„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიურ კორპუსთან და მათთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის „დიპლომატი“-ს დებულების დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 28.05.2003
ძალის დაკარგვა 13.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №53
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.109.005.848
გამოქვეყნების წყარო სსმ, 48, 30/05/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონი
დოკუმენტის ტექსტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიურ კორპუსთან და მათთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის „დიპლომატი“-ს დებულების დამტკიცების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:LitNusx;}
@font-face {font-family:GeoDumba;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
h1 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:315.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"GeoDumba","sans-serif"; font-weight:normal;}
h3 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:14.0pt; font-family:"GeoDumba","sans-serif";}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-9.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-9.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:45.0pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.a, li.a, div.a {mso-style-name:"Текст выноски"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt 1.0in 35.95pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.11.109.005.848
საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრის ბრძანება №53
2003 წლის 28 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მათთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის - „დიპლომატი”-ს დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მათთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის–„დიპლომატის”-ს ჩამოყალიბებისა და მისი შემდგომი ფუნქციონირების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 24 მარტის №93 ბრძანებულების მე-3 პუნქტის განხორციელების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მათთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის – „დიპლომატის”-ს” დებულება.
2. დაევალოს გენერალურ სამდივნოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ბრძანების რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საჯარო რეესტრში.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი . მენაღარიშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მათთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახური – „დიპლომატი”-ს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მათთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახური „დიპლომატი” (შემდგომში – „სამსახური”) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 24 მარტის №93 ბრძანებულებით.
2. სამსახური საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
3. სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებებითა და ამ დებულებით.
4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სამსახური ფლობს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის დამახასიათებელ ყველა იმ უფლება-მოვალეობას, რომელიც მინიჭებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით.
5. სამსახურის საქმიანობა არ არის მიმართული უპირატესად მოგების მისაღებად. მისი შემოსავლები გამოიყენება სამსახურის მიზნებისა და მასზე დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად.
6. სამსახურს ენიჭება უფლება საქართველოს ტერიტორიაზე მოემსახუროს უცხოეთის ქვეყნების საელჩოებს, საკონსულოებს და მათთან გათანაბრებულ საერთაშორისო და სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებს.
7. სამსახურის სრული დასახელება: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მათთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახური “დიპლომატი”.
8. სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, 0102, დ. აღმაშენებლის გამზ. №61.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტატუსი
1. სამსახურის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. სამსახურს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, დადგენილი წესით რეგისტრირებული მრგვალი და სწორკუთხოვანი ბეჭდები, შტამპი, ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში, ემბლემა, აგრეთვე სათანადო ბლანკები და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
3. სამსახურს სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს ქონება და საბრუნავი სახსრები, რომელიც დადგენილი წესით აისახება სამსახურის ბალანსში.
4. სამსახური დამოუკიდებლად ახორციელებს საჯარო (მათ შორის სამეურნეო) საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი მიზნები და ამოცანები
1. სამსახურის ძირითადი ამოცანაა:
ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული ორგანიზაციების საქმიანობის ნორმალური პირობების შექმნის ხელშეწყობის მიზნით მომსახურების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება;
ბ) საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული, ეფექტიანი სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგანიზაციული მექანიზმების შესახებ წინადადებების შემუშავება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული ორგანიზაციების მომსახურების სფეროს განვითარებისა და სრულყოფისათვის.
2. სამსახურის მიერ ხორციელდება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის მომსახურების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის საინვესტიციო წინადადებების და პროგრამების დადგენილი წესით მომზადება და წარდგენა შესაბამის ორგანიზაციებში.
მუხლი 4🔗. სამსახურის ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი
1. სამსახურის ძირითადი ფუნქციები და საქმიანობის მიზნები განსაზღვრულია წინამდებარე დებულებით.
