1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომში – საკრებულო) არის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი უფლებამოსილებებისა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად განსაზღვრავს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) განვითარების ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირთა საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე.

2. საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით არჩეული წევრებისგა