პირის მიერ სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.09.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1. სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის საჭირო ადამიანური რესურსი
სარეგისტრაციო კოდი 430060000.10.003.023662
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/09/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.09.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭების, ამ სტატუსის შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ პროფესიული განათლების შესახებ პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
პირის მიერ სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების წესისა და პირობების
დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №451
2022 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
პირის მიერ სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „პირის მიერ სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების წესი და პირობები“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
პირის მიერ სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების წესი და პირობები
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
„პირის მიერ სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების წესი და პირობები“ (შემდგომში − წესი) ადგენს იმ მოთხოვნებსა და პროცედურას, რომელთა დაკმაყოფილება და შესრულება სავალდებულოა სასწავლო საწარმოს სტატუსის მოსაპოვებლად.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პირი − მეწარმე სუბიექტი/იურიდიული პირი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირი;
ბ) დარგობრივი უნარების ორგანიზაცია − იურიდიული პირი, რომელიც „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/ პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 აგვისტოს №416 დადგენილებით განსაზღვრული წესით რეგისტრირებულია დარგობრივი უნარების ორგანიზაციად და ახორციელებს ამ წესით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;
გ) საგანმანათლებლო დაწესებულება − პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის (შემდგომში − პროგრამა) განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება;
დ) სერტიფიკატი − ამონაწერი სასწავლო საწარმოების რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს პირის მიერ სასწავლო საწარმოს სტატუსის ფლობას და რომელშიც მითითებულია სასწავლო საწარმოს სტატუსის მოქმედების ვადა, ასევე იმ კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების სახელწოდება, რომლის მინიჭებაც ხდება სასწავლო საწარმოს თანამონაწილეობით განხორციელებული პროგრამის დასრულების შემდეგ;
ე) სასწავლო საწარმოების რეესტრი − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − პროფესიული უნარების სააგენტოს (შემდგომში − პროფესიული უნარების სააგენტო) მიერ ადმინისტრირებული ელექტრონული ბაზა, რომელშიც რეგისტრირებულია ყველა სასწავლო საწარმო;
ვ) სასწავლო საწარმო − მეწარმე სუბიექტი/იურიდიული პირი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც, ამ წესის შესაბამისად, მოპოვებული აქვს პროგრამის დუალური სწავლების ფორმით საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით განხორციელების უფლება;
ზ) კონსორციუმი − ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების ერთიანობა, რომლის ფარგლებშიც კონსორციუმის წევრები უზრუნველყოფენ აქტივობების კოორდინაციას საერთო მიზნის განსახორციელებლად.
თავი II. პირის მიერ სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების წესი და სტანდარტები
მუხლი 3🔗. სასწავლო საწარმოს სტატუსის
მოპოვების
მიზანი
სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების მიზანს წარმოადგენს პირის მიერ, ფორმალური განათლების ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად, პროგრამის დუალური სწავლების ფორმით განხორციელება.
მუხლი 4🔗. სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების უფლებამოსილების მქონე სუბიექტები
1. სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების უფლება აქვს მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვება შეუძლია როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა პირთან/პირებთან ერთობლივად.
3. სასწავლო საწარმოს სტატუსის ერთობლივად მოპოვების უფლება აქვთ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ორ ან რამდენიმე პირს, რომლებიც ქმნიან კონსორციუმს.
4. სასწავლო საწარმოს სტატუსის ერთობლივად მოპოვების შემთხვევაში, კონსორციუმში გაერთიანებული თითოეული პირი მოიხსენიება სასწავლო საწარმოდ, თუმცა მათ უფლება აქვთ, მხოლოდ ერთობლივად განახორციელონ შესაბამისი პროგრამები.
5. სასწავლო საწარმოს სტატუსის ერთობლივად მოპოვების მიუხედავად, კონსორციუმში გაერთიანებული თითოეული პირი უფლებამოსილია, დამოუკიდებლადაც მოიპოვოს სასწავლო საწარმოს სტატუსი.
6. სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების მიზნით კონსორციუმის შექმნა უნდა დასტურდებოდეს პირებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით/მემორანდუმით ან/და თანამშრომლობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტით.
