„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის პირველი აპრილის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №50 |
|
2022 წლის 6 სექტემბერი ქ. გურჯაანი |
შეტანილ იქნეს „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის პირველი აპრილის №39 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 05.04.2022, 010250050.35.166.016534) შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული დანართი №5 „ბავშვთა სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაცია“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ ბავშვთა სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 06 02 06) ბავშვთა სამედიცინო-სოციალური რებილიტაციის ქვეპროგრამა მუხლი 1. ქვეპროგრამის მიზანი 1. ბავშვთა განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ღონისძიებაა, რომლის მიზანია ბავშვის შეზღუდული შესაძლებლობების განვითარების და მიტოვების პრევენცია. 2. ქვეპროგრამის ამოცანაა მომსახურების მიწოდების გზით შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან ასეთი რისკის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება, სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ან ალტერნატიულ მომსახურებებში ჩართვისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
მუხლი 2. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1.ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები: ა) 0-18 წლამდე ასაკის დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი -„Q 90” ბ) 0-დან 12 წლის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი - „F 84“ გ) 0-დან 7 წლის ჩათვლით ადრეული განვითარების შეფერხების მქონე ბავშვი - „R 62“ დ) 0- 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვი - „G 80“ 2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის (პირადობის მოწმობის) ასლი დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა; ე) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან; ზ) ცნობა მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან თ) ცნობა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალურ ცენტრიდან შესაბამის პროგრამის მაძიებლად დარეგისტრირების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში)
მუხლი 3. დაფინანსების მოცულობა 1. სამედიცინო სოციალური რეაბილიტაციის მიზნით დაფინანსება განხორციელდება თვეში: ა) 0-დან 7 წლამდე ასაკის ადრეული განვითარების შეფერხების, აუტისტური სპექტრის აშლილობის, 0-დან 18 წლამდე ასაკის დაუნის სინდრომის და ბავშვთა ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვებისთვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე 8 სეანსი. შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შემდეგ 4 სეანსი. ბ) 7 წლიდან 12 წლამდე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებისათვის 12 სეანსი. 2. სეანსის ღირებულება შეადგენს არაუმეტეს 30 ლარს.
მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის გადაწყვეტილებით ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვის შესახებ გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება და ვაუჩერის ტალონები შესაბამისი მიმწოდებლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მითითებით გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან 6 თვეზე, მაგრამ არაუმეტეს პროგრამის მოქმედების ვადამდე. 2. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად მიმწოდებელი ვალდებულია მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა მოიცავს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას: ა) ტალონის ნომერი, ბ) ბენეფიციარის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი გ)მომსახურების სახეობა, დ) მომსახურების ჯერადობა, ე)მომსახურების ჩატარების ადგილი, ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერა. 3. მიმწოდებელი ასევე მერიას წარუდგენს მომსახურების გაწევის თვის ტალონებს. მომსახურება ანაზღაურებას ექვემდებარება 60 სამუშაო დღეში. 4. ადმინისტრაციული დაპირება გაიცემა (არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღების თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით) ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე/მინდობით აღმზრდელზე, რომელიც უზრუნველყოფს არაუგვიანეს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 15 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლისათვის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას. 5. ერთი თვის ტალონი ანაზღაურდება მერიის მიერ განსაზღვრული ფორმით მიმწოდებლის მიერ წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით, თვეში განხორციელებული მომსახურების (ვიზიტის) შესაბამისად, 6. ზედიზედ 2 თვის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს მომსახურების ავტომატურად გაუქმებას, გარდა შესაბამისი დაწესებულების ფუნქციონირების დროებით შეჩერების შემთხვევებისა, რაზეც მიმწოდებელი მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, მუნიციპალიტეტის მერიას. 7. იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარის მიერ არ განხორციელდა 1 თვის ტალონის გამოყენება, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური სოციალური მუშაკის ჩართულობით იკვლევს ტალონის გამოუყენებლობის მიზეზებს და იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების მიწოდების და/ან გაუქმების შესახებ.
მუხლი 4. ქვეპროგრამის მიმწოდებელი ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.
მუხლი 7. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური“. 2. დადგენილების პირველი მუხლის მე-16 პუნქტით დამტკიცებული დანართი 16-ის „სატრანსპორტო ხარჯის თანადაფინანსება“ დანართი 16.1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
|