შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.09.2022
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016642
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.09.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 03.08.2018
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2022 წლის 2 სექტემბერი
ქ. ზუგდიდი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,უ“ პუნქტის და მე-4 ნაწილისს, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.ვ“ პუნქტის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭოს დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 აგვისტოს №69 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიგა ფარულავა
დანართი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭოს
დებულება
მუხლი 1🔗
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა ღირსეული ცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.
მუხლი 2🔗
საბჭო ხელმძღვანელობს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3🔗
1. საბჭო შედგება თავმჯდომარის, მოადგილის, წევრებისა და მდივნისგან.
2. საბჭოს თავმჯდომარეა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი.
3. საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელიც არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე.
4. საბჭოს წევრთა შემადგენლობა მტკიცდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელშიც შედიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის საჯარო მოხელეები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშვე ორგანიზაციების წარმომადგენლები.
5. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომებს.
6. საბჭო იწვევს სათათბირო ხმის უფლებით სპეციალისტებს და ექსპერტებს სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად, განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე.
მუხლი 4🔗
საბჭოს ამოცანებია:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე ერთიანი მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და კოორდინაცია;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ღირსეული ცხოვრების და ამ მიზნით შესაბამისი პირობების შექმნის ხელშეწყობა;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით არასამთავრობო, სამთავრობო და კერძო სექტორებთან თანამშრომლობა;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შესაბამისი ადაპტირებული და ინკლუზიური გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა ხასიათის უფლებების რეალიზების ხელშეწყობა;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების გაძლიერების ხელშწყობა.
მუხლი 5🔗
1. საბჭოს ფუნქციებია:
ა) რეკომენდაციების შემუშავება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით;
ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციისთვის;
გ) არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მოზიდვა არსებული პროექტების დაფინანსებისა და ხელშეწყობის მიზნით;
დ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო, მათ შორის, სურსათ-სანოვაგით და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის საკითხების გადაჭრისთვის რეკომენდაციების მომზადება შესაბამის სამსახურებთან ერთად;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათ მიერ შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანებების გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობა;
ზ) შესაბამის სამსახურებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შესაბამისი სპორტის სახეობების დანერგვისა და პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარებისთვის ხელშეწყობა;
თ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება და მათ დანერგვაში ხელშეწყობა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი;
ი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის კონსულტირება;
კ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით სტრატეგიული და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების, ერთიანი წესების, პირობების, არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საკითხებისა და რეკომენდაციების შემუშავება და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენა;
ლ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამსახურების ერთიანი პოლიტიკის კოორდინირება, პრიორიტეტული და სპეციალიზებული პროგრამებისა თუ ღონისძიებათა ინიცირება და მათ შემუშავებაში მონაწილეობა;
მ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული პროგრამების რეალიზაციის მონიტორინგი, შეფასება, ზედამხედველობა და კოორდინაცია;
ნ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება;
ო) სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებიდან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პიების (ა(ა)იპ და შპს) ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები.
მუხლი 6🔗
საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილება:
ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება სხდომებს;
ბ) წარმოადგენს საბჭოს და საბჭოს სახელით აწარმოებს მიმოწერას;
გ) იწვევს საბჭოს სხდომებს, დავალებებს აძლევს საბჭოს წევრებს;
დ) ამტკიცებს საბჭოს სამუშაო განრიგს;
ე) ხელს აწერს საბჭოს სხდომის ოქმს.
მუხლი 7🔗
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება:
ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას;
ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;
გ) ამ დებულებიდან გამომდინარე, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 8🔗
საბჭოს მდივანის უფლებამოსილება:
ა) პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე;
ბ) თანამშრომლობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ახდენს შემოსული განცხადებების, წინადადებებისა და პროექტების კოორდინაციას;
გ) საბჭოს წევრებს წარუდგენს განსახილველი საკითხების ნუსხას;
დ) საბჭოზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს ურიგებს საბჭოს წევრებს და უწევს კონტროლს დოკუმენტაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
ე) აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო დოკუმენტაციას.
მუხლი 9🔗
1. საბჭოს წევრს უფლება აქვს:
ა) საბჭოს სხდომაზე წამოაყენოს საკითხები და წინადადებები. მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში;
ბ) წერილობით აცნობოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინადადების, დასკვნის ან რეკომენდაციისგან;
გ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი;
2. საბჭოს წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომები არასაპატიო მიზეზით;
ბ) შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
გ) წარუდგინოს საბჭოს ანგარიში დავალებების შესრულების შესახებ.
3. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ზედიზედ 3-ჯერ სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენა;
გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადის გასვლა;
დ) გარდაცვალება;
ე) მერიის თანამდებობის პირისა და საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა.
მუხლი 10🔗
1. საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ.
2. საბჭოს სხდომის ორგანიზებისა და მისი მიმდინარეობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ შესაბამისად.
3. საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი.
4. საბჭოზე არ შეიძლება განხილულ იქნეს საკითხი, გარდა შიდასაორგანიზაციო და საპროცედურო საკითხებისა, თუ კი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში.
5. საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია თავმჯდომარეს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებულ იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას.
6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება;
ბ) სხდომის დრო და ადგილი;
გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა;
დ) განხილვის საგანი;
ე) კენჭისყრის შედეგები;
ვ) მიღებული გადაწყვეტილება;
ზ) განსხვავებული მოსაზრება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
7. სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
8. საბჭოს სხდომებზე ხდება დამსწრეთა რეგისტრაცია. საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილებისას გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
9. საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა.
მუხლი 11🔗
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ მის მიერ განსაზღვრულ ვადაში.