1. ფრაქციას ხელმძღვანელობს და ფრაქციის მიერ მიღებულ დოკუმენტებს ხელს აწერს ფრაქციის თავმჯდომარე.

2. ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ფრაქციის ყოველ სამ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს შვიდისა.

3. ფრაქციის თავმჯდომარის და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების, არჩევის, გადარჩევის და ფრაქციის შიდა ორგანიზაციული მუშაობის საკითხები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.

4. ფრაქციის თავმჯდომარეს და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს სხვა ფრაქციის წევრი.

თავი IVსაკრებულოს ბიუ