მუხლი 5🔗.
პირის მიერ სასწავლო საწარმოს სტატუსის
მოპოვების
სტანდარტები
1. სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების მიზნით პირი უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის დანართით განსაზღვრულ სტანდარტებს (შემდგომში – სტანდარტები).
2. სასწავლო საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილი სუბიექტი უფლებამოსილია, კომპეტენციის ფარგლებში, დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებაც, სტანდარტებთან ერთად, აუცილებელია სასწავლო საწარმოს სტატუსის მოსაპოვებლად.
მუხლი 6🔗. სასწავლო საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილი სუბიექტები
1. სასწავლო საწარმოს სტატუსის მინიჭებას უზრუნველყოფს დარგობრივი უნარების ორგანიზაცია, ამ წესითა და მის მიერ დადგენილი სხვა წესების შესაბამისად.
2. თუ ეკონომიკური საქმიანობის რომელიმე დარგში/სექტორში არ არსებობს დარგობრივი უნარების ორგანიზაცია ან არსებობს, მაგრამ არ უზრუნველყოფს სასწავლო საწარმოსთვის დუალური სწავლების უფლების მინიჭებას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას განახორციელებს პროფესიული უნარების სააგენტო.
მუხლი 7🔗. სასწავლო საწარმოს სტატუსის
მოპოვების
ეტაპები
1. სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის/პირების მიერ დამოუკიდებლად ან ერთობლივად ელექტრონული განაცხადის (შემდგომში − განაცხადი) გაკეთება სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების მიზნით (შემდგომში − დაინტერესებული საწარმო);
ბ) დაინტერესებული საწარმოს მიერ გაკეთებული განაცხადის განხილვა;
გ) დაინტერესებული საწარმოს შეფასება, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
დ) ელექტრონულ სისტემაში შეფასების შედეგების ასახვა;
ე) გადაწყვეტილების მიღება;
ვ) სასწავლო საწარმოს რეგისტრაცია.
2. სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განაცხადის წარდგენიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 8🔗. განაცხადის
წარდგენა
და
განხილვა
1. პირი, სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების მიზნით, აკეთებს განაცხადს ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
2. განაცხადი უნდა შეიცავდეს:
ა) დაინტერესებული საწარმოს სახელწოდებას, სამართლებრივ ფორმასა და საიდენტიფიკაციო კოდს;
ბ) დაინტერესებული საწარმოს მისამართსა (იურიდიული და ფაქტობრივი) და საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი), ასევე ინფორმაციას ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების შესახებ;
გ) დაინტერესებული საწარმოს საქმიანობის სფეროს;
დ) ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, დაინტერესებული საწარმოს მიერ განხორციელებული საქმიანობა ექვემდებარება თუ არა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზიის გაცემას/ნებართვას ან/და სხვა სპეციალურ რეგულირებას;
ე) „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ გათვალისწინებულ დეტალურ სფეროს (პროფესიული განათლების სწავლის სფეროები), რომელში შემავალი პროგრამის/პროგრამების განხორციელების პროცესში ჩართვის მზადყოფნასაც გამოთქვამს დაინტერესებული საწარმო;
ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.
3. დაინტერესებული საწარმოს მიერ წარდგენილ განაცხადს უნდა დაერთოს:
ა) განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ელექტრონული გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დავალება;
ბ) საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზიას/ნებართვას ან/და სხვა სპეციალურ რეგულირებას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება საქმიანობის განხორციელების უფლება და ვადა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) კონსორციუმის შექმნის დამადასტურებელი კონსორციუმის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება/ხელშეკრულება/მემორანდუმი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი;
ე) პროფესიულ სტუდენტსა და სასწავლო საწარმოს შორის გასაფორმებელი შრომითი/სამუშაოს შესრულების/მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების პროექტი;
ვ) მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს სტანდარტებთან მის შესაბამისობას.
4. სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების საფასურის ოდენობას/ოდენობებს და მისი გადახდის წესს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინების საფუძველზე, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. ეკონომიკური საქმიანობის ან/და დასაქმების სფეროების ან/და საწარმოთა ზომის მიხედვით შესაძლებელია, დადგინდეს საფასურის სხვადასხვა ოდენობა. ამ პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დაერთვის განაცხადს.