2. სამსახურის ფუნქციებია არასამეწარმეო მიზნებისა და დიპლომატიური კორპუსის მომსახურების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის:
ა) უზრუნველყოს საოფისე, სარეზიდენციო და სხვა სახის ფართობების გამონახვა- შეთავაზება, დახმარება მათ კეთილმოწყობაში;
ბ) შესაბამისი დაკვეთით დაჯავშნოს და შეიძინოს ბილეთები საავიაციო, სარკინიგზო, საზღვაო, საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრობისათვის;
გ) უზრუნველყოს სასტუმროს ნომრების დაჯავშნა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;
დ) გაუწიოს დახმარება კულტურული ღონისძიებების, ბანკეტების, ოფიციალური მიღებების ორგანიზებაში, აღმოუჩინოს დახმარება სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სხვა სახის დაწესებულებებით სარგებლობაში;
ე) უზრუნველყოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული ორგანიზაციების მომსახურება მაღალკვალიფიციური მთარგმნელებით, მძღოლებით და სხვა პერსონალით;
ვ) გაუწიოს დახმარება ოფისების, ბინების, ავტოსადგომების და მიმდებარე ტერიტორიების რემონტში, მოვლასა და კეთილმოწყობაში;
ზ) უზრუნველყოს დიპლომატიური კორპუსისა და მათთან გათანაბრებული ორგანიზაციების საკუთარი და სამსახურებრივი ავტომანქანების ტექნიკური მომსახურეობა, საჭიროების შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურეობა ან მიქირავება;
თ) ორგანიზება გაუწიოს სეზონური სპორტული ტურნირების ჩატარებას;
ი) უზრუნველყოს დიპლომატიური კორპუსის ბარგის გადატანა, გაგზავნა და მიღება, აღმოუჩინოს დახმარება ტვირთების საბაჟო გაფორმების საკითხებში;
კ) დიპლომატიური წარმომადგენლობების სათანადო მოთხოვნის შემთხვევაში ორგანიზება გაუწიოს კავშირგაბმულობის შიდა სისტემების, საკაბელო ტელევიზიის და თანამგზავრული ან სხვა სახის სატელეფონო კავშირის მონტაჟს და ექსპლუატაციას;
ლ) აღმოუჩინოს დახმარება დიპლომატიურ კორპუსს საკუთარი და სამსახურებრივი ავტომანქანების რეგისტრაციასა და დიპლომატიური და სხვა სახის სპეცნომრების მიღებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფში;
მ) უზრუნველყოს უცხოურ წარმომადგენლობებში მომუშავე ადგილობრივი კადრების მომზადება-გადამზადება და მათი დადგენილი წესით აღრიცხვა;
ნ) უზრუნველყოს სასწრაფო საავარიო-კომუნალური და საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზება;
ო) უზრუნველყოს სრულყოფილი ოპერატიული, საინფორმაციო, სარეკლამო და საგამომცემლო მომსახურება;
პ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს იურიდიული კონსულტაცია და იურიდიული ხასიათის დოკუმენტაციის მომზადება, თარგმნა, მის ლეგალიზაციაში დახმარება;
ჟ) სამსახურის საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა-განვითარება.
3. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურს უფლება აქვს თავისი მიზნების განსახორციელებლად:
ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შესაბამისი უწყების თანხმობით ბალანსიდან ბალანსზე, უსასყიდლო უზუფრუქტის და/ან იჯარის ფორმით მიიღოს უძრავი ქონება, დაიქირაოს ან შესაბამისი თანხმობის საფუძველზე შეისყიდოს და დააგირაოს საკუთარი უძრავ-მოძრავი ქონება;
ბ) აწარმოოს მის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო და სხვა სახის სამუშაოები;
გ) შეიძინოს სხვადასხვა დანიშნულების ავტომანქანები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და სტუმრად მყოფი დელეგაციების მომსახურების მიზნით;
დ) განსაზღვროს ფასების ზღვრული ოდენობა გაწეულ მომსახურებაზე, აწარმოოს მომსახურება დამკვეთთან შეთანხმებული ფასებით. ამასთან, უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების მომსახურებისას გათვალისწინებული იქნება ნაცვალგების პრინციპი;
ე) დადგენილი წესით დააფუძნოს სხვადასხვა სახის საწარმოები;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, შექმნას ფილიალები და წარმომადგენლობები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში (ქალაქებში), იმისდა მიხედვით ფუნქციონირებენ თუ არა იქ დიპლომატიური წარმომადგენლობები და მათთან გათანაბრებული ორგანიზაციები;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი თანხმობის საფუძველზე აიღოს საბანკო დაწესებულებებიდან ან სხვა წყაროებიდან სესხები, მოიზიდოს უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციები;
თ) გააგზავნოს სპეციალისტები მივლინებით საზღვარგარეთის ქვეყნებში და მიიღოს საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლები ამ დებულებით გათვალისწინებული საკითხების განხილვისა და შესწავლის მიზნით;
ი) გამართოს სიმპოზიუმები, კონფერენციები და სხვა ღონისძიებანი დიპლომატიური კორპუსისა და მათთან გათანაბრებული ორგანიზაციების მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;
კ) ჰქონდეს საკუთარი პერიოდული და სხვა სახის არაკომერციული გამოცემები ქართულ და უცხოურ ენებზე;
ლ) მოამზადოს სარეკლამო და შემეცნებითი მნიშვნელობის სხვა მასალა, მოახდინოს მათი ტირაჟირება და გავრცელება როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ;
მ) დადოს ყიდვა-გაყიდვის, იჯარის, მომსახურების, საკრედიტო, საკომისიო, დაზღვევისა და სხვა ხელშეკრულებები, გააფორმოს ხელშეკრულებები თანამშრომლობაზე და ერთობლივ საქმიანობაზე;
ნ) დააფუძნოს საწარმოები, მათ შორის სპეციალური დანიშნულების დიპლომატიური საწყობ-მაღაზიების, საზ.კვების, დასასვენებელი და გასართობი ობიექტების, ტურისტული, უძრავი ქონების სააგენტოების, ავია და სხვა სატრანსპორტო ბილეთების სალაროების, აეროპორტში ან რკინიგზის სადგურზე სერვის-ცენტრების სახით ან მიიღოს მონაწილეობა მათ დაფუძნებაში;
ო) საჭიროების შემთხვევაში, მოაწყოს აუქციონები, კონკურსები, ტენდერები შეკვეთების შემსრულებელთა გამოსავლენად;
პ) ეწეოდეს მოქმედი კანონმდებლობით ნებადართულ ყველა სახის საქმიანობას, რომლის მიზანიც არის დიპლომატიური კორპუსისა და მათთან გათანაბრებული ორგანიზაციების მომსახურების ინფრასტრუქტურის განვითარება, მოიპოვოს ლიცენზია ან/და ნებართვა ყველა იმ საქმიანობისათვის, რომელთა განხორციელებაც საჭიროებს ლიცენზირებას ან/და განებართვიანებას.
