„ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №37 დადგენილებით დამტკიცებულ დებულების დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№26
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.143.016646
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/09/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2022 წლის 1 სექტემბერი

ხაშური

 

„ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №37 დადგენილებით დამტკიცებულ დებულების დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხაშურის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს ცვლილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის დებულების დამტკიცების შესახებ“  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №37 დადგენილებით დამტკიცებულ დებულების დანართში (www.matsne.gov.ge, 08/12/2017; 010250050.35.143.016445) და დაემატოს შემდეგი შინაარსის 411 მუხლი:

„მუხლი 411. მერიის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელებისას პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

1. მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების, მათ შორის: სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის  ხელშეწყობის, ადამიანური რესურსების მართვის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა დაშვების და სხვა მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან“ გაფორმებული სათანადო  მემორანდუმის საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს სააგენტოდან პერსონალური მონაცემები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) პირადი ნომერი;

დ) დაბადების თარიღი;

ე) სქესი;

ვ) მოქალაქეობა;

ზ) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ;

თ) ფოტოსურათი;

ი) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.

4. ამ მუხლის მიზნებისათვის მერია ასევე მოიცავს ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ლიპარტელიანი