5. სასწავლო საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილი სუბიექტი ამოწმებს განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შეუსაბამობის შემთხვევაში, დაინტერესებული საწარმოს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს ვადას. ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება შეჩერებულად მიიჩნევა დაინტერესებული საწარმოსთვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.
6. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, დაინტერესებული საწარმოს განაცხადის განხილვა გრძელდება, ხოლო ამავე ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, განაცხადი დარჩება განუხილველი, რის შესახებაც ეცნობება დაინტერესებულ საწარმოს.
მუხლი 9🔗. დაინტერესებული საწარმოს შეფასება
1. სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების მიზნით, დაინტერესებული საწარმოს შეფასებასა და სასწავლო საწარმოს სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას უზრუნველყოფს სასწავლო საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილი სუბიექტი, ამ წესისა და მის მიერ დადგენილი პროცედურის საფუძველზე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
2. სასწავლო საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილი სუბიექტი უფლებამოსილია, გარემოებების სრულყოფილად შესწავლის მიზნით, მიიღოს გადაწყვეტილება დარგის სპეციალისტის/სპეციალისტების დაინტერესებულ საწარმოში ვიზიტის განხორციელების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება ეგზავნება დაინტერესებულ საწარმოს.
3. დაინტერესებული საწარმოს მიერ წარდგენილი განაცხადისა და დოკუმენტაციის შესწავლის, ასევე დაინტერესებულ საწარმოში განხორციელებული ვიზიტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შედეგების გათვალისწინებით, სასწავლო საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილი სუბიექტი უზრუნველყოფს ელექტრონულ სისტემაში შეფასების შედეგების ასახვას.
4. ელექტრონულ სისტემაში შეფასების შედეგის ასახვიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, დაინტერესებული საწარმო ელექტრონულ სისტემაში ასახავს შესაბამის პოზიციას:
ა) ეთანხმება შეფასების შედეგებს;
ბ) არ ეთანხმება შეფასების შედეგებს და წარმოადგენს დამატებით არგუმენტაციასა და მტკიცებულებებს.
5. სასწავლო საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილი სუბიექტი უფლებამოსილია, განაცხადის შესწავლისა და შეფასების პროცესში, ასევე შეფასების შედეგების ასახვის შემდგომ, გადაწყვეტილების მიღებამდე, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული საწარმოს მოთხოვნით, გამართოს განხილვა, მათ შორის, დისტანციურ ფორმატშიც, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. განხილვის შედეგები აისახება ელექტრონულ სისტემაში.
მუხლი 10🔗. დაინტერესებულ საწარმოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება
1. სასწავლო საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილი სუბიექტი უფლებამოსილია, ამ წესითა და მის მიერ დადგენილი შესაბამისი წესით, მიიღოს გადაწყვეტილება დაინტერესებული საწარმოსთვის სასწავლო საწარმოს სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება აისახება ელექტრონულ სისტემაში.
2. თუ დაინტერესებული საწარმო ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებით გათვალისწინებულ რომელიმე მოთხოვნას, სასწავლო საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილი სუბიექტი უფლებამოსილია, დაინტერესებულ საწარმოს განუსაზღვროს ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება შეჩერებულად მიიჩნევა დაინტერესებული საწარმოსთვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში. ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სასწავლო საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილი სუბიექტი იღებს გადაწყვეტილებას სასწავლო საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
3. დაინტერესებულ საწარმოს სასწავლო საწარმოს სტატუსი ენიჭება „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ გათვალისწინებულ კონკრეტულ დეტალურ სფეროში (პროფესიული განათლების სწავლის სფეროები) შემავალი პროგრამის/პროგრამების თანაგანხორციელების მიზნით.
4. სასწავლო საწარმოს სტატუსი ენიჭება 6 წლის ვადით.