4. სამსახური ვალდებულია:
ა) პასუხი აგოს ეროვნული სიმდიდრისა და სახელმწიფო ქონების შენახვასა და დაცვაზე, დაიცვას კანონიერი ინტერესები უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში;
ბ) სახელშეკრულებო, საკრედიტო, საანგარიშსწორებო და საგადასახადო ვალდებულებათა დარღვევისათვის პასუხი აგოს დამოუკიდებლად საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) უფლებამოსილი ორგანოების გაფრთხილებისთანავე შეაჩეროს საკუთარი გადაწყვეტილებების და აქტების მოქმედება, ხოლო მათი არამართლზომიერების დადგენის შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს ისინი;
დ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობანი.
მუხლი 5🔗. სამსახურის დაფინასება, სახსრების შექმნა და გამოყენება
1. სამსახურის შემოსავლების წყარო მოქმედი კანონმდებლობით შეიძლება იყოს მიღებული და მოზიდული სახსრები, კერძოდ:
ა) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან (მიწოდებული მომსახურებიდან) მიღებული შემოსავალი;
ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები (მათ შორის მიზნობრივი ინვესტირების შედეგად მიღებული შემოსავალი).
2. სამსახურის ძირითადი საქმიანობით მიღებული შემოსავლები ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემდეგ სრულად რჩება სამსახურის გამგებლობაში და ხმარდება მისი მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6🔗. სამსახურის სტრუქტურა და მართვა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. სამსახურის უფროსი ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად.
2. სამსახურის უფროსის მოადგილეებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
3. სამსახურის უფროსი:
ა) ახორციელებს სამსახურის მიმდინარე საქმიანობისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სამსახურს სამართლებრივ ურთიერთობებში, სამსახურის სახელით დებს ხელშეკრულებებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვალდებულია სამსახურის საქმეები წარმართოს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად;
გ) ამტკიცებს სამსახურის სტუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, წლიურ ხარჯთაღრიცხვასა და სამეურნეო საფინანსო გეგმას, დადგენილი წესით ქმნის ცალკეულ სტუქტურულ ქვედანაყოფებს, ახორციელებს მათ რეორგანიზაციასა და გაუქმებას;
დ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამუშაოდ ღებულობს და ათავისუფლებს მუშაკებს, წყვეტს მათი წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხებს, ადგენს პრემირების სისტემას, შვებულებების განრიგს და მის ხანგრძლივობას კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წყვეტს სხვა საკადრო საკითხებს;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, მეთოდურ მითითებებს;
ვ) წყვეტს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა სხვა საკითხს ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში;
ზ) ანაწილებს ფუნქციებსა და დავალებებს თანამშრომლებს შორის.
4. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინაშე. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 7🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
სამსახურის მიერ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი ქმედების განხორციელება შეიძლება საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების თანხმობით.
მუხლი 8🔗. საბუღალტრო ანგარიშგება
სამსახური ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება.
მუხლი 9🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. სამსახური, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული ქმედების კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო–ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. სამსახურის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
მუხლი 10🔗. სამსახურის სიმბოლიკა
1. სამსახურს შეიძლება ქონდეს ემბლემა, რომელიც რეგისტრირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამსახურის ემბლემა შეიძლება გამოყენებული იქნეს სამსახურის ბეჭედზე, სავიზიტო ბარათებზე, ბლანკებზე, სხვა ნაბეჭდ გამოცემებსა და სამსახურის სუვენირებზე.
მუხლი 11🔗. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება იგივე წესით, როგორითაც მოხდა სამსახურის დებულების დამტკიცება.
მუხლი 12🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.