივირებული და არგუმენტირებული. 5. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით ტყით სარგებლობის დაგეგმვის ამოცანაა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ტყით სარგებლობის წესების დაცვა, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ღონისძიებებისა და ამავე ტერიტორაზე უკვე ნაბადართული ტყით სარგებლობის ღონისძიებების შესაბამისობაში მოყვანა, ჰარმონიზება. 6. ამ მუხლით განსაზღვრული გეგმა ექვემდებარება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადგილობრივი (ტერიტორიული) ორგანოს ექსპერტიზას, რომელიც ხორციელდება შემსრულებლის ხარჯებით. 7. ამ მუხლით განსაზღვრული გეგმა წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით ტყით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის (ხელშეკრულების დადების) საფუძველს.     მუხლი 9🔗. ნებართვა სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით ტყითსარგებლობაზე 1. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით ტყით სარგებლობის ნებართვას წარმოადგენს ხელშეკრულება, რომელიც იდება „საქართველოს ტყის კოდექსის” XIV, XXI თავებით და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. 2. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები გათანაბრებულია მოსახლეობის ტყეში ყოფნასთან და არ საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, მაგრამ შემსრულებელი ვალდებულია სახელმწიფო ტყის ფონდის მართვაზე უფლებამოსილ ადგილობრივ (ტერიტორიულ) ორგანოს ამ ღონისძიების განხორციელებამდე ერთი კვირით ადრე მაინც მიაწოდოს ინფორმაცია: ა) ამ ღონისძიების მიზნისა და განხორციელების ვადების შესახებ; ბ) ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ; გ) განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ; დ) დაბანაკების სავარაუდო ადგილის შესახებ; ე) ღონისძიებათა განხორციელების ტერიტორიის შესახებ; ვ) სხვა განსაკუთრებულობებისა და თავისებურებების შესახებ. 3. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება შეიძლება შეიზღუდოს ან აიკრძალოს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვაზე უფლებამოსილი ადგილობრივი (ტერიტორიული) ორგანოს მიერ ხანძარსაშიშ პერიოდში ან მონაწილეთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიში გარემოებების არსებობის შემთხვევაში, რის თაობაზეც შემსრულებელს უნდა ეცნობოს ღონისძიების დაწყებამდე 3 დღით ადრე მაინც.     მუხლი 10🔗. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით ტყით სარგებლობის ხელშეკრულება 1. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით ტყით სარგებლობის ხელშეკრულება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და მოიცავდეს: ა) სამოქმედო ტერიტორიის მდებარეობას, ფართობს, საზღვრებს, ტყისა და მიწების კატეგორიას, სხვა პარამეტრების მიხედვით ამ ტერიტორიის დახასიათებას; ბ) სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ტყის დახასიათებას, მისი ფართობის, საზღვრების, ძირითადი სახეობრივი და ასაკობრივი შემადგენლობის, აგრეთვე მისი ფიზიკური მდგომარეობის სხვა მახასიათებლებს; გ) ნათლად გამოკვეთილ სამეცნიერო-კვლევით ან/და სასწავლო მიზნებს; დ) ხელშეკრულების დამდებ პირთა უფლებებსა და ვალდებულებებს: დ.ა) სატყეო – სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების სფეროში; დ.ბ) ტყით სარგებლობის დაგეგმვისა და განხორციელების სფეროში; დ.გ) ბუნებრივი ან სტიქიური მოვლენების თავიდან აცილების ან მათი შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოების განხორციელების საქმეში; დ.დ) ხელშეკრულების დამდები მხარეებისათვის საინტერესო სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ე) სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებისათვის ბუნებრივი გარემოდან ამოსაღები რესურსის რაოდენობას, სახეობას, ასაკს და სხვა დაზუსტებულ მახასიათებლებს; ვ) სამოქმედო ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების არსებობის შემთხვევაში, მოსახლეობის მიერ ამ სავარგულებით შეუფერხებლად სარგებლობის გარანტიებს; ზ) სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ბუნების, კულტურის, ისტორიული და რელიგიური ძეგლების დაცვისა და მოქალაქეებისათვის მათი ხელმისაწვდომობის გარანტიებს; თ) ინფორმაციას სამოქმედო ტერიტორიაზე აუცილებელი დამხმარე ნაგებობების განლაგების, აგრეთვე მათი მშენებლობის ტექნოლოგიისა და ტექნიკური საშუალებების შესახებ; ი) ტყით სარგებლობის ვადას და ჯერადობას; კ) ტყით სარგებლობის შეწყვეტისას კონსერვაციისა და გარემოს პირვანდელ მდგომარეობამდე აღდგენის ღონისძიებებსა და მათ დაფინანსება-განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირს. 2. ამ მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულებისათვის ინფორმაციის მოპოვება, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც განეკუთვნება შესაბამისად, სატყეო მეურნეობის ან დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტების სისტემის კომპეტენციას, ხორციელდება შემსრულებლის დაფინანსებით.     მუხლი 11🔗. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით ტყით სარგებლობის ვადები 1. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით ტყით სარგებლობის ხელშეკრულება იდება 20 წლამდე ვადით. 2. სამეცნიერო კვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ დანიშნულებით ტყით სარგებლობის ვადის ავტომატურად გაგრძელების პირობები შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხელშეკრულებაში. 3. მოტივირებული და არგუმენტირებული საფუძვლების არსებობისას, აუცილებლობის, აგრეთვე სახელშეკრულებო პირობების პირნათლად შესრულების შემთხვევაში, შემსრულებელს სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით ტყით სარგებლობის ხელშეკრულება გაუგრძელდება დამატებითი პირობების გარეშე. 4. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თითოეული ღონისძიების განხორციელების ვადა, არ შეიძლება აღემატებოდეს ერთ კვირას.     მუხლი 12🔗. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით ტყით სარგებლობის განხორციელების ზოგადი პრინციპები 1. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით ტყით სარგებლობა შეიძლება განხორციელდეს სახელმწიფო ტყის ფონდის მთელს ტერიტორიაზე, გარდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებით აკრძალული შემთხვევებისა. 2. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით ტყით სარგებლობის განხორციელებისას ძირითადად დაცულ უნდა იქნეს საქართველოს სატყეო კანონმდებლობა და ამ სარგებლობამ არ უნდა გამოიწვიოს სახელმწიფო ტყის ფონდის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება ან შესაბამისი ტენდენცია. 3. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით ტყით სარგებლობის დროს ბუნებრივი რესურსების მოხმარება ან/და დაზიანება ექვემდებარება ანაზღაურებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება მთლიანად ექვემდებარება საქართველოს სატყეო კანონმდებლობის დაცვას, ხოლო ამ დროს ბუნებრივი რესურსების მოხმარება ან/და დაზიანება – ანაზღაურებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 13🔗. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით ტყით სარგებლობის განსახორციელებლად დამხმარე ნაგებობების მშენებლობა 1. შემსრულებელს უფლება ეძლევა გამოიყენოს სახელმწიფო ტყის ფონდის შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა (გზები და სხვა) უსასყიდლოდ, ხოლო სხვა სპეციალური საშუალებები – სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად. 2. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებისათვის დამხმარე ნაგებობების მშენებლობისათვის (მოსაწყობად) ამ დებულებით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილება შემსრულებელს არ ათავისუფლებს მსგავსი მშენებლობების განხორციელებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებისაგან. 3. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებისათვის დამხმარე ნაგებობების მშენებლობა (მოწყობა) უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ტყის ფონდზე მინიმალური ზიანის მიყენებით. 4. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ან სხვა კანონიერი საფუძვლით სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით ტყით სარგებლობის შეწყვეტისას დამხმარე ნაგებობები ექვემდებარება ლიკვიდაციას, ხოლო გარემო პირვანდელ მდგომარეობამდე აღდგენას. 5. ხელშეკრულების ვადის ამუწურვის ან სხვა კანონიერი საფუძვლით სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით ტყით სარგებლობის შეწყვეტისას დამხმარე ნაგებობების შენარჩუნება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია ტყის დაცვისა და აღდგენის მიზნებისათვის და თუ ისინი საკუთრებაში გადაეცემათ ტყის ფონდის მართვაზე უფლებამოსილ ორგანოებს, ამასთან უსასყიდლოდ.     მუხლი 14🔗. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის ღონისძიებების განხორციელება სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით ტყით სარგებლობის პირობებში 1. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით ტყით სარგებლობის პირობებში სახელმწიფო ტყის ფონდის მართვას ახორციელებს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვაზე უფლებამოსილი შესაბამისი სახელმწიფო უწყება სატყეო კანონმდებლობის შესამამისად. 2. შემსრულებლის ინიციატივის შემთხვევაში, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვაზე უფლებამოსილ ადგილობრივ (ტერიტორიულ) ორგანოს უფლება ეძლევა, ხელშეკრულების საფუძველზე მას მიანიჭოს სახელმწიფო ტყის ფონდის დაცვის დამატებითი უფლებები. 3. ტექნოლოგიური და ტექნიკური უსაფრთხოების დაცვაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება შემსრულებელს.     მუხლი 15🔗. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით ტყითსარგებლობისათვის ინფორმაციის გამოყენების წესი 1. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით ტყით სარგებლობისათვის და ამ სარგებლობის დროს მოპოვებული ინფორმაციის განკარგვა ხდება “საქართველოს ტყის კოდექსის 84-ე მუხლისა და საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად. 2. სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და მას განკარგავს შესაბამისი სახელმწიფო უწყება. თავი III. დასკვნითი დებულებები     მუხლი 16🔗. . სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით ტყით სარგებლობის განხორციელებაზე კონტროლი 1. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით ტყით სარგებლობაზე კონტროლის მიზანია საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა. 2. კონტროლს ახორციელებს ტყის ფონდის მართვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი უწყება, აგრეთვე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. 3. კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 17🔗. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით ტყით სარგებლობის უფლების შეჩერება, შეზღუდვა, შეწყვეტა და ამ უფლების აღდგენა სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვა, შეჩერება, შეწყვეტა და ამ უფლების აღდგენა ხორციელდება „ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერების, შეწყვეტისა და ამ უფლების აღდგენის შესახებ” დებულების შესაბამისად.     მუხლი 18🔗. დავების გადაწყვეტა სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით ტყით სარგებლობისას სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით ტყით სარგებლობისას წარმოშობილი დავები წყდება სასამართლო წესით.