მუხლი 11🔗. სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების შემდგომ ცვლილების განხორციელება
1. სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების შემდგომ სასწავლო საწარმოს მიერ ისეთი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, რომელიც უკავშირდება სტანდარტებს ან/და საგანმანათლებლო პროგრამას, სასწავლო საწარმო ვალდებულია, ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, აცნობოს აღნიშნულის შესახებ სასწავლო საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილ სუბიექტს და წარუდგინოს დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება პროგრამის შესაბამისი კომპონენტის განხორციელების ან/და სტანდარტის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
2. სასწავლო საწარმოს სტატუსის კონსორციუმის მიერ მოპოვების შემდგომ, რომელიმე წევრის მიერ კონსორციუმის დატოვების შემთხვევაში, სასწავლო საწარმო ვალდებულია, ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, აცნობოს აღნიშნულის შესახებ სასწავლო საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილ სუბიექტს და წარუდგინოს დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება პროგრამის შესაბამისი კომპონენტის განხორციელების ან/და სტანდარტის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
3. სასწავლო საწარმო, რომელიც ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება ვადიან ლიცენზიას/ნებართვას/სპეციალურ რეგულირებას, ვალდებულია, სასწავლო საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილ სუბიექტს აღნიშნული ვადის ამოწურვამდე წარუდგინოს ინფორმაცია ლიცენზიის/ნებართვის/სპეციალური კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლების გაგრძელების/თავიდან მოპოვების გეგმის შესახებ, ხოლო აღნიშნულის მოპოვებისთანავე − შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. სასწავლო საწარმოს მიმართ გაკოტრების/ლიკვიდაციის საქმისწარმოების დაწყების შემთხვევაში, სასწავლო საწარმო ვალდებულია, აღნიშნულის დაწყებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, აცნობოს სასწავლო საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილ სუბიექტს.
მუხლი 12🔗. სასწავლო საწარმოს მიერ სტანდარტების შესრულებისა და პროგრამის განხორციელების მონიტორინგი
1. სასწავლო საწარმოს მიერ სტანდარტების შესრულებისა და პროგრამის განხორციელების მონიტორინგი ხორციელდება გეგმურად და არაგეგმურად.
2. სასწავლო საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილი სუბიექტი ვალდებულია, არანაკლებ ორ წელიწადში ერთხელ გეგმურად შეამოწმოს სასაწავლო საწარმოს მიერ სტანდარტების შესრულება და პროგრამის განხორციელების პროცესი.
3. სასწავლო საწარმოს მიერ სტანდარტების შესრულებისა და პროგრამის განხორციელების არაგეგმური მონიტორინგის საფუძველია საგანმანათლებლო დაწესებულების, პროფესიული სტუდენტის მიმართვა ან/და სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია სასწავლო საწარმოს მიერ სტანდარტებისა და პროგრამის განხორციელების წესების შესაძლო დარღვევის შესახებ, ასევე ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია ან/და ამ ინფორმაციის წარუდგენლობა.
4. მონიტორინგის მიზნით, სასწავლო საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილი სუბიექტი უფლებამოსილია, სასწავლო საწარმოსგან გამოითხოვოს სტანდარტების შესრულებასა და პროგრამის კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაცია და/ან მიიღოს გადაწყვეტილება დარგის სპეციალისტის/სპეციალისტების მიერ მონიტორინგის ვიზიტის განხორციელების შესახებ. სასწავლო საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილი სუბიექტის გადაწყვეტილება მონიტორინგის ვიზიტის შესახებ სასწავლო საწარმოს წარედგინება უშუალოდ ვიზიტის დროს.
5. სასწავლო საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილი სუბიექტი უფლებამოსილია, სასწავლო საწარმოს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს გონივრული ვადა.
6. მონიტორინგის შედეგები ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხელმისაწვდომია სასწავლო საწარმოსთვის.
7. თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდება, რომ სასწავლო საწარმო არღვევს სტანდარტებსა და პროგრამის განხორციელების წესებს, პროფესიული სტუდენტების უფლებებს, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს ან/და არ ასრულებს/არაჯეროვნად ასრულებს მასზე ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობებს, ასევე საწარმო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიის/ნებართვის ან/და სხვა სპეციალური რეგულირებით გათვალისწინებული უფლებამოსილების გარეშე ახორციელებს საქმიანობას ან საწარმოს მიმართ დაიწყო გაკოტრების/ლიკვიდაციის საქმისწარმოება, რაც გამორიცხავს სასწავლო საწარმოს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, სასწავლო საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილი სუბიექტი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება:
ა) სასწავლო საწარმოს სტატუსის გაუქმების შესახებ;
ბ) სასწავლო საწარმოს სტატუსის შეჩერების შესახებ;
გ) სასწავლო საწარმოს მიერ ახალი პროფესიული სტუდენტების მიღების შეზღუდვის შესახებ.
8. სასწავლო საწარმოს სტატუსის გაუქმება იწვევს შესაბამისი სერტიფიკატის გაუქმებას, ხოლო სასწავლო საწარმოს სტატუსის შეჩერება − პროგრამის განხორციელების უფლების შეჩერებას.
9. სასაწავლო საწარმოს სტატუსის შეჩერების პერიოდი არ ითვლება ამ წესის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.
10. სასწავლო საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილი სუბიექტი უფლებამოსილია, დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, დაადგინოს მონიტორინგის დამატებითი პირობები.
მუხლი 13🔗. სასწავლო საწარმოების რეესტრი
1. სასწავლო საწარმოს სტატუსის მინიჭების/გაუქმების/შეჩერების შესახებ სასწავლო საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილი სუბიექტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასახვა ელექტრონულ სისტემაში ავტომატურად იწვევს სასწავლო საწარმოს რეგისტრაციას, რეგისტრირებული სასწავლო საწარმოსთვის აღნიშნული სტატუსის გაუქმებას ან სტატუსის შეჩერებას.
2. სასწავლო საწარმოს რეგისტრაციისთანავე სასწავლო საწარმოების რეესტრში გენერირდება შესაბამისი სერტიფიკატი.
3. სასწავლო საწარმო, დარგობრივი უნარების ორგანიზაციის შესაბამის გადაწყვეტილებაში მითითებულ „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ გათვალისწინებულ დეტალურ სფეროში (პროფესიული განათლების სწავლის სფეროები) შემავალი პროგრამის/პროგრამების საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად, განხორციელების უფლებას მოიპოვებს სასწავლო საწარმოების რეესტრში რეგისტრაციის დღიდან.
4. სასწავლო საწარმო, „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ გათვალისწინებულ დეტალურ სფეროში (პროფესიული განათლების სწავლის სფეროები) შემავალი პროგრამის/პროგრამების საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად, განხორციელების უფლებას კარგავს სასწავლო საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილი სუბიექტის მიერ სასწავლო საწარმოს სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული თარიღიდან ან ამ წესის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვისთანავე.
5. სასწავლო საწარმოს „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ გათვალისწინებულ დეტალურ სფეროში (პროფესიული განათლების სწავლის სფეროები) შემავალი პროგრამის/პროგრამების საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად განხორციელების უფლება უჩერდება სასწავლო საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილი სუბიექტის მიერ სასწავლო საწარმოს სტატუსის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული თარიღიდან და ვადით.
6. სასწავლო საწარმოების შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 14🔗. სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების პროცესის კოორდინაცია
1. სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების პროცესს კოორდინაციას უწევს პროფესიული უნარების სააგენტო და ამ მიზნით:
ა) უზრუნველყოფს დარგობრივი უნარების ორგანიზაციების, სასწავლო საწარმოებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერებასა და მათ მხარდაჭერას, ამ წესით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით;
ბ) კონსულტაციას უწევს დარგობრივი უნარების ორგანიზაციებს, დაინტერესებულ საწარმოებსა და სასწავლო საწარმოებს, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებს;
გ) შეიმუშავებს სახელმძღვანელო დოკუმენტებსა და გზამკვლევებს;
დ) დარგობრივი უნარების ორგანიზაციებს, სასწავლო საწარმოებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს უწევს სხვა სახის მეთოდოლოგიურ დახმარებას.
2. პროფესიული უნარების სააგენტო უზრუნველყოფს დარგობრივი უნარების ორგანიზაციების მიერ ამ წესით განსაზღვრული როლისა და ფუნქციების შესრულების შეფასებას „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 აგვისტოს №416 დადგენილებით განსაზღვრული წესით.
თავი III. გარდამავალი დებულებები
მუხლი 15🔗. გარდამავალი დებულებები
1. პროფესიული უნარების სააგენტომ ამ წესით გათვალისწინებული ელექტრონული სისტემის შექმნა უზრუნველყოს ამ დადგენილების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 წლის ვადაში.
2. ელექტრონული სისტემის შექმნამდე ამ წესით გათვალისწინებული საქმისწარმოება ხორციელდება მატერიალური სახით.
3. დუალურ სწავლებაში ჩართულმა საწარმოებმა შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ამ წესის ამოქმედებამდე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს/რეგისტრირებულ აპლიკანტებს სწავლა დაასრულებინონ ამ წესის ამოქმედებამდე არსებული კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, აღნიშნული საწარმოები ჩაითვალონ სასწავლო საწარმოებად და მიეცეთ დუალური სწავლების განხორციელების უფლება პროგრამის ავტორიზაციის ვადით, თუმცა არაუგვიანეს 2024 წლის 1 იანვრისა. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, დუალურ სწავლებაში ჩართვის მიზნით, სავალდებულოა სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვება, ამ წესის შესაბამისად.
4. საწარმოებს, რომლებიც ამ წესის ამოქმედებამდე არ იყვნენ დუალურ სწავლებაში ჩართულები, უფლება მიეცეთ, განახორციელონ პროგრამები ამ წესის ამოქმედებამდე არსებული კანონმდებლობის საფუძველზე და ჩაითვალონ სასწავლო საწარმოებად 2024 წლის პირველ იანვრამდე.
5. 2024 წლის პირველი იანვრიდან დუალური სწავლება განხორციელდეს მხოლოდ ამ წესის შესაბამისად, სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების საფუძველზე.
6. დაინტერესებული საწარმოები გათავისუფლდნენ სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების საფასურისგან ამ წესის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების ადმინისტრირების პროცესი დაფინანსდეს პროფესიული უნარების სააგენტოს ბიუჯეტიდან. ამასთან, პროფესიული უნარების სააგენტომ უზრუნველყოს, სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების პროცედურის წარმართვის მიზნით, შესაბამისი დარგობრივი უნარების ორგანიზაციის/ორგანიზაციების დაფინანსების ოდენობის განსაზღვრა და მის მიერ დადგენილი წესით დაფინანსება.
დანართი
პირის მიერ სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების სტანდარტები
1. სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის საჭირო ადამიანური რესურსი
1.1. სასწავლო საწარმოს მიერ განსაზღვრული ადამიანური რესურსის კომპეტენციები შესაბამისობაშია პროგრამით გათვალისწინებულ სწავლის შედეგებთან;
1.2. სასწავლო პროცესის განმახორციელებელ პირს/პირებს გავლილი აქვს/აქვთ ინსტრუქტორთა ტრენინგი ან აკმაყოფილებს/აკმაყოფილებენ ინსტრუქტორთა ტრენინგზე დაშვების წინაპირობებს.
2. სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის საჭირო მატერიალური რესურსი
2.1. დასტურდება სასწავლო პროცესის განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქტურის, ტექნიკური და მატერიალური აღჭურვილობის საწარმოს საკუთრებაში/სარგებლობის უფლებით ფლობა.
3. სასწავლო პროცესის ადმინისტრირება
3.1. სასწავლო საწარმოს აქვს მზაობა და არსებობს წინაპირობები სასწავლო პროცესის მდგრადი და ეფექტიანი ადმინისტრირებისთვის;
3.2. სასწავლო საწარმოს გაცნობიერებული აქვს სასწავლო პროცესში ჩართულობის მნიშვნელობა და უზრუნველყოფს პროგრამის განხორციელებას დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
3.3. საწარმოში უზრუნველყოფილია უსაფრთხო სასწავლო/სამუშაო გარემო;
3.4. საწარმო კეთილსინდისიერად და გამჭვირვალე პროცედურებით წარმართავს პროფესიული სტუდენტის მუშაობის/სწავლების პროცესს;
3.5. სასწავლო საწარმოში დანერგილია ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემა.